WHO-ს უახლესი ანგარიში: მოზარდებში სოციალური მედიის პრობლემური გამოყენების მაჩვენებელი 11%-მდე გაიზარდა
ფოტო: neurosciencenews.com
ევროპის რეგიონული ოფისის ახალი მონაცემები ცხადყოფს მოზარდებში სოციალური მედიის პრობლემური გამოყენების მკვეთრ ზრდას, მაჩვენებლები გაიზარდა 7%-დან (2018) 11%-მდე (2022).
ამას ემატება მოზარდთა 12%, რომლებიც არიან პრობლემური ელექტრონული თამაშების (ე.წ. გეიმინგის) რისკის ქვეშ, რაც იწვევს მწვავე შეშფოთებას ციფრული ტექნოლოგიების გავლენაზე ევროპის ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.
ეს "ჯანმრთელობის ქცევა სკოლის ასაკის ბავშვებში" (HBSC) კვლევის დასკვნებია, რომელმაც გამოიკვლია 11, 13 და 15 წლის თითქმის 280,000 ახალგაზრდა ევროპისა და ცენტრალური აზიის 44 ქვეყანასა და კანადაში 2022 წელს.
მთავარი დასკვნები:
- 10-დან 1-ზე მეტმა მოზარდმა (11%) გამოავლინა სოციალური მედიის პრობლემური ქცევის ნიშნები, ურთულდებოდა მისი გამოყენების კონტროლი და განიცდიდა უარყოფითი ზეგავლენის შედეგებს.
- გოგონებში სოციალური მედიის პრობლემური გამოყენების უფრო მაღალი დონე აღინიშნა (13%), ვიდრე ბიჭებში (9%).
- ახალგაზრდების მესამედზე მეტმა (36%) აღნიშნა, რომ მუდმივად ეკონტაქტებიან მეგობრებს ინტერნეტით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 15 წლის გოგონებს აქვთ (44%).
- მოზარდების მესამედი (34%) ყოველდღიურად თამაშობს ონლაინ თამაშებს, 5-დან 1-ზე მეტი (22%) თამაშობს მინიმუმ ოთხი საათის განმავლობაში თამაშის დღეებში.
მოზარდების 12%-ს დგას პრობლემური გეიმინგის რისკის წინაშე, ეს მაჩვენებელი ბიჭებში უფრო მაღალია (16%) ვიდრე გოგოებში (7%).
ანგარიში განმარტავს სოციალური მედიის პრობლემურ გამოყენებას, როგორც ქცევას, რომელიც ხასიათდება დამოკიდებულების/მიჯაჭვულობის მსგავსი სიმპტომებით. ეს მოიცავს სოციალური მედიის მოხმარების კონტროლის უუნარობას, აბსტინენციას გამოუყენებლობისას, სხვა აქტივობების უგულებელყოფას სოციალური მედიის სასარგებლოდ და ყოველდღიურ ცხოვრებაში უარყოფითი ზეგავლენის შედეგებს ჭარბი გამოყენების გამო.
სოციალური მედიის გაზრდილი პრობლემური გამოყენების შედეგები მოზარდებში სოციალური მედიის პრობლემური გამოყენების ზრდა იწვევს მნიშვნელოვან შეშფოთებას ახალგაზრდებზე პოტენციური ზემოქმედების შესახებ. წინა კვლევამ აჩვენა, რომ პრობლემური სოციალური მედიის ქცევის მქონე მომხმარებლებს აღენიშნებოდათ დაბალი მენტალური და სოციალური კეთილდღეობა და ნარკოტიკების მოხმარების უფრო მაღალი დონე არაპრობლემურ მომხმარებლებთან და არამომხმარებლებთან შედარებით.
ამ ტენდენციას, თუ იგი ასე გაგრძელდება, შეიძლება ჰქონდეს გრძელვადიანი შედეგები მოზარდთა განვითარებასა და ჯანმრთელობაზე. ამასთანავე, სოციალური მედიის პრობლემური გამოყენება დაკავშირებულია ნაკლებ ძილთან და გვიან დაძინებასთან, რაც პოტენციურად მოქმედებს მოზარდების ჯანმრთელობასა და მათ აკადემიურ მოსწრებაზე.
"აშკარაა, რომ სოციალურ მედიას შეიძლება ჰქონდეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები მოზარდების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე," — აღნიშნა ჰანს ჰენრი პ. კლუგემ, ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა
ამიტომ არის ციფრული წიგნიერება ასე მნიშვნელოვანი. მიუხედავად ამისა, ციფრული განათლება ჯერ კიდევ დაბალ დონეზეა ბევრ ქვეყანაში, ხოლო იქ, სადაც ის ხელმისაწვდომია, ხშირად ვერ ახერხებს ფეხი აუწყოს ახალგაზრდების და სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების ტემპს. ჩვენ ვხედავთ ამის შედეგებს. სიტუაცია გაუარესდება, თუ მთავრობები, ჯანდაცვის ორგანოები, მასწავლებლები და მშობლები არ აღიარებენ არსებული სიტუაციის ძირეულ მიზეზებს და არ გადადგამენ ნაბიჯებს მის გამოსასწორებლად. რეგიონის მასშტაბით მილიონობით ბავშვი უბრუნდება სკოლას ზაფხულის არდადეგების შემდეგ, ზოგიერთი ქვეყანა განიხილავს შეზღუდვებს ან აკრძალვებს სოციალურ მედიაში გარკვეული ასაკის ბავშვებისთვის. აშკარაა, რომ ჩვენ გვჭირდება დაუყოვნებელი და მდგრადი ქმედებები, რათა შევცვალოთ სოციალური მედიის პოტენციურად საზიანო გამოყენების ტენდენცია, რასაც მივყავართ ისეთ შედეგებამდე, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, ჩაგვრა/ბულინგი და ცუდი აკადემიური მოსწრება.
სოციალური მედიის გამოყენების დადებითი ასპექტები ანგარიში ასევე ხაზს უსვამს სოციალური მედიის პასუხისმგებლიანი გამოყენების სარგებელს. მოზარდებმა, რომლებიც ხშირი, მაგრამ არაპრობლემური მომხმარებლები არიან, აღნიშნეს, რომ აქვთ თანატოლების უფრო ძლიერი მხარდაჭერა და სოციალური კავშირები.
როგორც 17 წლის ბიჭმა პოლონეთიდან აღნიშნა, "სოციალურ მედიას ბევრი უპირატესობა აქვს, განსაკუთრებით, მისი ზომიერი მოხმარების შემთხვევაში. მათ შორის არის კავშირის დამყარება და მათი შენარჩუნება. მისი მეშვეობით, მოზარდები ახერხებენ იმ თანატოლების გაცნობას, რომლებიც იზიარებენ მათ მისწრაფებებს და ინტერესებს."
"ეს კვლევა აჩვენებს ახალგაზრდების მიერ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების როგორც დადებით, ასევე უარყოფით მხარეებს"- ამბობს ნატაშა აზოპარდი-მუსკატი, ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის ქვეყნების ჯანმრთელობის პოლიტიკისა და სისტემების დირექტორი.
"გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ გადავდგათ ნაბიჯები ახალგაზრდების დასაცავად, რათა მათ უსაფრთხოდ იმოძრაონ ციფრულ ლანდშაფტში და მივცეთ საშუალება გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი თავიანთი ონლაინ აქტივობების შესახებ, მაქსიმალურად გავზარდოთ სარგებელი და მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკები მათი გონებრივი და სოციალური კეთილდღეობისთვის. ერთი სიტყვით, ისინი უნდა მართავდნენ სოციალურ მედიას და არა სოციალური მედია - მათ."
"ონლაინ გეიმინგის" ტენდენციები და შედეგები
ანგარიში ასევე ცხადყოფს, რომ მოზარდების 34% თამაშობს ყოველდღიურად და 22% თამაშობს მინიმუმ ოთხი საათის განმავლობაში თამაშის დღეებში.
68% არის არაპრობლემური მოთამაშე, 12% კი - პრობლემური თამაშის რისკის წინაშე დგას.
HBSC-ის წინა კვლევამ, რომელიც იკვლევდა პრობლემურ ონლაინ თამაშების ქცევას ხუთ ქვეყანაში, აღმოაჩინა კავშირი გეიმინგსა და ცხოვრებით დაბალ კმაყოფილებასთან, ფსიქოლოგიურ ჩივილებთან და თანატოლების მხარდაჭერის ნაკლებობასთან. თუმცა, ბევრი მოზარდისთვის თამაში უვნებელ ან საერთოდაც სასარგებლო გართობად რჩება.
კლაუდია მარინო, ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი პადოვას უნივერსიტეტიდან აღნიშნავს:
"აღსანიშნავია გენდერული განსხვავებები გეიმინგის კუთხით: ბიჭებს არა მხოლოდ ყოველდღიური თამაშის უფრო მაღალი მაჩვენებლები აღენიშნებათ, არამედ უფრო მეტად უვითარდებათ თამაშის პრობლემური ჩვევები. ეს ხაზს უსვამს მიზანმიმართული ინტერვენციების საჭიროებას, რომლებიც ითვალისწინებენ გენდერის კუთხით სპეციფიკურ მოტივებსა და რისკ-ფაქტორებს თამაშის ქცევაში".
მიზნობრივი ინტერვენციები
ინტერვენციები სოციალური მედიის პრობლემური გამოყენების გადასაჭრელად უნდა იყოს ასაკისა და სქესის შესაბამისი და კულტურულად მორგებული. მათ უნდა გაამახვილონ ყურადღება ახალგაზრდების დახმარებაზე ციფრული წიგნიერების უნარების განვითარების კუთხით, ჯანსაღი ონლაინ ქცევის პოპულარიზაციაზე და მხარი დაუჭირონ პრობლემური გამოყენების რისკის წინაშე მყოფ მოზარდებს.
"ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანია სოციალური მედიის გაუმჯობესება და მისი უსაფრთხო სივრცედ გადაქცევა. უნდა ვასწავლოთ ადამიანებს, როგორ გამოიყენონ ის უსაფრთხოდ და იზრუნონ საკუთარ თავზე" — ამბობს ინგლისელი მოზარდი.
ეს ხაზს უსვამს გაუმჯობესებული ციფრული გარემოს და განათლების აუცილებლობას, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას უსაფრთხოდ გამოიყენონ იგი.
სამოქმედო გეგმა
ამ გამომაფხიზლებელი მიგნებების საპასუხოდ ანგარიშში მოცემულია სამოქმედო გეგმა მომავალი ინტერვენციებისთვის.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი, რომელიც მოიცავს ევროპისა და ცენტრალურ აზიის 53 ქვეყანას — მოუწოდებს პოლიტიკის შემქმნელებს, პედაგოგებს და ჯანდაცვის პროვაიდერებს, პრიორიტეტი მიანიჭონ მოზარდის ციფრულ კეთილდღეობას შემდეგი კონკრეტული მოქმედებების განხორციელებით:
შექმენით ჯანმრთელობის ხელშემწყობი სასკოლო გარემო, რომელიც მოიცავს ციფრულ წიგნიერებას: განახორციელეთ სკოლებში მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროგრამები, რომლებიც მოიცავს განათლებას სოციალური მედიის პასუხისმგებლობით გამოყენების, ონლაინ უსაფრთხოების, კრიტიკული აზროვნების უნარების და ჯანსაღი თამაშის ჩვევების შესახებ.
გააძლიერეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები: უზრუნველყავით წვდომა კონფიდენციალურ, თავისუფალ და ხელმისაწვდომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე, რომლებიც შეძლებენ გადაჭრან ციფრული ტექნოლოგიების პრობლემური გამოყენებისგან დაკავშირებული პრობლემები.
წაახალისეთ ღია დიალოგი: ხელი შეუწყვეთ საუბრებს ციფრული კეთილდღეობის შესახებ ოჯახებში, სკოლებსა და თემებში, რათა შემცირდეს სტიგმა და გაიზარდოს ცნობიერება.
გადაამზადეთ მასწავლებლები და ჯანდაცვის პროვაიდერები: ჩაატარეთ სპეციალიზებული ტრენინგი ციფრული წიგნიერების ეფექტური და ინკლუზიური განათლებისა და მხარდაჭერისთვის.
აღასრულეთ პლატფორმის ანგარიშვალდებულება: დარწმუნდით, რომ სოციალური მედიის პლატფორმები აღასრულებენ ასაკობრივ შეზღუდვებს და ქმნიან მარეგულირებელ ჩარჩოს, რომელიც წაახალისებს ციფრული ინსტრუმენტების პასუხისმგებლიან დიზაინს ახალგაზრდა მომხმარებლებისთვის.
"ის, რის მიღწევასაც ჩვენ ვცდილობთ ჩვენი შვილებისთვის, არის მყარი საფუძველი ციფრულ ეპოქაში ცხოვრებისთვის, ის, რის აღიარებასაც და რა მიმართულებითაც მოქმედებასაც იწყებენ სოციალური მედიის კომპანიები და ახალგაზრდები მთელს მსოფლიოში", — ამბობს ჰანს კლუგე.
"მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი იყოს ციფრული წიგნიერება ბავშვის განვითარებისა და კეთილდღეობის კონტექსტში, სწორი ცოდნით, საჭირო დროს, ადეკვატური ჯანდაცვისა და სხვა დამხმარე სერვისებთან ერთად. "ონლაინ" და "ოფლაინ" სამყაროში, ჩვენ ვეხმარებით მათი საერთო კეთილდღეობის დაცვას და გაუმჯობესებას, რაც გადამწყვეტია ყველა საზოგადოებისა და ქვეყნისთვის უფრო ჯანსაღი, უფრო დაბალანსებული ციფრული მომავლის უზრუნველსაყოფად."
-
დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების სიაში საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია მოხვდა დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების სიაში საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია მოხვდა
გადახედვა
-
სომხეთმა და აშშ-მ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი სომხეთმა და აშშ-მ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
ნიკოლოზ ხატიაშვილმა პრაღის გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე 30-მდე მაღალი დონის შეხვედრა გამართა ნიკოლოზ ხატიაშვილმა პრაღის გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე 30-მდე მაღალი დონის შეხვედრა გამართა
გადახედვა
-
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
გადახედვა
-
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გადახედვა
-
ალენ სიმონიანი: ვუსურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და უწყვეტ პროგრესს საქართველოსა და მის ხალხს ალენ სიმონიანი: ვუსურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და უწყვეტ პროგრესს საქართველოსა და მის ხალხს
გადახედვა
-
"26 მაისი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა და ღირსების სიმბოლოა" — ომბუდსმენი ქართველებს 26 მაისს ულოცავს "26 მაისი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა და ღირსების სიმბოლოა" — ომბუდსმენი ქართველებს 26 მაისს ულოცავს
გადახედვა
-
პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის, რუმინეთის საგარეო უწყებები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის, რუმინეთის საგარეო უწყებები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
გადახედვა
-
სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
გადახედვა
-
შიო III: ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა და შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა შიო III: ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა და შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა
გადახედვა
-
პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
გადახედვა
-
უნგრეთის პრემიერი პეტერ მადიარი საკუთარ და მინისტრების ხელფასებს 2-ჯერ ამცირებს უნგრეთის პრემიერი პეტერ მადიარი საკუთარ და მინისტრების ხელფასებს 2-ჯერ ამცირებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, მოგვინგრიოს ჩვენი ორი საყრდენი, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ და საკუთარზე უარი ვთქვათ. ეს არ გამოვა შალვა პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, მოგვინგრიოს ჩვენი ორი საყრდენი, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ და საკუთარზე უარი ვთქვათ. ეს არ გამოვა
გადახედვა
-
თვისუფლება გადამდებია — PSP | დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია თვისუფლება გადამდებია — PSP | დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
-
ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გადახედვა
-
დღეს, 26 მაისს, ოპოზიციის ალიანსის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება დღეს, 26 მაისს, ოპოზიციის ალიანსის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება
გადახედვა
-
თბილისის ერთ-ერთი კერძო ბაღში მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად ძალადობის ბრალდებით აღმზრდელი დააკავეს თბილისის ერთ-ერთი კერძო ბაღში მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად ძალადობის ბრალდებით აღმზრდელი დააკავეს
გადახედვა
-
26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება — პროგრამა 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება — პროგრამა
გადახედვა
-
მოისმინეთ განდაგანა ევროვიზიის ხორვატი მონაწილეების შესრულებით (ვიდეო) მოისმინეთ განდაგანა ევროვიზიის ხორვატი მონაწილეების შესრულებით (ვიდეო)
-
ტესტი: გამოიცანი ელემენტი დნობის ტემპერატურით ტესტი: გამოიცანი ელემენტი დნობის ტემპერატურით
-
"რაღაც მოდის" — რა იციან მეცნიერებმა პოტენციური "სუპერ" ელ-ნინიოს შესახებ "რაღაც მოდის" — რა იციან მეცნიერებმა პოტენციური "სუპერ" ელ-ნინიოს შესახებ
გადახედვა
კომენტარები