"სამოქალაქო იდეა": ჩინური კომპანია, რომელიც ლევან დავითაშვილმა საქართველოში მოიწვია საეჭვო რეპუტაციისაა
ფოტო: caucasuswatch.de
ჩინური კომპანია — China Huadian Corporation, რომელიც ლევან დავითაშვილმა საქართველოში მოიწვია, საეჭვო რეპუტაციისაა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო იდეა ავრცელებს.
მათი ცნობით, China Huadian Corporation-ის საკრედიტო რეიტინგს საერთაშორისო კომპანია Fitch-ი აფასებს , როგორც "ნეგატიურს". ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანია არასტაბილური საკრედიტო გამოწვევების წინაშე დგას და შესაძლოა დავალიანების დაფარვის პრობლემების გამო დეფოლტი განიცადოს.
ამას გარდა, 2024 წლის რეიტინგი ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საზომი) მას აფასებს, როგორც "მძიმედ სარისკოს". ნეგატიურად აფასებს კომპანიას S&P Global-იც, რომელიც საკუთარი საერთაშორისო საზომების მიხედვით, ბრალს სდებს მას გამჭვირვალობის ნაკლებობისა და მდგრადობისადმი არასაკმარისი ძალისხმევის გამო.
Reuters-ის ცნობით, დისციპლინური ინსპექციის ცენტრალურმა კომისიამ CHD დაადანაშაულა ქვანახშირის მაღაროებზე მონოპოლიის აღებისას გამოვლენილ სერიოზულ დარღვევებსა და თანამდებობის პირების ნეპოტიზმით დანიშვნაში. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ქმედებებმა გამოიწვია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქტივების მნიშვნელოვანი ზარალი და შეარყია ჩინეთის ენერგეტიკული სექტორის მთლიანობა.
"პარადოქსია ის, რომ ეკონომიკის სამინისტროში გამართულ გუშინდელ შეხვედრაზე ამ ახალი თანამშრომლობის მარკეტირება მოხდა ისე, თითქოს, China Huadian Corporation ხელს შეუწყობს საქართველოში ენერგიის ტექნოლოგიების განვითარებას. თუმცა რეალობა ცხადყოფს, რომ მრავალი კანონდარღვევის შემთხვევის გარდა, ვერც მისი მდგრადობისა და უსაფრთხოების რეპუტაცია ამართლებს თანამშრომლობის ტრაფარეტულ პირობებს. ამ დარღვევების ფონზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მთავრობა კვლავ არ იჩენს საკმარის პასუხისმგებლობას და ანგარიშვალდებულებას ჩინურ კომპანიებთან მიმართებით", — ნათქვამია სამოქალაქო იდეას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისათვის, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 12 სექტემბრის შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო, რომელსაც განახლებადი ენერგიის წყაროების დიდი რესურსი აქვს, დაინტერესებულია, ითანამშრომლოს ჩინურ ენერგეტიკულ კომპანიებთან.
"სამოქალაქო იდეა" საქართველოში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ბოლო ხუთი წელია იკვლევს და აკვირდება ჩინეთის საქმიანობას საქართველოში. ორგანიზაციის თავმჯდომარეა თინათინ ხიდაშელი.
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები