აფგან სადიგოვის მეუღლე საქართველოს ხელისუფლებას ალიევის დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს
ფოტო: NEWS.On.ge
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საერთაშორისო დაცვაზე საემიგრაციო დეპარტამენტის უარს სასამართლოში ასაჩივრებს. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელის თამთა მიქელაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საიმიგრაციო დეპარტამენტის უარი უკანონო და დაუსაბუთებელია. ორგანიზაცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ინტერესებს იცავს.
მიქელაძე მოუწოდებს სასამართლოს მიანიჭოს ჟურნალისტს საერთაშორისო დაცვა და თავი შეიკავოს მისი აზერბაიჯანში ექსტრადირებისგან, სადაც, მისი თქმით, ჟურნალისტს პოლიტიკური დევნა ემუქრება.
"იმ პირობებში, როდესაც არსებობს დასაბუთებული რისკები, რომ აზერბაიჯანში აფგან სადიგოვი წამების, არაადამიანური მოპყრობის, დასჯის და პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდება, საქართველოს სახელმწიფოს მიერ მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმა და აზერბაიჯანში ექსტრადირება არსებით წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებთან. ამასთან უგულებელყოფს დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს" — აცხადებს თამთა მიქელაძე.
საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი უკვე 26 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. რისკის წინაშე დგას მისი ოჯახიც: მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები, რომლებიც ამჟამად თბილისში ცხოვრობენ და რეგულარულად იღებენ მუქარის უმძიმეს გზავნილებს.
აფგან სადიგოვის მეუღლე სევინჩ სადიგოვა ამბობს, რომ მისი მცირეწლოვანი შვილები მოსალოდნელი საფრთხის პირობებში ვერ ახერხებენ სკოლაში სიარულს და ვერ იღებენ განათლებას.
სევინჩ სადიგოვა საქართველოს ხელისუფლებას ილჰამ ალიევის დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს და მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობას მას აკისრებს.
"შიმშილობის მთავარი მიზეზია მის წინააღმდეგ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილება, ჩვენ გვინდა გადაწყვეტილებების მიღების დროს სასამართლოც და პასუხისმგებელი უწყებებიც დაეყრდნონ კანონს და ამ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილება იქნება ჩემი მეუღლის სასარგებლოდ მიღებული და ის გათავისუფლდება. ჩვენ გვითვალთვალებენ, ჩემი შვილები ვერ იღებენ განათლებას. ჩემი მეუღლის დაკავება არის პირდაპირ აზერბაიჯანის ხელისუფლების და პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დაკვეთა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. საქართველოს ხელისუფლება და ის უწყებები, რომლებიც არიან ამ საკითხზე პასუხისმგებელი, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ასრულებენ ილჰამ ალიევის სურვილს და მის ინტერესებს ემსახურებიან. მეც და ჩემი შვილებიც ვართ საფრთხის ქვეშ" — აცხადებს სადიგოვის მეუღლე.
-
Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
-
ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ
გადახედვა
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
კომენტარები