ეკა ბესელია: კანონზე, რომელმაც ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა, საუცხოო სამკაულის და საუცხოო ვარცხნილობის ტოლფასი აღქმა, სასაცილოც აღარ არის
"პარლამენტმა ეს კანონი [რუსული კანონი] საუცხოო სამკაულს და ვარცხნილობას შეადარა. ამ დონეზე იხილავდა გუშინ ამ კანონს", — ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
როგორც ბესელია განმარტავს, პარლამენტს იმის განცდა არ აქვს, თუ რა მნიშვნელობის კანონი განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოში.
"საუცხოო სამკაულის და საუცხოო ვარცხნილობის ტოლფასი აღქმა, სასაცილოც აღარ არის. ინსტიტუციურად ეს პარლამენტს როგორ ამცირებს და აკნინებს, არ ვიცი. ვისურვებდი, რაღაც სერიოზული, წონადი არგუმენტი მოვისმინო. გუშინ, რაც გესმოდათ იყო ის, რომ პარლამენტმა ეს კანონი საუცხოო სამკაულს და ვარცხნილობას შეადარა, ამ დონეზე იხილავდა ამ კანონს. თქვენ წარმოგიდგენიათ, კანონმა, რომელმაც ქვეყნის ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა და უდიდესი ზიანი მიაყენა, ასეთ დონეზე იყოს წარმოდგენილი, რომ არ გესმოდეს, სად ხარ მოსული? ამ თანამშრომლების გამო ძალიან ვწუხვარ და ამ ახალგაზრდებთან პოლემიკაში ვერ შევალ, ახალგაზრდები, აპარატის თანამშრომლები არიან და მათთან პოლემიკაში შესვლა ჩემთვის ძალიან უხერხულია, მაგრამ როცა პარლამენტს არ აქვს იმის განცდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში, ამ მნიშვნელობის საქმეზე ასეთი არასერიოზული განცხადებების მქონე წარმომადგენლობას უშვებს, ეს ნიშნავს, რომ არც აქვთ განცდა, რა გააკეთეს, რა დააზიანეს, რა გააფუჭეს და დაცვის უნარიც არ აქვთ. დასანქცირებულები ვინც არიან ამ კანონის გამო, ალბათ, სასამართლოშიც ვერ შემოდიან. ნაკლები მოლოდინი მაქვს, რომ დღეს სამინისტრო რამეს გააკეთილშობილებს, ისედაც მძიმეა პოზიცია, რომელიც პარლამენტს აქვს, მაგრამ კითხვა-პასუხის დროს ჩვენ ბევრ იმ უპასუხისმგებლო და სრულიად გამოფიტულ არგუმენტებზე გვექნება პასუხები, რაც სასამართლომ, ხალხმა უნდა მოისმინოს, თორემ, გუშინ რაც ისმოდა დარბაზში, პასუხის ღირსად მე მგონია, რომ არ ღირს", — განაცხადა ბესელიამ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე პარლამენტის წარმომადგენელმა, ქრისტინე კუპრავამ რუსულ კანონთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ტერმინი "უცხო" სტიგმატიზების ეფექტის მატარებელი არ არის.
"ჩვენ ხშირად გავიგონებთ: — რა უცხო სამკაულია ან რა უცხო ვარცხნილობაა... როცა ვამბობთ: — უცხო სამკაული, უცხო ვარცხნილობა, უცხოური განათლება ან უცხო გარეგნობა, ეს აპრიორი იმას არ ნიშნავს, რომ ან დადებითისკენ გადავიხარეთ ან — უარყოფითისკენ", — განაცხადა ქრისტინე კუპრავამ.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები