რომან გოცირიძე

17 Sep. 2024, 10:28

"ერთი წელია, ამ მოწოდებებს ვაკეთებ და მაშინ წარმოუდგენელი იყო ოთხი ბლოკის ჩამოყალიბება, როდესაც ყველა ამბობდა, რომ ცალკე გავა და ყველა გადალახავს 5%-იან ბარიერს.

ძალიან კარგია ის ფაქტი, რომ რაც რამდენიმე თვის წინ წარმოუდგენელი იყო, დღეს უკვე მსხვილი ოთხი ბლოკის სახედ გაჩნდა ამ არჩევნებამდე.

ძლიერი საქართველო და გახარია საქართველოსთვის წარმოადგენენ იმ ამომრჩევლების ინტერესებს, რომლებიც არ იყვნენ ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების ამომრჩევლები.

ადამიანებმა, რომლებიც იყვნენ ქართული ოცნების ამომრჩევლები, დაინახეს ამ პარტიის ღალატი. ფაქტობრივად, ისინი დღეს არიან მზად, რომ მხარი დაუჭირონ ისეთ ბლოკს, რომელიც უკვე მათ ინტერესებს გამოხატავს, ოღონდ არ იქნება ნაციონალური მოძრაობა ან მისი წარმომავლობის პარტია. ჩემი აზრით, ეს ფლანგი გაძლიერდება. მაგრამ, როდესაც აპელირებენ, რომ ოთხივე ბლოკი გადალახავს, კვლევები ამას აჩვენებს, სამწუხაროდ, ეს კვლევები დღეს ისეთ ფორმას იღებს, რომ გამოყენებულია შიდა კონკურენციისათვის და კვლევების ბრძოლა მიმდინარეობს.

საქართველოს არჩევნების ისტორიაში, გარდა ერთი ჩაშლილი არჩევნებისა, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ოთხ ოპოზიციურ პარტიას გადაელახოს მაღალი ბარიერი, როცა იყო 7%-იანი ბარიერი. დღესაც არსებობს დიდი რისკი, რომ ოთხიდან ერთი დარჩეს ბარიერს მიღმა.

ქართულ ოცნებაში ისედაც ძალიან არიან შეშინებული, თუმცა გაერთიანება რისკებს დააზღვევს, რომ შესაძლოა, რომელიმემ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახოს და ეს ბევრჯერ გვინახავს — არჩევნებამდე 15%-იანი მხარდაჭერა რომ ჰქონდათ კვლევებით და შემდეგ ბარიერს მიღმა დარჩენილან. არჩევნები ყოველთვის ხასიათდება მოულოდნელობით. კვლევებს რომელი პარტიაც ატარებს, იმ პარტიისთვის, რატომღაც, ყოველთვის კარგი შედეგი ჩანს გამოკითხვებში. კვლევებით გატაცებამ არ გამოიწვიოს სიფრთხილის მოდუნება.

სალომე ზურაბიშვილი დღეს თამაშობს პოლიტიკურ ნამუსზე ამგდების როლს — აფრთხილებს, რომ გაერთიანებით მოიგებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, რისკის ქვეშ დააყენონ კოალიციური ხელისუფლების მომავალი".

წყარო: ინტერპრესნიუსი

ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, ევროოპტიმისტების თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პალიტრანიუსის გადაცემა "360 გრადუსში" პრეზიდენტის განცხადების თაობაზე განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აღარ დააფინანსებს CPAC-ს, რომელსაც "ოცნების" ლიდერები ყოველ წელს ესწრებოდა
  2. პრემიერის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასები ₾1400-ით იზრდება და ₾16 000 გახდება
  3. BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს
  4. პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია
  5. საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სააღდგომო ეპისტოლე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ტექოლიმპიადების ჰაბმა — ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე —მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო

ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი, რომელიც თიბისისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) პარტნიორობით შეიქმნა…