ლაშა ბაქრაძე

ლაშა ბაქრაძე

19 Sep. 2024, 13:54

"10 ათასამდე სტუდენტისთვის შეიქმნება საცხოვრებელი, სადაც მათ ადამიანური პირობები და ნორმალური ძილის საშუალება მიეცემათ", — ამის შესახებ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ თსუ-ს პირველ კორპუსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენთანაც იყოს კამპუსები, რადგან არსებული სტუდენტური საერთო საცხოვრებლები ვერანაირად მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს.

"ჩვენ, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებმა ყველაზე კარგად ვიცით ქართველ სტუდენტთა წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ. უკვე ვისაუბრეთ, რომ ბინის ქირა ძალიან მაღალია და მის დასაფარად სტუდენტებს უწევთ მუშაობა, რათა ჰქონდეთ ქირის გადახდისა და ელემენტარული ცხოვრების საშუალება, ხოლო ძალიან ბევრი მუშაობა არ აძლევს მათ იმის შესაძლებლობას, რომ უკეთესად ისწავლონ. აღსანიშნავია ასევე სატრანსპორტო პრობლემები, მაგალითად, მაღალი ქირის გამო, ჩემი სტუდენტების დიდი ნაწილი რუსთავში ცხოვრობს და რუსთავიდან თბილისში ჩამოსვლა ძალიან ძნელია.

ჩვენ ვპირდებით სტუდენტებს, რომ 10 ათასამდე სტუდენტისთვის შეიქმნება საცხოვრებელი, სადაც მათ ადამიანური პირობები და ნორმალური ძილის საშუალება მიეცემათ. ისევე როგორც ევროპის ქვეყნებში, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენთანაც იყოს კამპუსები, რადგან რაც არის, ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს სტუდენტთა მოთხოვნილებას. სტუდენტებს უნდა შეეძლოთ, რომ უფრო მობილურები იყვნენ. ასევე მნიშვნელოვანია, სტუდენტებისთვის შეიქმნას სამუშაო ადგილები, სადაც მათ ექნებათ ღირსეული პირობები და არ დაეძინებათ ლექციების მიმდინარეობისას", — განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…