მედია-ომბუდსმენი: რიგ შემთხვევებში მაუწყებელს ვალდებულებაც კი წარმოექმნება, არ განათავსოს პოლიტიკური რეკლამა.
მედია-ომბუდსმენი მმართველი პარტიის წინა საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და კრიტიკული მედიების მხრიდან იმ სარეკლამო რგოლების ეთერში არ გაშვების ფაქტს ეხმაურება, რომლის გამოც ტელეკომპანიები მთავარი, ფორმულა და ტვ პირველი 11 ოქტომბერს, სასამართლომ 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა და ვიდეორგოლის ეთერში განთავსება დაავალა. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ComCom-ის მიერ ტელეკომპანიებისთვის შედგენილი სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე მიიღო. კომუნიკაციების კომისიას საჩივრით ქართულმა ოცნებამ მიმართა.
მედია-ომბუდსმენის თქმით, "რიგ შემთხვევებში მაუწყებელს ვალდებულებაც კი წარმოექმნება, არ განათავსოს პოლიტიკური რეკლამა".
მმართველი პარტიის "აღმაშფოთებელ, სამარცხვინო და შემზარავ" ვიდეორგოლებთან დაკავშირებული საკითხი მედია-ომბუდსმენმა მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით დეტალურად გამოიკვლია. ჩვენი გუნდი ეძებდა პასუხს კითხვაზე – შეუძლია თუ არა მაუწყებელს უარი თქვას პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე.
კანონმდებლობის და პრაქტიკის კიდევ ერთხელ შესწავლის შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რიგ შემთხვევებში მაუწყებელს ვალდებულებაც კი წარმოექმნება, არ განათავსოს პოლიტიკური რეკლამა.
"აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი" პოლიტიკური რეკლამის განთავსების საკითხი აღმოჩნდა შემდეგი საქმე, როცა მედიის დასჯის მოთხოვნის ინიციატორი მმართველი პარტია ქართული ოცნებაა.
კომუნიკაციების კომისიამ და სასამართლომ მმართველი პარტიის მოთხოვნით კიდევ ერთხელ დასაჯეს კრიტიკული მედიასაშუალებები საარჩევნო პერიოდში.
როდესაც ქართული ოცნება სადავო პოლიტიკური რეკლამის განთავსებას ითხოვდა, სამ კრიტიკულ მაუწყებელს არ მიეცა შესაძლებლობა კომუნიკაციების კომისიიდან მიეღო რეკომენდაციები. მათ კომისიამ რგოლის შეფასების თაობაზე უარი იდენტური შინაარსის წერილებით შეატყობინა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია უმოქმედო იყო მაუწყებლებისთვის მნიშვნელოვანი საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში. მაუწყებლების მიმართვის და საკითხის კრიტიკული მნიშვნელობის მიუხედავად, ადმინისტრაციული ორგანოს საჩივრები ამ დრომდე არ შეუსწავლია. მეტიც, თავდაპირველად ცესკომ უარი განაცხადა საჩივრების ონლიან ფორმით მიღებასა და მის საფუძველზე წარმოების დაწყებაზე, რითაც ხელოვნურად გაჭიანურდა პროცესი და მაუწყებლები იძულებულები გახდნენ საჩივრები მატერიალური სახით შეეტანათ ცენტრალურ საარჩევნო ორგანოში.
"არა ომს, აირჩიე მშვიდობა" ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საქართველოს საარჩევნო კოდექსს. არ არის თანხვედრაში "მაუწყებლობის შესახებ" და "რეკლამის შესახებ" კანონების მოთხოვნებთან;
კომისიამ არასწორად და არასათანადოდ განმარტა სსიპ აჭარის ტელევიზიის და რადიოს მიერ წარდგენილი სარჩელი (უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება) პოლიტიკური რეკლამის შინაარსთან დაკავშირებით, რაც ომის პროპაგანდის საკითხზე დავას შეეხება.
უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მაუწყებელმა რეკლამის, მათ შორის, პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებამდე მხედველობაში უნდა მიიღოს საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი ზოგადი დანაწესები
კრიტიკული მედიის დასასჯელად ქართული ოცნების მოთხოვნასა და ჯერ კომუნიკაციების კომისიის, შემდგომ სასამართლოს გადაწყვეტილებების თანხვედრაში ნათლად ჩანს კოორდინირებული მოქმედების ნიშნები", — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები