თამთა მიქელაძის თქმით, "ოცნების" ხელისუფლების პირობებში მუსლიმი თემი დისკრიმინირებულია
ფოტო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი
როგორ ბედავთ რეგიონში, სადაც ამხელა წილია მუსლიმების, ისევ ჩართო "კასეტა", სადაც ამბობ რომ მხოლოდ ერთ რელიგიას აძლევ განსაკუთრებულ სამართლებრივ სტატუსს და ეთნო-რელიგიურ სახელმწიფოს აშენებ, — ამის შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორი, თამთა მიქელაძე სოციალური სოციალურ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე წერს, რომ მათი "პოლიტიკური გუნდი იყო, არის და მომავალშიც იქნება გარანტი, რომ სახელმწიფო თანაბრად ზრუნავდა და იზრუნებს თითოეულ მოქალაქეზე, განურჩევლად მისი ეროვნებისა და აღმსარებლობისა."
თამთა მიქელაძის თქმით, ოცნების ხელისუფლების პირობებში მუსლიმი თემი დისკრიმინირებულია და რვა პუნქტს ჩამოთვლის, სადაც ეს დისკრიმინაცია ცხადადაა გამოკვეთილი:
"ბიძინა ივანიშვილმა აჭარაში, ბათუმში ორგანიზებულ მორიგ პოლიტიკურ გამოსვლაში თქვა, რომ "ჩვენი პოლიტიკური გუნდი იყო, არის და მომავალშიც იქნება გარანტი, რომ სახელმწიფო თანაბრად ზრუნავდა და იზრუნებს თითოეულ მოქალაქეზე, განურჩევლად მისი ეროვნებისა და აღმსარებლობისა".
ახლა მოგიყვებით, ქართული ოცნების მმართველობის დროს რამდენჯერ დაირღვა ქართველი მუსლიმი თემის უფლებები სისტემურად და რამდენჯერ აგრძნობინეს მუსლიმებს, რომ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები არიან.
1. ქართული ოცნების ხელისუფლება უკვე 7 წელია ქართველი მუსლიმებს უარს ეუბნება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე.
ის რომ ეს უარი უკანონოა და დისკრიმინაციული დაადასტურა ორმა სასამართლო ინსტანციამ. ბათუმის მერია ამ გადაწყვეტილების ასაჩივრებს უსასრულოდ და ამის გამო ისევ დავის პროცესში ვართ. მუსლიმები კი ახალი მეჩეთის ასაშენებლად შეძენილ მიწაზე საკუთარი ხელით აგებულ მცირე მეჩეთში და უფრო დიდი ნაწილი ისევ ქუჩაში ლოცულობს.
გაგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პირადად დაჰპირდა მუსლიმებს ახალი მეჩეთის მშენებლობას ბათუმში და უღალატა საკუთარ სიტყვას;
2. აჭარაში ინგრევა და ნადგურდება ათეულობით ულამაზესი ქართული ისლამური კულტურის ნიმუშები — და ეს ხელისუფლება დემონსტრაციულად არაფერს აკეთებს მათ გადასარჩენად, აღსაწერად, წარმოსადგენად;
3. აჭარიდან მძიმე პირობებში ეკომიგრაციის შედეგად გასახლებულ ქართველ მუსლიმებს ნიგვზიანში (2012), წინწყაროში (2012), სამთაწყაროში (2013), ჭელაში (2013), ქობულეთში (2014), მოხეში (2014), ადიგენში (2018), ბუკნარში (2021), დაბა ადიგენში (2024) დევნიან, ავიწროებენ, ზოგჯერ ძალადობენ და არც ერთი ადამიანი არ დაუსჯია ქართული ოცნების ხელისუფლებას ამის გამო. ეს ფაქტები დადგენილი აქვს ევროპულ სასამართლოსაც.
მოხეში ისტორიული მეჩეთი ისევ გამოკეტილია რკინის ღობით; სამთაწყაროში, ქობულეთში, დაბა ადიგენში მუსლიმებმა ვერ შეძლოს რელიგიური დანიშნულების შენობების (მეჩეთი, პანსიონატის) გახსნა და დღემდე პრობლემებია;
4. ქართული ოცნების ხელისუფლება გააგრძელა ისლამური რელიგიური ორგანიზაციების კონტროლის პოლიტიკა და თემის შიგნით უნდობლობის გარემო შექმნა, რის შედეგადაც მუსლიმებს ზოგჯერ აქვთ განცდა რომ მათი ოფიციალური რელიგიური ინსტიტუცია არ არის საკმარისად დამოუკიდებელი და მათ ინტერესებს ნაკლებად წარმოადგენს;
5. ქართული ოცნების ხელისუფლებამ ერთი ხელის მოსმით დახურა მუსლიმური პანსიონატები, ისე რომ არ დააწესა გონივრული რეგულაციები მათთვის (რასაც ისინიც ეთანხმებოდნენ) და საერთოდ არ შეაფსა ის როლი, რომელსაც ეს პანსიონები ასრულებდნენ ახალგაზრდების სეკულარული განათლებისა და ამავდროულად რელიგიური განათლებისთვის. ეს მაშინ, როცა საპატრიარქოს მასობრივ პანსიონატებს იგივე ვერ გაუბედა და ძალადობის გახმაურებულ ფაქტებზეც თვალი დახუჭა;
6. ქართველი მუსლიმი თემის ერთადერთი ღია წარმომადგენელი პარლამენტში, ტარიელ ნაკაიძე ქართული ოცნების წევრებმა არა ერთხელ დაამცირეს მის რელიგიურობაზე ხაზგასმით და ხელითაც კი შეეხნენ, ამავე ხელისუფლების სუს-ი კი ღიად წერდა ამ კაცს ლეგენდები უნდა შევუქმნათო და გავაფუჭოთო;
7. ეკომიგრანტი მუსლიმები სხვა მუნიციპალიტეტებში განიცდიან სოციალურ და კულტურულ გარიყულობას, არ აქვთ საკუთრებაში გადაცემული მიწები, სახლები ამდენი წლის შემდეგადაც კი, სუსტად არიან წარმოდგენილები ადგილობრივ პოლიტიკაში და საჯარო სამსახურებში და ამ დაუცველობის გამო მიცვალებულსაც კი არ კრძალავენ წალკასა და ადიგენში და აჭარაში მიჰყავთ;
8. გოდერძის გზა, 12-წლიანი დაპირების შემდეგ ნაწილობრივ გაიყვანეს ახლა. ამ ადგილების განვითარება ხდება ქაოტურად, ველურად, მდიდარი სასტუმროების ჩადგმით და მათზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურით და ძალიან დიდი შანსია, რომ გოდერძის კურორტი და მეზობელი სოფლები ბაკურიანის ბედს გაიზიარებს. ადგილობრივი უნიკალური ცხოვრების სტილი და გაქრება, იმიტომ რომ ხელი არ ეწყობა.
კიდევ არა ერთი შემთხვევის მოყოლა შეიძლება.
ამიტომ ვის ატყუებთ ხალხო? გვახსოვს, ვმუშაობდით, ვიბრძოდით... დღესაც იგივე ხდება!
ან ვის გაუგია ცოცხალ პოლიტიკურ ენაში 21-ე საუკუნეში ისაუბრო 20-საუკუნის დასაწყისის ისტორიულ ჭრილობებზე და მოკვეთის და დაბრუნების დისკურსი და ემოცია გააცოცხლო?
ან როგორ ბედავთ რეგიონში სადაც ამხელა წილია მუსლიმების ისევ ჩართო "კასეტა", სადაც ამბობ რომ მხოლოდ ერთ რელიგიას აძლევ განსაკუთრებულ სამართლებრივ სტატუსს და ეთნო-რელიგიურ სახელმწიფოს აშენებ, მაგრამ თქვა, ნუ ინერვიულებთ ეს არაფერს ნიშნავსო მაინცო.
იმედია, მედია საფუძვლიან განხილვებს დაუთმობს ივანიშვილის ამ ტყუილებს და ქართველი მუსლიმი თემის ნამდვილ საჭიროებებს მიუძღვნის მასალებს", — წერს თამთა მიქელაძე.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები