MAN-ის სატვირთო ავტომობილის შეძენა უკვე თეგეტა ლიზინგის მხარდაჭერითაცაა შესაძლებელი
ფოტო: თეგეტა
სატვირთოების, ავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე კომერციული ავტომობილების მწარმოებელი გერმანული პრემიუმ კლასის ბრენდის, MAN-ის სატვირთო ტრანსპორტის შეძენა თეგეტა ლიზინგის მხარდაჭერითაცაა შესაძლებელი. აღსანიშნავია ის, რომ MAN-ის ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია Tegeta Truck and Bus-ია, რომელიც გერმანულ მოწინავე ბრენდს 2006 წლიდან წარმოადგენს.
ლიზინგის პირობები მთლიანად მომხმარებლის ინტერესებზეა მორგებული. ამ დროისთვის სპეციალური შეთავაზებები ვრცელდება MAN TGX-ის გამწევებზე, MAN TGS-ის სატვირთო ავტომობილებსა და MAN TOPUSED-ზე.
ფოტო: თეგეტა
ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი: “თეგეტა ლიზინგთან პარტნიორობით სატვირთო ავტომობილების შეძენა ბევრად გამარტივებულია. ლიზინგის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მომხმარებელს ავტომობილის შესყიდვის მომენტში არ უწევს თანხის სრულად მობილიზება, ის თანხას იხდის განსაზღვრულ პერიოდებზე, რა პერიოდებშიც მომხმარებელს უკვე ჰყავს ავტომობილი, რომლითაც შეუძლია შემოსავალი გამოიმუშაოს. პირდაპირ შესყიდვის შემთხვევაში, მომხმარებელს სხვადასხვა წყაროდან უწევს თანხის მოძიება. თეგეტა ლიზინგით სარგებლობის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ მომხმარებელს სხვა კომპანიასთან თანამშრომლობა აღარ სჭირდება და შეუძლია, ხელსაყრელი პირობებით, თეგეტაშივე შეიძინოს ტექნიკა და აქვე ისარგებლოს სპეციალური სალიზინგო პირობებით, რაც გაცილებით მარტივი და კომფორტულია“.
MAN TOPUSED-ის შემთხვევაში მომხმარებელს ერთწლიანი შიდა 0%-იანი ლიზინგით სარგებლობა შეუძლია. ეს მიმართულება მომხმარებელს მეორად სატვირთო ავტომობილებს სთავაზობს. თითოეული მათგანი MAN-ის ავტორიზებული სერვისცენტრის მიერ არის შემოწმებული და სერტიფიცირებული. ნულპროცენტიანი ლიზინგის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მომხმარებელი არცერთი ლარით მეტს არ იხდის.
რაც შეეხება MAN TGX-ის გამწევებს, რომლებიც გამოირჩევა საიმედოობით, სიმძლავრით, ინოვაციურობითა და კომფორტით, მოქმედებს განსაკუთრებული შეთავაზება - შიდა საოპერაციო ლიზინგი სამწლიანი ვადით, მომხმარებლის 20%-იანი თანამონაწილეობით.
სამწლიანი შიდა საოპერაციო ლიზინგი ვრცელდება ასევე MAN TGS-ის სატვირთოებზე, მომხარებლის 20%-იანი თანამონაწილეობით. MAN TGS-ის სატვირთოების მთავარი მახასიათებლებია საიმედოობა და ეფექტიანობა. მისი თვითმცლელები საკარიერო სამუშაოებში გამოიყენება.
თეგეტა ლიზინგის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, საოპერაციო ლიზინგის დასრულების შემდეგ, განაახლოს, დააბრუნოს ან გამოისყიდოს სატვირთო ავტომობილი. ამისათვის „თეგეტა“ მომხმარებელს სთავაზობს ფინანსურ და საოპერაციო ლიზინგებს. ფინანსური ლიზინგის ბოლოს მომხმარებელს შეუძლია, დარჩენილი ღირებულება გადაიხადოს და ავტომობილი მის საკუთრებაში გადავა. საოპერაციო ლიზინგის შემთხვევაში კი, მომხმარებელი იხდის კონკრეტულ ყოველთვიურ გადასახადს, სარგებლობს ავტომობილით და ლიზინგის ვადის გასვლის შემდეგ ავტომობილი ლიზინგის გამცემ კომპანიას რჩება.
ლიზინგი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული საშუალება, ფართოდ გამოიყენება დასავლეთის ქვეყნებში და, სტანდარტული სესხისგან განსხვავებით, ბევრი უპირატესობა აქვს. თეგეტა ლიზინგის შექმნის მიზანიც სწორედ მომხმარებლებისთვის დასავლური გამოცდილების გაზიარება და მათზე მორგებული გამოცდილების შექმნაა.
თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. ის გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს.
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
"თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი
გადახედვა
-
ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა
გადახედვა
-
ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
-
თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ
გადახედვა
-
რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები
-
მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს
კომენტარები