რომან გოცირიძე

11 Sep. 2024, 17:44

“ეს სპორტსმენები საამაყო ოლიმპიელები არიან, მაგრამ ისინი გადააქციეს კანონპროექტებზე ხელის დამჭერად, შესძინეს ღილაკზე ხელის დაჭერის ფუნქცია. პარლამენტში გვინახავს სპორტსმენები, რომლებიც პარლამენტში თვეში ერთხელ მოდიან და ისეთ საკითხებს უჭერენ მხარს, რაც ქვეყნის ინტერესებს ღალატობს. ლაშა ტალახაძეს კიდევ ერთი ოლიმპიური მედალი ელოდება, აიღებს, დარწმუნებული ვარ, და პარლამენტში რა უნდა? რომელი კანონშემოქმედები არიან? პენსიონერები რომ იყვნენ, კიდევ მესმის, მოქმედი სპორტსმენები არიან. როცა ქვეყანა ღალატის გზას დაადგა და, ფაქტობრივად, ხელისუფლებამ რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, ასეთ შემთხვევაში სიის გამლამაზებლად ყოფნა არ ეკადრება არც სპორტსმენებს, არც ბიზნესმენებს და არც ხელოვნების სფეროს იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ლეღვის ფოთლის როლი უნდა შეასრულონ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სხეულზე. იმ პარტიის სიაში, რომელიც ღალატის გზაზე დგას, „რუსული კანონი“ მიიღო, მტრობს უკრაინას და ებრძვის დასავლეთს, იმ სიაში რა უნდათ? ზოგადად, საარჩევნო სიაში არც სპორტსმენები უნდა იყვნენ, არც მომღერლები, არც მოცეკვავეები და არც ბიზნესმენები, ვინც, სხვათა შორის, ადგილებს ყიდულობენ. პარლამენტი პროფესიული საქმიანობის სფეროა, პარლამენტის წევრობა ხელობაა და ამას სჭირდება ცოდნაც, გამოცდილებაც, უნარებიც”.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული

დემენციის ზოგ რისკ-ფაქტორს ვერ შევცვლით (მაგალითად, გენეტიკას), თუმცა სხვების გაკონტროლება შეგვიძლია: იქნება ეს…