აფგან მუხთარლის ადვოკატი: სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა, რომ აფგან მუხთარლის საქმე რეალურად არ ყოფილიყო გამოძიებული
სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა, რომ აფგან მუხთარლის საქმის გამოძიების იმიტაცია მომხდარიყო და რეალურად არ ყოფილიყო გამოძიებული, — ამის შესახებ ორგანიზაცია "უფლებები საქართველოს" იურისტმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ევრო სასამართლოს მხოლოდ პროცედურული დარღვევა დაედგინა, შინაარსობრივ ნაწილში კი შეუძლებელი ყოფილიყო რაიმე გადაწყვეტილების გამოტანა.
"დადასტურდა, რომ საქართველომ ამ ადამიანის მიმართ დაარღვია პოზიტიური ვალდებულება, ეფექტურად არ გამოიძია მისი გატაცების და აზერბაიჯანში გადაყვანის საქმე, რითაც დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი წამების აკრძალვა და კონვენციის მე-5 მუხლი თავისუფლების უფლება. ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მომხდარიყო საქმის გამოძიების იმიტაცია, რეალურად არ ყოფილიყო გამოძიებული. ეს დაადასტურა გადაწყვეტილებამ.
აზერბაიჯანის მიერ დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლი და ასევე კონვენციის მე-8 მუხლი, რაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას გულისხმობს.
მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე გამოძიება 2017 წელს დაიწყო, 7 წელზე მეტია გასული, ევროსასამართლოც ამას იმეორებს, რომ ხელისუფლებამ ვერ დაადგინა მომჩივანმა უკანონოდ გადაკვეთა თუ არა საზღვარი, ან ფიზიკურად შესაძლებელი იყო თუ არა ამის გაკეთება აღნიშნულ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, გამოძიების მნიშვნელოვან პირობებში იყო უმოქმედობა, მტკიცებულებების, განსაკუთრებით ვიდეოკამერების ჩანაწერების არასათანადო გამოკვლევა, ეჭვები რომ განადგურდა გარკვეული ვიდეო ჩანაწერები, გვიან ხდებოდა რეაგირება. დღესაც გაურკვეველია, ბარათაშვილის ქუჩიდან როგორ აღმოჩნდა აზერბაიჯანში, მაშინ, როდესაც ვიდეო კამერების საშუალებით მყისიერი რეაგირება ხდება.
სასამართლომ დაასკვნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულება ჩაეტარებინა ეფექტური, საფუძვლიანი გამოძიება, რაც პროცედურულ ნაწილში მე-3 და მე-5 მუხლის დარღვევად დაადგინა. საფუძვლიანი გამოძიების ჩაუტარებლობის გამო, სასამართლომ შეუძლებლად მიიჩნია განმცხადებლის თბილისიდან გაუჩინარების და აზერბაიჯანში აღმოჩენის ზუსტი გარემოებების დადგენა. ეს არის ზუსტად ის, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ევროსასამართლოს მხოლოდ პროცედურული დარღვევა დაედგინა, შინაარსობრივ ნაწილში შეუძლებელი ყოფილიყო რაიმე გადაწყვეტილების გამოტანა", — განაცხადა ჩოფიკაშვილმა.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება აზერბაიჯანში გატაცებული ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე დღეს გახდა ცნობილი. მუხთარლიმ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ დავა მოიგო.ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ მუხთარლის კომპენსაციის სახით, მორალური ზიანისა და იურიდიული ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად 12 500 ევრო, ხოლო აზერბაიჯანმა 8 500 ევრო უნდა გადაუხადოს.
ამავე თემაზე ნახეთ:
აფგან მუხთარლიმ საქართველოსა და აზერბაიჯანს ევროსასამართლოში დავა მოუგო
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები