გახდი ეკომეგობრული მაკდონალდსთან ერთად
ფოტო: McDonald's
"ერთად ვიზრუნოთ გარემოზე — პატარა ნაბიჯებით დიდი ცვლილებებისკენ!"
გარემოზე ზრუნვა მაკდონალდს საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ამიტომ კომპანია მუდმივად ცდილობს გადადგას მცირე და დიდი ნაბიჯები იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეკომეგობრული იყოს.
მსოფლიოში გარემოს დაბინძურება სულ უფრო მზარდი პრობლემაა. მაკდონალდსი კი განაგრძობს კამპანიას „პატარა ნაბიჯებით დიდი ცვლილებებისკენ" და გარემოს დაცვის კუთხით მორიგ ეკომეგობრულ მწვანე ინიციატივებს გვთავაზობს.
მაკდონალდსის მწვანე ინიციატივები მრავალ ასპექტს მოიცავს. კომპანია ამცირებს პლასტმასის გამოყენებას და ეტაპობრივად ანაცვლებს მას ბიოდეგრადირებადი შეფუთვებით. ნარჩენების შესამცირებლად ამოღებულია პლასტმასის თავსახური რესტორანში შეკვეთილი გამაგრილებელი სასმლიდან. პლასტმასის საწრუპებს კი, მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში სთავაზობენ მომხმარებელს.
მაკდონალდსში ზოგიერთი პროდუქტის შეფუთვა უკვე 100%-ით ეკომეგობრულია. მაგალითად, მაკდონალდსის ყველა რესტორანში სალათებისა და მაკფლარის პლასტმასის შეფუთვა ქაღალდის შეფუთვებით ჩანაცვლდა. პლასტმასის კოვზები და ჩანგლები კი ეტაპობრივად ხისგან დამზადებული, სრულად ბიოდეგრადირებადი ანალოგებით ნაცვლდება.
"ეკოლოგიაზე ზრუნვას ჩვენი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებად ვთვლით, რადგან თანამედროვე მსოფლიოში გარემოსდაცვითი პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად იქცა. კომპანიის მწვანე ინიციატივები სწორედ პლანეტის დაცვასა და მდგრად განვითარებაზეა ორიენტირებული და მრავალ ასპექტს მოიცავს. მაკდონალდსი, თავისი უზარმაზარი მასშტაბის ოპერირების მიუხედავად, ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ზეგავლენა. ბიოდეგრადირებადი შეფუთვის გამოყენება, ეკომეგობრული სათამაშოები თუ სხვა მწვანე ინიციატივა, რომელსაც მაკდონალდსი მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს, პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია დიდი, უკეთესი ცვლილებებისკენ. ჩვენი საყვარელი მომხმარებლების ჩართულობით, იმედი გვაქვს, ერთად შევძლებთ ჯანსაღი გარემოს შექმნას ყველასთვის", — აღნიშნავს მაკდონალდს საქართველოს დირექტორი თენგიზ კაპანაძე.
მაკდონალდსის რესტორნებში მონტაჟდება ჰიპოალერგიული მწვანე ცოცხალი ხავსის კედლები, რაც დეკორატიულ დანიშნულებასთან ერთად, გარემოს ტენიანობას უნარჩუნებს და ე.წ. Carbon Footprint-ის შემცირებასაც უწყობს ხელს. ცოცხალი მწვანე კედლების მონტაჟი, ქუთაისის, მარჯანიშვილისა და გოთუას რესტორნის გარდა, მაკდონალდსის სხვა რესტორნებშიც ეტაპობრივად გრძელდება. აღნიშნული ინიციატივა ხაზს უსვამს, რომ მაკდონალდსი ცდილობს გააუმჯობესოს თავისი გარემოსდაცვითი პრაქტიკა და ამავდროულად შექმნას უფრო სასიამოვნო გარემო მომხმარებლებისთვის და ყოველდღიურად შეგვახსენოს, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა.
ფოტო: McDonald's
მაკდონალდსის უმნიშვნელოვანესი აუდიტორია ბავშვები არიან, ამიტომ მომავალ თაობაზე ზრუნვა კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მოტივაციაა. პატარების საყვარელი ჰეფი მილიდან პლასტმასის სათამაშოები შაქრის ლერწმის, ქაღალდის ან სხვა ბიოდეგრადირებადი მასალისგან დამზადებული სათამაშოებით ჩანაცვლდა. ეკომეგობრული სათამაშოები 100%-ით უსაფრთხოა პატარებისთვის.
მნიშვნელოვანია მაკდონალდსის ინიციატივა რესურსების მდგრადი გამოყენების მიმართულებითაც. ყოველი რესტორნის მასშტაბით გროვდება და მუშავდება გადასამუშავებლად ვარგისი ქაღალდის ნარჩენები, ე.წ მუყაო. ქაღალდის გადამუშავება ამცირებს ახალი ქაღალდის წარმოების საჭიროებას, რაც იცავს ტყეებსა და ენერგიას.
მაკდონალდსი არ აპირებს შეჩერებას და მომავალშიც გეგმავს ინოვაციური ეკომეგობრული ინიციატივების განხორციელებას. მაკდონალდსის მასშტაბის გათვალისწინებით, მის ქმედებებს შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს როგორც გარემოზე, ისე საზოგადოების დამოკიდებულებაზე გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ. კომპანიას სჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია ჯანსაღი და დაბალანსებული ეკოსისტემის ჩამოყალიბება. მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს როგორც გარემოზე, ისე საზოგადოების დამოკიდებულებაზე გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ. მაკდონალდსს სჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია ჯანსაღი და დაბალანსებული ეკოსისტემის ჩამოყალიბება.
ერთად ვიზრუნოთ გარემოზე - პატარა ნაბიჯებით დიდი ცვლილებებისკენ!
იხილეთ მეტი: https://www.mcdonalds.ge/ge/csr
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
-
"თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი
-
სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან
გადახედვა
-
სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა
გადახედვა
-
ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
-
მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს
-
თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ
გადახედვა
-
"საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება "საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება
გადახედვა
-
საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
-
სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
გადახედვა

კომენტარები