გიგი უგულავა

11 Oct. 2024, 15:38

"ივანიშვილის ხელის პროკურატურისგან დღეს ჩვენ მოვისმინეთ მორიგი გაუგონარი ბოდვა. ბატონმა "ბულბულაშვილმა", ეს კაცი შემჩნეულია, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც პოლიტიკური საქმეებია, ის გამოჰყავთ ხოლმე და იგავმიუწვდომელ ბოდვებს ახმოვანებს. მთავარი, რაც ჩვენ დღეს გავიგეთ, რაც ჩემთვის, როგორც გივი თარგამაძის მეგობრისთვის და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, დღეს პროკურატურამ აღიარა, რომ გივი თარგამაძეზე შეკვეთილი თავდასხმის, კერძოდ აფეთქების ბრძანება არის ივანიშვილის მიერ გაცემული. კერძოდ, მისი შემსრულებელი არის ღარიბაშვილის სიმამრი, თამაზ თამზაშვილის კლანი იმიტომ, რომ დღეს, ამდენი ხნის შემდეგ პროკურატურა გვერდს უვლიდა და არ ასახელებდა იმ გვარებს, კერძოდ, ჭიჭიაშვილს და აბრამიშვილს, რომელიც საზოგადოებამ და ყველა ჩართულმა მხარემ ძალიან კარგად იცის, რომ სწორედ თამაზ თამაზაშვილის მიერ დაქირავებული მკვლელები იყვნენ. ეს ის ხალხია, რომლის საშუალებითაც თამაზ თამაზაშვილი, როდესაც შევარდნაძის ეპოქაში კახეთის პოლიციის უფროსი იყო, იტაცებდა და აორგანიზებდა გამოძალვას. ბატონი ხეჩუაშვილი ამათი დაქირავებული მოწმეა, იქიდანაც ჩანს, რომ დღეს პროკურატურამ თან შეფარვით გვამცნო, რომ თურმე ეს პიროვნება მხოლოდ თვალთვალით იყო შემოფარგლული. ეს იმას ნიშნავს, რომ მასთან გარიგება არის დადებული, ადვილად რომ გამოაძვრინონ.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ აფეთქებიდან ნახევარ საათში, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბატონმა კვირიკაშვილმა ჩვეული სიმძიმით და ოხვრით, რადგანაც იცოდა სისულელეს და ზღაპარს ამბობდა, მაშინაც უკრაინისკენ გაიშვირა ხელი, მაშინაც ჩვენკენ გაიშვირა ხელი. ეს არის უკვე რვა წლის თავზე, მორიგ არჩევნებზე, ამ საქმით სპეკულაცია, მაგრამ მთავარი არის ის, რომ „ქურდს ქუდი ეწვის“ და დღეს პროკურატურამ გათქვა თავისი თავი. ჭიჭიაშვილის და აბრამიშვილის ხსენებით მათ დაადასტურეს, რომ დამკვეთი არის ივანიშვილი, შემსრულებელი არის თამაზ თამაზაშვილი და თამაზ თამაზაშვილის ხალხი, კერძოდ, ჭიჭიაშვილი, აბრამიშვილი და ხეჩუაშვილი”.

ასე ეხმაურება ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრი გიგი უგულავა, პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ყოფილი დეპუტატის, გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობაში მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულების შესახებ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მართვის მოწმობის აღება მარტივდება
  2. თუ პირის შემოსავალი 1 250 ლარია, ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსს დაკარგავს — ცვლილება კანონში
  3. 2013-2025 წლებში ხელფასები ნომინალურად 220%-ით და რეალურად 86%-ით გაიზარდა
  4. მთავრობა სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 5 300 000 ლარს გამოუყოფს
  5. 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების სიაში საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია მოხვდა

დიდი ბრიტანეთის ხაზინის სანქციების ოფისმა რუსეთის სამხედრო მანქანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა.…