სამშვიდობო თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ორგანიზაციების რეესტრში რეგისტრირდება
ფოტო: cityfortal.com
სამშვიდობო თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კანონის მოქმედების შეჩერება დროულად არ მოხდა, იძულებული იქნებიან დარეგისტრირდნენ შესაბამის რეესტრში.
ისინი ამ ნაბიჯს იმით ხსნიან, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხის ქვეშ დადგება სახალხო დიპლომატიის ფარგლებში მიმდინარე აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის საზოგადოებებთან კომუნიკაციის მრავალწლიანი პროცესი.
"განცხადებაზე ხელისმომწერი ორგანიზაციები საჯაროდ ვაცხადებთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება სრულიად დაუმსახურებლად და შეურაცხმყოფელი ფორმით იწვევს ჩვენ სტიგმატიზებას. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, კანონი და მის მიღებასთან დაკავშირებული ვითარება აზიანებს ჭეშმარიტ სახელმწიფო ინტერესებს. ასე, კანონის მიღების შედეგად სახეზეა, ერთი მხრივ, საზოგადოებრივი მღელვარება და პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვის რეალური პერსპექტივა, მეორე მხრივ, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების არნახული გაუარესება, რაც უარყოფითად უკვე აისახება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივაზე, მთელ რიგ თანამშრომლობით და დახმარების პროგრამებზე. გვაშფოთებს ყოველივე ამის შედეგად მოსალოდნელი პრობლემები, რაც ქვეყანას დაუდგება საყოველთაო სოციალური აპათიის, გაზრდილი ემიგრაციისა თუ დაქვეითებული კეთილდღეობის სახით.
მიმდინარე წლის 11 აპრილის განცხადებაში, რომელსაც ჩვენი ჩათვლით ხელს აწერდა 32 სუბიექტი, სხვასთან ერთად, აღნიშნული იყო, რომ, კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში საფრთხის ქვეშ დადგებოდა სახალხო დიპლომატიის ფარგლებში მიმდინარე აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის საზოგადოებებთან კომუნიკაციის მრავალწლიანი და ფაქიზი პროცესი. ასევე, ხაზი გაესვა იმას, რომ გართულდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების აქტიური თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან და სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ადრე თუ გვიან ხელისუფლება გაიზიარებს ჩვენს შეშფოთებას და გააუქმებს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს. მანამდე, იმედით დაველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კანონის მოქმედების შეჩერებას. თუ ეს დროულად არ მოხდა, იძულებული ვიქნებით ვიხელმძღვანელოთ კანონით გათვალისწინებული ნორმებით და დავასრულოთ ორგანიზაციების ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ დაწყებული რეგისტრირება შესაბამის რეესტრში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსური, პოლიტიკური, ლოგისტიკური თუ სამართლებრივი ბარიერების და რისკების გაცნობიერებით, მივიჩნევთ, რომ სერიოზული ზიანი მიადგება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ნდობის აღდგენისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესს, რაშიც აქტიურად არიან ჩართული ჩვენი ორგანიზაციები", — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
განცხადებას ხელს აწერენ: არასამთავრობო ორგანიზაციები: სტუდია რე, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი, ასოციაცია მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია, კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის, პედაგოგთა კავშირი განათლება და სამყარო, მეწარმე ქალთა ფონდი, კავშირი მომავლის ცხინვალი, ასოციაცია იმედი დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის, ფონდი აფხაზინტერკონტი.
-
Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ
გადახედვა
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
კომენტარები