ნათია მეზვრიშვილი

15 Oct. 2024, 11:48

"კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაური ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გამდიდრდა, მილიონერი გახდა და მას უნდა ამ ქონების დაცვა და კიდევ უფრო გამდიდრება. 2021-2024 წლების განმავლობაში კახა ბექაური ყოველწლიურად მდიდრდება, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მის სახელფასო ანაზღაურებას. მოდი, ვნახოთ რა წერია კახა ბექაურის ქონებრივ დეკლარაციაში.

დღეის მდგომარეობით, ის ფლობს 40-მდე უძრავ ქონებას. მათ შორისაა ბინები, მიწის ნაკვეთები, დამხმარე ფართები. მათ საერთო ღირებულება შეადგენს 4 მლნ აშშ დოლარს. აქედან 3.5 მლნ ქონება 2021-2024 წლებში დააგროვა. კახა ბექაური გახლავთ ორი ნაბიჯის მოწილე, საიდანაც 41 მლნ ლარზე მეტი დივიდენდი აქვს მიღებული 2021-2023 წლებში. ამ კომპანიას სახელმწიფოსგან 73 მლნ ლარის 211 გამარტივებული შესყიდვა აქვს მიღებული. კახა ბექაური ფლობს 7 ავტომანქანას, რომელთა საერთო ღირებულება 2 მლნ ლარზე მეტია, საათებზე აღარ დავწვრილმანდები. კახა ბექაურის მიზანია დიდძალი ქონების, მისი მილიონების დაცვა და კიდევ უფრო მეტი მილიონის შოვნა. ამიტომ იპარავს ის ივანიშვილთან ერთად ხალხის არჩევანს და ამიტომ ეხმარება ის ოცნებას არჩევნების გაყალბებაში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა
  2. სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
  3. რატომ დააკავეს და რატომ აძევებენ ქვეყნიდან აფგან სადიგოვს?
  4. ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო უცენზურო სიტყვებით გაჯერებული პოსტით დაემუქრა
  5. განათლების სამინისტრო: პირველკლასელთა რეგისტრაციისას სკოლამდე საფეხმავლო მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 1 კმ-ს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გაიცანით პონჩო — ცუგა, რომელმაც პოლიციის ოფიცერს პირველადი დახმარება აღმოუჩინა

როცა საქმე კვალის ძიებას ეხება, ძაღლები პოლიციის შეუცვლელ პარტნიორებად მიიჩნევიან, თუმცა ცუგას მიერ აღმოჩენილ პირველად…