Human Rights Watch საქართველოს მთავრობას სამართლიანობისა და აქციებზე თავდასხმების გამოძიებისკენ მოუწოდებს
ფოტო: Getty
ქართველმა მაღალჩინოსნებმა სწრაფად, საფუძვლიანად და ეფექტურად უნდა გამოიძიონ ძალადობრივი თავდასხმები, დაიჭირონ დამნაშავეები და ცალსახად დაგმონ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა, — ამის შესახებ Human Rights Watch-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ.
მათი თქმით, ამ სარისკო თავდასხმების დაუსჯელად დატოვება, 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, პოლიტიკურ ძალადობასა და არასტაბილურობას გააძლიერებს.
"აპრილიდან ივნისის ჩათვლით, უცნობი თავდამსხმელები აქტივისტს დაესხნენ თავს, რის შედეგადაც, ზოგი საავადმყოფოშიც კი მოხვდა. თავდასხმების უმეტესობა საჯარო სივრცეში, ხალხის თანდასწრებითა და საჯარო სათვალთვალო კამერების გარემოცვაში მოხდა.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ ზოგი საქმე გახსნა, თავდამსხმელების იდენტიფიცირება არ მომხდარა და არც ერთი ეჭვმიტანილი არ დაუკავებიათ. ჩნდება ეჭვი, რომ სამართალდამცავები სათანადოდ არ ატარებენ საგამოძიებო ღონისძიებებს და არ სჯიან მათ, ვისაც თავდასხმებში ბრალი მიუძღვის.
დაზარალებულთა უმეტესობა "უცხოური აგენტების" კანონს აკრიტიკებდა, რომელიც პარტია ქართულმა ოცნებამ, 2024 წლის აპრილს საკანონმდებლო ორგანოში წარადგინა და ექვსი კვირის შემდეგ მიიღო. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო, თუმცა მმართველმა პარტიამ ვეტო 28 მაისს დაძლია.
აქტივისტების, დამოუკიდებელი მედიისა და მთავრობის კრიტიკოსების შევიწროებისა და დაშინების საკითხი თუ დაუსჯელი დარჩება, რაც არჩევნების წინ მავნე აქტორებს ძალადობის ესკალაციისკენ წააქეზებს [...] ამ სასტიკი თავდასხმებისა და ძალადობის მუქარებზე პასუხისმგებლობის აღება სასწრაფოდაა საჭირო", — აცხადებს Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი, ჰიუ უილიამსონი.
მისი თქმით, მთავრობის კრიტიკოსებზე თავდასხმების დაუსჯელობა უტყუარ სიგნალს აგზავნის, რომ ხელისუფლება ხელს აფარებს პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობას, როდესაც ის მათ ინტერესებს ემსახურება.
Humar Rights Watch-მა თბილისში, ექვსი შემთხვევის, მათ შორის ხუთ ადამიანზე თავდასხმის დაფიქსირება შეძლო — მათ შორის, უნივერსიტეტის სტუდენტზე, პროფესორზე, საპროტესტო დაჯგუფების ახალგაზრდა დამფუძნებელზე, აქციის მონაწილესა და საქართველოს ოპოზიციური პარტიის მმართველ წევრზე.
Human Rights Watch-მა საგამოძიებო მასალების მოთხოვნით შინაგან საქმეთა მინისტრს და გენერალურ პროკურორს მიმართა. გენპროკურორის ოფისისგან პასუხი 19 აგვისტოს დააბრუნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებდა ამ თავდასხმებს ხოლო, კრიმინალური დევნა არ განხორციელებულა.
Human Rights Watch-ის დოკუმენტირებულ საქმეებში, დაზარალებულთა ადვოკატები რეგულარულად მიმართავდნენ გამომძიებლებს, მაგრამ არ მიუღიათ რაიმე მითითება, რომ ხელისუფლებამ რომელიმე საქმეში ეჭვმიტანილი გამოავლინა; არც ერთი მსხვერპლისთვის არ უთხოვიათ, მისულიყვნენ განყოფილებაში ეჭვმიტანილების ამოსაცნობად ან ეჭვმიტანილთან პირისპირ დაკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.
საქართველოში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ყველაზე ფართომასშტაბიანი და მშვიდობიანი აქცია "უცხოური ძალების გამჭვირვალობის" კანონის წარდგენას მოჰყვა. კანონი მიზნად ისახავს მთავრობის მიმართ კრიტიკული არასამთავრობო ჯგუფებისა და სამაუწყებლო მედიების მარგინალიზაციას და დისკრედიტაციას; თუ ისინი შემოსავლის 20%-ს ან მეტს უცხოური წყაროებიდან იღებენ, უნდა დარეგისტრირდნენ, როგორც "ორგანიზაციები, რომლებიც ემსახურებიან უცხო ძალის ინტერესებს".
პარტია ქართულმა ოცნებამ ნათლად განაცხადა, რომ მათ სურთ კანონი იყოს გამოყენებული იმ ჯგუფების და მედიის წინააღმდეგ, რომლებიც აკრიტიკებენ მთავრობას, მხარდაჭერას უცხადებენ ლესბოსელებს, გეებს, ბისექსუალებს და ტრანსგენდერებს (ლგბტ), ან ასრულებენ ისეთ საქმეს, რაც მაღალჩინოსნების გაღიზიანებას იწვევს.
კანონის მიღებამდე, ცივილური და პოლიტიკური აქტივისტები, მათ შორის, ფიზიკური თავდასხმისგან გადარჩენილები, დაშინებისა და შეურაცხყოფის სამიზნეები იყვნენ. მათ და მათ ოჯახებს ამოუცნობი პირებისგან მისდიოდათ მუქარისა და შეურაცხმყოფის შემცველი სატელეფონო ზარები. ასევე, ტარდებოდა პოსტერების კამპანია, პოსტერებში კი არასამთავრობო დაჯგუფებების ლიდერების და ჟურნალისტების ფოტოები იყო, სადაც მათ ქვეყნისა და ეკლესიის მოღალატეებსა და მტრებს უწოდებდნენ.
...2024 წლის მაისში გამოქვეყნებულ ვენეციის კომისიის ანალიზში, ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანომ საკონსტიტუციო საკითხებში დაასკვნა, რომ კანონით დაწესებული შეზღუდვები გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს ლახავს და პროპორციულობისა და ანტიდისკრიმინაციის პრინციპებს არღვევს.
ქართველმა მაღალჩინოსნებმა სწრაფად, საფუძვლიანად და ეფექტურად უნდა გამოიძიონ ძალადობრივი თავდასხმები, დაიჭირონ დამნაშავეები და ცალსახად დაგმონ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა, — ნათქვამია Human Rights Watch-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები