ანა ნაცვლიშვილი

26 Aug. 2024, 12:52

“ბიძინა ივანიშვილი და მისი ქართული ოცნება რუსეთს ემსახურება. მას შემდეგ, რაც რუსეთის დავალებით ივანიშვილმა საქართველოს წინაშე გახსნილი ევროკავშირის კარი ჩაკეტა და განზრახ მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირში სრულუფლებიან გაწევრიანებაზე შეაჩერა, ივანიშვილი გეგმის შემდგომ ეტაპზე გადადის. ნათელია, რომ ის აფხაზეთის აღიარებას ხელისუფლებაში დარჩენის გარანტიის სანაცვლოდ აპირებს. ეს არის გზა აფხაზეთის აღიარების და საქართველოს ღალატის ბიძინას რუსული გეგმისკენ. საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რისთვისაც როგორც თავად ამბობს, მას თურმე საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება - ეს არის სწორედ ამ მზაკვრული, მოღალატეობრივი გეგმის ნაწილი. საქართველოს კონსტიტუციაში არის ძალიან მკაფიო, ცალსახა ჩანაწერი საქართველოს დამოუკიდებლობაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე. სწორედ ამ ჩანაწერს ბიძინა ივანიშვილი უმიზნებს, როდესაც ის საუბრობს საკონსტიტუციო ცვლილებებზე“.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…