მამუკა ხაზარაძე: ხელმოწერისთვის ვიყავით მზად გუშინ, როცა პრეზიდენტის სასახლე დავტოვე. არ ვიცი რა შეიცვალა.
ხელმოწერისთვის ვიყავით მზად გუშინ, როცა პრეზიდენტის სასახლე დავტოვე. არ ვიცი რა შეიცვალა, — ამის შესახებ კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარიას პარტიის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ გახარიას პარტიისა და ძლიერი საქართველოს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა.
„სამი დღის წინ გამოვხატე სურვილი, რომ მზად ვიყავი გიორგი გახარიასა და მის გუნდთან დაგვეწყო კონსულტაციები, ერთი მიზნის გამო, რომ დავამარცხოთ „ქართული ოცნება“, გავისტუმროთ ხელისუფლებიდან, რომ საქართველო ძალიან სწრაფად დავაყენოთ ევროკავშირის გზაზე.
იცით, რომ ბოლო 2-3 დღის განმავლობაში ამას გამოეხმაურა პრეზიდენტი. 2-3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკება, პრეზიდენტის ჩართულობით. გუშინ ჩვენ პრინციპულად მივაღწიეთ შეთანხმებას. ამის შესახებ გუშინ საღამოს გითხარით. დღესაც გითხარით, რომ ჩვენი ჯგუფი და კოალიცია მზადაა ხელმოსაწერად იმისთვის, რომ ეს მოხდეს, ველოდებოდით პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საათს. მოგვიანებით ვნახე გახარიას პარტიის განცხადება. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ იმ პრინციპებზე, რაც გუშინ მოვილაპარაკეთ და ეს პრინციპებია, ჩვენი ქვეყნის დაყენება ევროპულ გზაზე, „ქართული ოცნების“ გასტუმრება, ძლიერი კოალიციის შექმნა, ამაზე და ყველა სხვა პირობებზე, მზად ვარ. არც ეგაა ტრაგედია, თუმცა ვფიქრობ, რომ მომენტუმი იქნება გაშვებული. ვფიქრობ, რომ ქვეყანას სჭირდება იმაზე მაღლა დადგომა, თითოეულ ჩვენგანს, ვიდრე ტექნიკური საკითხებია და ა.შ. მე პირადად შევძელი, ბადრიმაც... დაწყებული ალეკო ელისაშვილთან კოალიციის გაფორმებით, კოალიციაშია ანა დოლიძე, ლევან ცუცქირიძე, ისინი არიან კოალიციაში პარტნიორები, მე მათ პატივს ვცემ.
მე რადგან აქ ვლაპარაკობ და მოვდიოდი ხელმოსაწერად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კოალიციის სახელით. საბოლოო ჯამში, ბევრი დოკუმენტი გამიფორმებია, ბოლო მომენტამდე არის ვნებათაღელვა, მაგრამ ეს მთავრდება, როგორც კი ხელი ეწერება. ჩვენ ამ ხელმოწერისთვის ვიყავით მზად გუშინ, როცა პრეზიდენტის სასახლე დავტოვე. არ ვიცი რა შეიცვალა. მე პატივს ვცემ კოალიციის იმ წევრებს, რომლებიც ჩვენთან არიან ზომის, წონის მიუხედავად, ვის უფრო მეტი ხალხის რაოდენობა ჰყავს. ჩვენ გამოვედით ერთიანი პოზიციით. პარიტეტი ჩვენს შორის, ლელოსა და გახარიას პარტია შორის არის, ამაზე ჩვენ შევთანხმდით, მოლაპარაკებულია. ჩვენ სახელიც კი შევცვალეთ ეს აღარაა ლელო არის ძლიერი საქართველო და ის სამი სუბიექტიც, რომლებიც შემოვიდნენ კოალიციაში, ისინიც უნდა ყოფილიყვნენ გათვალისწინებულები", — განაცხადა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარტია გახარია საქართველოსთვის ინფორმაციით, ძლიერ საქართველოსთან შეთანხმება ვერ მოხერხდა.
"ჩვენ გვერდზე გადავდეთ ჩვენი პარტიული ინტერესები და ყველაფერი დავთმეთ, სანაცვლოდ მეორე მხარემ ითხოვა ვადა შიდა კოალიციური შეთანხმებისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მეორე მხარემ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია", — ნათქვამია გახარია საქართველოსთვის განცხადებაში.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები