"არ შეიძლება ასე!!!" — გიორგი გიგაშვილი თეა წულუკიანს მიმართავს
ფოტო: Kelly de Geer / Classeek
არავის რომ არ აინტერესებდა ჩვენი ფოლკლორული მუსიკის შენახვა-კვლევა, ევროკავშირის დაფინანსებით მოხდა ის, რომ საფუძვლიანად არის გამოკვლეულ-შენახული ეს მუსიკა, — ამის შესახებ გიორგი გიგაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"არ შეიძლება ასე!!! არ შეიძლება. მართლა დიდი ხანია ვისმენ ამას და გული მერევა ყველაფერზე, რასაც ლაპარაკობს, რაც უქნა ამ ქალმა კულტურას და როგორ არ გაითვალისწინა არც ერთი ადამიანის თხოვნა, სიტყვა, გაფიცვა, ყვირილი, წივილი, ჩუმი ლაპარაკი, "გთხოვთ", "მოგთხოვთ".
და ახლა უსირცხვილოდ ლაპარაკობს ევროკავშირის "ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩზე”. ძალიან მინდა იმ "ერთ-ერთმა დიდმა ქვეყანამ” მოსთხოვოს რომ თქვას სახელი, გვარი, რომელი ქვეყანა იყო. იმიტომ რომ ვერავინ დამაჯერებს ამ ისტორიის სიმართლეში, რადგან მრავალსაუკუნოვანი ქართული მუსიკის პირველი დამცველია ევროკავშირი!
არავის რომ არ აინტერესებდა ჩვენი ფოლკლორული მუსიკის შენახვა-კვლევა, ევროკავშირის დაფინანსებით მოხდა ის, რომ საფუძვლიანად არის გამოკვლეულ-შენახული ეს მუსიკა.
თეა, შენი დამსახურებაა კულტურის სფეროში, თითქმის ყველა მიმართულებით არაპროფესიონალი ადამიანები რომ ბუდობენ და მათ რომ მიჰყავთ პარადი. ნიშნის მოგებით რომ არ დაგეწყო შენი მინისტრობა და ყვირილით, მაგიდაზე კალმის რტყმით და მუქარით; რომ მოგესმინა ჩვენი(ც) ზოგჯერ, და გამწარებული და ნერვიული არ ყოფილიყავი სულ იქნებ რამე გამოგსვლოდა.
მაგრამ კულტურის სფეროს ხალხის გადამტერება ძალიან ცუდი რაღაც არის, და ეს არ ეგონა ესეთი რთული. ზუსტად ვიცი. ძალიან ბევრ რაღაცას ნიშნავს, როდესაც ხალხი - მუსიკიდან, კინოდან, თეატრიდან, მწერლობიდან - არ გენდობა, არ უყვარხარ, შენთან თანამშრომლობა არ უნდათ (ნიჭიერებზე ვამბობ).
ყველაფერზე პასუხი უნდა აგო და იმედია ოდესმე მომეცემა საშუალება პირისპირ გითხრა ეს ყველაფერი. არასდროს არ მოინდომე იმათთან შეხვედრა, ვისაც რამე სათქმელი ჰქონდა შენთვის (კრიტიკა)" — წერს პიანისტი გიორგი გიგაშვილი სოციალურ ქსელში თეა წულუკიანის განცხადების პასუხად.
წულუკიანის თქმით, ერთ-ერთ ელჩთან, "იმ ზრდილობის და იმ ეტიკეტის ფარგლებში, რაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელ დიპლომატს ეკუთვნის", "ძალიან უსიამოვნო" საუბარი ჰქონდა
"როდესაც ვუთხარი, "თქვენს სიაში ერთი ადამიანიც კი არ არის, რომელიც, მაგალითად, ქართულ მრავალხმიანობას წარმოადგენს, ესე იგი, რას მეუბნებით, რომ ქართული მრავალხმიანობა არ არის ქართული კულტურის ნაწილი?" და ა.შ.
მაშინ ის გაკადნიერდა და მითხრა ასეთი რამ - "თქვენ ძალიან ბევრს საუბრობთ საქართველოს რეგიონებზე და მინდა იცოდეთ, რომ საქართველო მხოლოდ სოფელი არ არის". აქ საუბარი კიდევ უფრო დაიძაბა და რეალურად, მე წავიყვანე ეს საუბარი ბოლოსკენ და მას ავუხსენი, რომ საქართველო არის სოფელიც, საქართველო არის ჩვენი ლამაზი დედაქალაქიც და ეს სამინისტრო არის ყველასთვის. ამით მე ვცდილობ აგიხსნათ, თუ საიდან დავიწყეთ, რომ კულტურის სამინისტრო უნდა ყოფილიყო მძევალი კონკრეტული ერთი ჯგუფის და აქედან ჩვენ გავთავისუფლდით" — თქვა წულუკიანმა სამთავრობო TV იმედის გადაცემაში ნოესთან.
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის? უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის?
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
კომენტარები