"აბსოლუტურად მცდარი" — სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის ბრალდებებზე ეუთო/ოდირის თაობაზე
ეს აბსოლუტურად მცდარია. პირველი შემთხვევა არაა, რომ რუსეთის დაზვერვის სამსახურების ასეთ ბრალდებებს აბსურდად ვაფასებთ, — ამბობს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ამერიკის ხმის კითხვაზე პასუხად.
რუსეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსულმა მედიამ 11 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს შეერთებული შტატები ეუთოს "დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (ODIHR) ერთად საქართველოს არჩევნებში ჩარევას აპირებს. რუსული სამხედრო დაზვერვა ირწმუნება, რომ ამერიკა ცდილობს ხელი შეუშალოს არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვებას და ამისთვის ეუთო/ოდირთან თანამშრომლობას აპირებს.
ტასი წერს, რომ რუსული უსაფრთხოების სამსახურების ცნობით, საპარლამენტო არჩევნებამდე 10-20 დღით ადრე ეუთოს სადამკვირვებლო მისია გამოაქვეყნებს შუალედურ დასკვნას, რომელშიც გაკეთებული იქნება დასკვნა, რომ ქვეყანაში არაა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად საჭირო გარემო. მას შემდეგ კი, რაც შედეგები გამოქვეყნდება, მისია განცხადებას გააკეთებს, რომ საარჩევნო პროცესი დემოკრატიულ ნორმებს არ შეესაბამებოდა.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ამ ბრალდებას სრული სიყალბე უწოდეს და თქვეს, რომ ეს პირველი ასეთი "აბსურდული" განცხადება ნამდვილად არ არის.
"ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს მხარი დაუჭიროს დემოკრატიას და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მთელ მსოფლიოში. რუსეთია ის ქვეყანა, რომელიც დემოკრატიული უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს და აგრძელებს საქართველოს 20 %-ის ოკუპაციას", — ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი „ამერიკის ხმისთვის“ გაგზავნილ პასუხში.
"ყველა, ვისაც კი რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების სჯერა, თავს ისულელებს", - ასე შეაფასა რუსეთის მხრიდან ამერიკული ორგანიზაციების დადანაშაულება საქართველოს არჩევნებზე გავლენის მოხდენის თაობაზე ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში - ჯიმ ო'ბრაიენმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების და დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირების შეზღუდვა წინასაარჩევნოდ, თავისთავად გამოიწვევს რუსეთის დომინირებას საინფორმაციო სივრცეში.
"თუკი მთავრობა წარმატებული იქნება, რომ ლამის მთლიანად უარყოს ყველა ამ ჯგუფისთვის რესურსებზე წვდომა, ინფორმაციის მხოლოდ რუსული წყაროები გადარჩებიან. ასე რომ, რაც უნდა ყოფილიყო აქამდე, რასაც მთავრობა [ახლა] აკეთებს, რუსეთს ეს საქართველოს საინფორმაციო სივრცეში დომინირებას ბევრად უფრო უადვილებს", — უთხრა რამდენიმე კვირის წინ ამერიკის ხმას ჯიმ ო'ბრაიენმა.
12 სექტემბერს ეუთოს "დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის" (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია ოფიციალურად შეუდგა მუშაობას, რათა მონიტორინგი გაუწიოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. მისია არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად მიიწვია.
მისიის წარმომადგენლებს შორის არის 12 საერთაშორისო ექსპერტი და 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომლებიც 19 სექტემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით გადანაწილდებიან. ამასთანავე, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მათ დაემატება ODIHR-ის მიერ მოწვეული 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი.
"მისია შეაფასებს არჩევნების შესაბამისობას ეუთოს მიმართ ვალდებულებებსა და დემოკრატიული არჩევნებისათვის დადგენილ სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში, აგრეთვე მის შესაბამისობას ეროვნულ კანონმდებლობასთან. დამკვირვებლები არჩევნების ყველა ასპექტს დააკვირდებიან არჩევნების დღემდე და შემდეგ", — ვკითხულობთ მისიის მიერ 12 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში. არჩევნების შემდეგ დღეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დაკვირვების წინასწარ შედეგებს წარუდგენს საზოგადოებას. საარჩევნო პროცესის შეფასების საბოლოო ანგარიში, რეკომენდაციების ჩათვლით, ტრადიციულად, საარჩევნო პროცესის დასრულებიდან რამდენიმე თვეში ქვეყნდება.
2022 წლის იანვარში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა იმ უმთავრესი დეზინფორმაციული და პროპაგანდისტულლი ნარატივების ჩამონათვალი, რომლებსაც კრემლი ათწლეულებია იყენებს. მათი მიზანი კი ანტიამერიკული განწყობების გაძლიერებასთან ერთად, ძირითადად, ლეგიტიმური და დამოუკიდებელი საპროტესტო მოძრაობებისა თუ მედიასაშუალებების დისკრედიტაციაა. ხუთ ასეთ წამყვან თემას შორის ერთ-ერთი "საზოგადოებრივი მოძრაობების ამერიკის მიერ დაფინანსებულ ფერად რევოლუციებად" წარმოჩენაა.
"სწორედ ეს დეზინფორმაციული ნარატივი ერთ-ერთი ყველაზე განგრძობითი ნარატივია, რომელსაც რუსეთი იყენებს ამერიკის დისკრედიტაციისთვის და რეპუტაციის შელახვისთვის. ასევე, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დისკრედიტაციისთვის. ამ ნარატივით ხალხს ეუბნებიან, რომ არ არსებობს ასეთი დემოკრატიული მოძრაობა, ხალხის დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელიც რაღაცას აპროტესტებს, არამედ არსებობს შეერთებული შტატების მიერ ორგანიზებული გადატრიალება და რევოლუცია", — ხსნიდა დეზინფორმაციის მკვლევარი ეთო ბუზიაშვილი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები