პაველ ჰერჩინსკი

20 Sep. 2024, 18:24

"27 ქვეყნის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით [შემიძლია გითხრათ] და ეს უმაღლეს დონეზე მიღებული გადაწყვეტილებაა: საქართველოს ევროინტეგრაციის გზა გაჩერებულია. ველოდებით მმართველი უმრავლესობისგან მკაფიოობას მათი ნამდვილ ზრახვებთან დაკავშირებით. ეს ხმამაღლა და მკაფიოდაა ნათქვამი ევროპული საბჭოს ივნისის დასკვნებში. მესმის ახლა არჩევნებია საქართველოში და არჩევნებმა ყველაფერი მოიცვა. ვიმედოვნებთ რომ არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა მოიგოს არჩევნები, ჩვენ გვეყოლება ახალი მთავრობა, რომელიც ნამდვილად იქნება მოწადინებული, რომ საქართველო დააახლოოს ევროკავშირს. ჩვენ დაწევა გვჭირდება. ბევრი დრო დაიკარგა, პრაქტიკულად მთელი წელი… რეფორმების ნაცვლად სამწუხარო მოვლენები გვქონდა. ამან მიგვიყვანა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებამდე. თუმცა ამავე დროს უკრაინასა და მოლდოვის მიმართ გაწევრების პროცესი დაჩქარებული იყო, შესაბამისად დისტანცია ტრიოს ქვეყნებს შორის უფრო გაიზარდა ნაცვლად იმისა, რომ შემცირებულიყო. ამის შემოტრიალება შესაძლებელია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების შემდეგ შესაძლებელი იქნება საქართველოს დაბრუნება იმ ევროინტეგრაციის ტრაექტორიაზე. ჩვენ, ევროკავშირი მზად ვართ დავეხმაროთ ნებისმიერ მთავრობას, რომელიც შეიქმნება არჩევნების შემდეგ".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა
  2. ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო
  3. დავით თარხან-მოურავი: საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, რუსეთი დამარცხდა ანუ ამერიკა ამარცხებს მას
  4. სომხეთის საბაჟომ ირანიდან შემოსულ ტვირთში დამალული 26კგ ბუნებრივი თმა ამოიღო
  5. რა ეღირება ლარი უქმეებზე?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პარტია "გახარია საქართველოსთვის" შეკრება-მანიფესტაციის კანონში ცვლილებებს აინიცირებს

პარტია გახარია საქართველოსთვის შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონში ცვლილებებს აინიცრიებს.  პარტიის…