TI: ცესკოს მიერ წილისყრაზე მიღებული დადგენილება კანონთან შეუსაბამოა
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ეხმაურება 16 აგვისტოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციის გადასანაწილებელი წილისყრა არჩევნების დღის ნაცვლად, არჩევნებამდე 7 დღით ადრე ჩატარდება.
ორგანიზაციის შეფასებით, ეს ცვლილება აზიანებს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას და ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს.
"საარჩევნო უბანზე ფუნქციების გადასანაწილებელი წილისყრა წყვეტს თუ რომელმა კომისიის წევრმა რა ფუნქცია უნდა შეასრულოს კენჭისყრის დღეს. უბანზე წილისყრით ნაწილდებოდა ამომრჩევლის რეგისტრატორის და ნაკადის მომწესრიგებლის ფუნქცია. ორივე ფუნქცია ძალიან მნიშვნელოვანია, მათზეა დამოკიდებული ამომრჩევლის სრულყოფილი ვერიფიცირება, ორჯერ ხმის მიცემის პრევენცია, ამომრჩევლისთვის მარკირების გაკეთება და შემოწმება.
აქამდე მოქმედი წესით ზემოაღნიშნული პროცედურა არჩევნების დღის დილის 7:00 საათიდან 8:00 საათამდე პერიოდში იმართებოდა. შესაბამისად, ამ პროცედურას აკვირდებოდა ყველა ჩართული მხარე ვისაც არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ყოფინის უფლება აქვს: ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები, მედიების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ეს უზრუნველყოფდა წილისყრის პროცესზე სრულყოფილ დაკვირვებას ყველა საარჩევნო უბანზე. ცესკოს მიერ მიღებული ახალი წესის შედეგად პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ არჩევნებამდე 7 ან მეტი დღით ადრე საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ გახსნილ 3000-ზე მეტ უბანზე, მხოლოდ წილისყრის პროცედურის დასაკვირვებლად მოხდეს მასშტაბური სადამკვირვებლო რესურსის მობილიზება. ცვლილების შედეგად გარანტირებულად დაზიანდება წილისყრის პროცედურაზე დაკვირვების ხარისხი, რაც უდავოდ შეამცირეს პროცესის გამჭვირვალობას.
ცესკოს დადგენილებაში, მისი "კანონიერების" დასასაბუთებლად, მითითებულია საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტი. აღნიშნული ნორმის თანახმად, "გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა, უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები."
ჯერ ერთი, ცესკო უგულებელყოფს იმავე მე-14 მუხლის პირველი ნაწილის "ღ1" ქვეპუნქტის დანაწესს, რომლის თანახმად, ცესკო უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს სხვა საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები, გარდა კენჭისყრის დღის პროცედურებისა. აღნიშნული გამონაკლისი პირდაპირ უკრძალავს ცესკოს, რაიმე ცვლილება შეიტანოს კენჭისყრის დღის პროცედურებში.
მეორეც, დადგენილებაში, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, არ არის დასაბუთებული, რა "გამონაკლის შემთხვევას" ჰქონდა ადგილი ამ შემთხვევაში და რატომ იქნებოდა "შეუძლებელი" წილისყრის პროცედურის კენჭისყრის დღეს ჩატარების შემთხვევაში საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების შესრულება ან ვადების დაცვა. 2023 წელს ჩატარებულ შუალედურ არჩევნების დროს, სადაც იგივე ელექტრონული ტექნოლოგიები და პროცედურები იყო გამოყენებული, რისი გამოყენებაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის არის დაგეგმილი, წილისყრის პროცედურების ნაწილში პრობლემა არ გამოვლენილა", — წერს ორგანიზაცია.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გააუქმოს მიღებული დადგენილება და დაიცვას წილისყრის პროცედურის ჩასატარებლად საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული ვადა.
-
ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ
გადახედვა
-
თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო
-
ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს" ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს"
გადახედვა
-
მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა
გადახედვა
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
კომენტარები