Tegeta Construction Equipment ამერიკული ბრენდი REINKE-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა
ფოტო: თეგეტა
ამერიკული ბრენდის, REINKE-ს, სარწყავი სისტემები ახლა უკვე საქართველოსა და სომხეთშიც ხელმისაწვდომია. მაღალტექნოლოგიური სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა Tegeta Construction Equipment-ის ერთ-ერთი მიმართულების თეგეტა აგრის ასორტიმენტშია.
REINKE-სა და Tegeta Construction Equipment-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბებას საფუძვლად დაედო, ერთი მხრივ, მწარმოებლის ინტერესი, გაფართოვდეს მსოფლიო მასშტაბით, მეორე მხრივ კი, „თეგეტა აგრის“ სწრაფვა, გარდატეხა მოახდინოს სასოფლო-სამეურნეო სფეროში.
70-წლიანი ისტორიის მქონე კომპანია აწარმოებს სარწყავ სისტემებს, რომლის მომხმარებლები არიან აგრომიმართულების მარცვლეული კულტურების, კარტოფილის, ბოსტნეულისა და სხვა დიდფართობიანი ფერმერები. REINKE-ს სისტემები მსუბუქი კონსტრუქციით გამოირჩევა, რაც გრუნტზე ნაკლებ დაწოლასა და, შესაბამისად, ნაკლებ დაზიანებას უზრუნველყოფს. ის წარმოდგენილია GPS სისტემებით და ასევე დისტანციური მართვის საშუალებებით, რაც სამუშაო პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს.
ფოტო: თეგეტა
გიორგი ბერიძე, Tegeta Construction Equipment-ის დირექტორი: “სოფლის მეურნეობა მრავალფეროვანი, სპეციფიკური და მუდმივად განვითარებადი სფეროა. თეგეტა აგრის შექმნით ჩვენ მიზნად დავისახეთ აგროსექტორის ტრანსფორმაცია. გვსურს, მაღალტექნოლოგიური სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ქართველი ფერმერებისთვისაც მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ. REINKE-ს დამატება „თეგეტა აგრის“ ასორტიმენტში კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს შექმნის სფეროს განვითარებისთვის. ამერიკული ბრენდი, რომლის ისტორიაც 70 წელზე მეტს ითვლის, უნიკალურ სარწყავ სისტემებს აწარმოებს.
Tegeta Construction Equipment, როგორც Reinke Irrigation-ის დილერი, მომხმარებელს შესთავაზებს ინოვაციური და ეფექტური სარწყავი სისტემების ფართო არჩევანს. ამერიკული ბრენდის უახლესი გადაწყვეტილებები შექმნილია წყლის ეფექტურობის მაქსიმალურად გაზრდისთვის, უხვმოსავლიანობისა და გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაციისთვის. ჩვენ დავეხმარებით ქართველ და სომეხ ფერმერებს, წყლის რესურსების დაზოგვით მაღალ პროდუქტიულობას მიაღწიონ“.
REINKE-ს სარწყავი სისტემა გაზრდის მოსავლიანობას დროისა და რესურსის ეკონომიის გზით. მოძრავი დაწვიმებითი საირიგაციო სისტემები საჭირო რაოდენობის წყლის მიწოდებას შესაბამის დროში თავად უზრუნველყოფს. შესაძლებელი გახდა ისიც, რომ სისტემამ განსაზღვროს, თუ რა რაოდენობის ნალექი მოვიდა წვიმის სახით და სრული რწყვისთვის რამდენის დამატებაა საჭირო. REINKE-ს სისტემის დამონტაჟება შესაძლებელია არანაკლებ 5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე.
REINKE-სა და Tegeta Construction Equipment-ს შორის გაფორმებული ოფიციალური თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე ტექნიკოსების გადამზადებაც იგეგმება. ტრენინგები ყველა შესაბამისი მიმართულებით გაიმართება. თეგეტა აგრი მომხმარებელს სრულ სერვისს სთავაზობს — სისტემის არჩევის, ინსტალაციისა და მუდმივი მხარდაჭერის ყველა ეტაპზე, რაც ტექნიკის ოპტიმალურ და გრძელვადიან მუშაობას უზრუნველყოფს.
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიის, Tegeta Construction Equipment-ის ახალი მიმართულება, თეგეტა აგრი 2023 წლიდან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ევროპული ბრენდებით ამარაგებს ქართულ ბაზარს. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს ისეთ მსხვილ აგროტექნიკის მწარმოებელ ბრენდებს, როგორებიცაა: Fendt, Valtra, Goldoni, JCB და Zetor. თეგეტა აგრის Fendt-ისა და Valtra-ს ოფიციალური დისტრიბუტორის სერტიფიკატიც გადაეცა, ორივე მათგანი გაერთიანებულია ამერიკულ კორპორაცია AGCO-ში, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოება-რეალიზაციის მხრივ მსოფლიო ლიდერად მიიჩნევა.
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
კომენტარები