მე-12 კლასის საქართველოს ისტორიის მასალა-რესურსის რედაქტორი რუსული კანონის მიმღები 84 დეპუტატიდან ერთ-ერთია
"აღმოჩნდა რომ მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის იწერება საქართველოს ისტორიის ექსკლუზიურად საავტორო მასალა-რესურსი, რომლის რედაქტორიცაა გიორგი სოსიაშვილი. პარლამენტის წევრი და 84 დეპუტატიდან ერთ-ერთი, რომელმაც ხელი მოაწერა რუსულ კანონს", — ამის შესახებ სოციალურ ქსელში ისტორიის მასწავლებელი და მკვლევარი, გიორგი ჯავახიშვილი წერს. მისივე თქმით, გიორგი სოსიაშვილი 13 სექტემბერს გორში ბიძინა ივანიშვილის ანტიეროვნულ, მოღალატეობრივ სიტყვებს უკრავდა ტაშს.
"აღმოჩნდა რომ მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის იწერება საქართველოს ისტორიის ექსკლუზიურად საავტორო მასალა-რესურსი, რომლის რედაქტორიცაა გიორგი სოსიაშვილი. პარლამენტის წევრი და 84 დეპუტატიდან ერთ-ერთი, რომელმაც ხელი მოაწერა რუსულ კანონს. ადამიანი, რომელიც 13 სექტემბერს გორში ბიძინა ივანიშვილის ანტიეროვნულ, მოღალატეობრივ სიტყვებს ტაშს უკრავდა", — წერს გიორგი ჯავახიშვილი.
მისი ვარაუდით, გიორგი სოსიაშვილი ამ პროექტშია იმიტომ, რომ ცენზორის როლი გასწიოს და გააკონტროლოს ყველა სიტყვა, რაც საქართველოს უახლეს, მეტად მტკივნეულ პერიოდს ეხება.
გიორგი ჯავახიშვილი
გიორგი ჯავახიშვილი წერს, რომ ორი რისკი იკვეთება:
"ვფიქრობ ცალსახაა ორი რისკი:
1. არაერთხელ გაჟღერებულა შიშები რომ განათლების სამინისტროს უნდა ყველა საგანში ექსკლუზიურად ერთი სახელმძღვანელოსკენ წავიდეს, რაც სრულად ეწერება იმ პოლიტიკურ გემოვნებაში, რომელსაც ქართული ოცნების ავტორიტარული მმართველობა ჰქვია. ერთი ბელადი, ერთი პარტია, განსხვავებულობის აკრძალვა პოლიტიკურ ველზე თუ სასწავლო პროცესში. ორად გაყოფილ ისტორიის საგანში ამის მოსინჯვა და დანერგვა ყველაზე მარტივია. ჯერ რესურსი დაერქმევა და მერე მარტივად "გადაითარგმნება" სახელმძღვანელოში.
2. პარლამენტარი გიორგი სოსიაშვილი საერთოდ არაა არც საქართველოს უახლესი ისტორიის სპეციალისტი (ყოველ შემთხვევაში ქართული ვიკიპედია მასზე ამბობს რომ მისი დისერტაციის სათაურია: "ქართლის სათავადოების ისტორიიდან (სამაჩაბლო)".
ის არც სწავლების მეთოდიკის მცოდნე არაა, რომ რედაქტორობა გაუწიოს სკოლისთვის სასწავლო რესურსს.
დიდი ალბათობით, ის ამ პროექტში არის იმიტომ, რომ ცენზორის როლი გასწიოს და გააკონტროლოს ყველა სიტყვა, რაც საქართველოს უახლეს, მეტად მტკივნეულ პერიოდს ეხება. მაგალითად, ამ პერიოდის ამსახველ სახელმძღვანელოებში საკითხად იყო ხოლმე გამოტანილი 2008 წლის ომი. დღევანდელი გადასახედიდან გასაგებია რა ტიპის ტექსტები და დავალებები შეიძლება ვიხილოთ ამ მიმართულებით სოსიაშვილის გარედაქტირებულ საქართველოს ისტორიის რესურსში.
გიორგი სოსიაშვილი იმ პარტიის მდუმარე და ყველაფრის ხელმომწერი დეპუტატია, რომელიც მტრისა და მეგობრის აღრევას ცდილობს ქართული საზოგადოების ცნობიერებაში და საქართველოს მომავალს ბოროტად ეთამაშება.
მინდა შეგახსენოთ, რომ წელს გამოცდებს აბარებს ის თაობა, რომელიც 2008 წლის ომამდე რამდენიმე თვით ადრე დაიბადა. გამოცდებს აბარებენ იმ სამხედროების შვილებიც, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში გმირულად დაეცნენ", — წერს გიორგი ჯავახიშვილი.
სასწავლო მასალა-რესურსის ავტორები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დიმიტრი შველიძე და განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი, ნიკო სილაგაძე არიან.
ისტორიის პროფესორი და წიგნის ერთ-ერთ ავტორი, დიმიტრი შველიძე პუბლიკასთან აცხადებს, რომ გიორგი სოსიაშვილს მისი დაწერილი არც ერთი სიტყვა არ შეუსწორებია. მისივე თქმით, ის რუსულ კანონს არ იზიარებს. თუმცა, ამ კანონის მხარდამჭერ "ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობა შეიძლება".
იმის გასარკვევად, რა კრიტერიუმით შეირჩა გიორგი სოსიაშვილი მე-12 კლასის საქართველოს ისტორიის მასალა-რესურსის რედაქტორად, NEWS.On.ge-მ განათლების და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტთან და ამავე წიგნის მეორე ავტორთან, ნიკო სილაგაძესთან სცადა დაკავშირება. მან განათლების სამინისტროს პიართან გადაგვამისამართა შეხვედრის ჩასანიშნად და გვითხრა, რომ "ასეთ საკითხებს შეხვედრებზე განიხილავენ და არა ტელეფონზე".
NEWS.ON.ge თემაზე მუშაობას აგრძელებს.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები