"მთავარ არხს" არასოდეს განუხორციელებია არცერთი უკანონო ტრანზაქცია — "მთავარი არხი” “რუსთავი 2”-ის ბრალდებებს პასუხობს
"მთავარ არხს არასოდეს განუხორციელებია არცერთი უკანონო ტრანზაქცია", — ტელეკომპანია მთავარი არხი რუსთავი 2-ის მიერ 15 ოქტომბერს გავრცელებულ ბრალდებებს ეხმაურება, სადაც საუბარია, რომ კურიერს ხელში ჩაუვარდა მთავარი არხის ერთ-ერთი დირექტორის, გიორგი ქურდაძის საჩივარი, რომელიც ტელევიზიის შავ სალაროს ეხება — ქურდაძე იმ სქემას აღწერს, რომლითაც "ტელევიზიაში მილიონები სამი დირექტორის ხელმოწერის გვერდის ავლით მოძრაობს".
რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქურდაძემ წერილობითი კომუნიკაცია ბანკებთან 13 სექტემბრიდან დაიწყო "უკანონო ფულის ბრუნვის" შეჩერების მიზნით, მათ კი 7, 10 და 11 ოქტომბერს გაგზავნილი წერილები მოიპოვეს. ქურდაძე ამტკიცებს, რომ კომპანიების დირექტორებმა — ნიკა გვარამიამ, თეა გვარამიამ, გიორგი გაბუნიამ და მანუჩარ ახალაიამ იცოდნენ ნაღდი ფულის ბრუნვის შესახებ.
მთავარი არხი უარყოფს რუსთავი 2-ის ბრალდებებს და წერს, რომ "არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორის, გოგი ქურდაძის გამოგონილი ბრალდებები ემსახურება ერთადერთ მიზანს — ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები ქვეყნის ყველაზე გავლენიან კრიტიკულ არხს და, შედეგად, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შეწყდეს მისი მაუწყებლობა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ოცნების რუსული რეჟიმის ინტერესებს ემსახურება".
"ვეხმაურებით ხელისუფლების პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს, მთავარ არხზე ადგილი ჰქონდეს თანხების უკანონო ბრუნვას.
პირველ რიგში, ვაცხადებთ, რომ მთავარ არხს არასოდეს განუხორციელებია არცერთი უკანონო ტრანზაქცია.
სამწუხაროდ, არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორის, გოგი ქურდაძის გამოგონილი ბრალდებები ემსახურება ერთადერთ მიზანს — ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები ქვეყნის ყველაზე გავლენიან კრიტიკულ არხს და, შედეგად, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შეწყდეს მისი მაუწყებლობა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ოცნების რუსული რეჟიმის ინტერესებს ემსახურება.
გოგი ქურდაძის წერილში გაჟღერებული ცრუ ბრალდებები იმდენად აბსურდულია, რომ არც კი იმსახურებს არხის და ჩვენი მაყურებლის დამატებით ყურადღებას.
ამდენწლიანი ბრძოლის შემდეგ ქართული ოცნება მთავარი არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის წარმომადგენლის ხელითაც ვერ მიაღწევს მიზანს და ვერ გაგვაჩერებს. ჩვენი გუნდი მტკიცედ და შეუპოვრად გააგრძელებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას და ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვებს საბოლოო გამარჯვებას", — ნათქვამია მთავარი არხის მეირ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პრემიერმინისტრიც გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის თქმით, მთლიანად ოპოზიცია და მათ შორის ყველა ოპოზიციური ტელევიზია მუშაობს შავი ფულით და საქმეს შესაბამისი უწყებები შეისწავლიან.
"ზოგადად ყველამ იცის, რომ მთლიანად ოპოზიცია და მათ შორის ყველა ოპოზიციური ტელევიზია მუშაობს შავი ფულით, ფინანსდება შავი ფულით. ეს არ არის ახალი ამბავი, თუმცა ნუ ალბათ არის ახალი დეტალები გამოკვეთილი ამ თემასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ზოგადად ეს პოლიტიკური ძალები ასრულებენ ძალიან ნეგატიურ როლს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ისინი ხელს უშლიან დემოკრატიული სისტემის ჯანსაღი ფორმით ფუნქციონირებას და ის, რომ კონკრეტული ტელევიზიები, მედიასაშუალებები არიან ქცეული სიცრუის პროპაგანდის ინსტრუმენტებად, რა თქმა უნდა, ამაშიც შავი ფულის როლი არის განსაკუთრებული. არ ვიცი, შესაბამისი უწყებები ალბათ შეისწავლიან ამ საქმეს", – თქვა ირაკლი კობახიძემ.
მთავარ არხთან დაკავშირებით რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, პრემიერმინისტრის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეხმაურება. პაპუაშვილის თქმით, საქმე "შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეისწავლონ".
"ადამიანებს როცა აქვთ ერთი სტილი უკანონობის, ამ სტილს შემდეგ აღარ სცილდებიან. ვნახოთ, იმედია, შეისწავლიან ამ საკითხს შესაბამისი უწყებები და გვეცოდინება უფრო მეტი", – აცხადებს პაპუაშვილი.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები