გვარამია: მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულება ომის დაწყებაში, ქვეყნის დადანაშაულებაა
ფოტო: ვიკიპედია
ბრალდება, რომ საქართველომ დაიწყო ომი, უტოლდება ქვეყნის ღალატს, მით უფრო, რომ ეს უბრალოდ ფაქტობრივი და სამართლებრივი ტყუილია — თუ რამეს არ სჭირდება დადგენა, იმასთან დაკავშირებით, ვინ ჩაიდინა ღალატი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, არის ქართული ოცნება, — ამის შესახებ კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა და მოიყვანა ციტატა, ქართული ოცნების განცხადების, რომლის თანახმადაც, "2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო."
გვარამიას თქმით, კოალიცია ცვლილებებისთვის მოითხოვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაიწყოს საჯარო სასამართლო, ქართული ოცნების მოღალატეობრივი პოლიტიკის შესასწავლად.
"მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო საკითხზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის და რა მიმართულებითაც ღალატს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმის გასარკვევად, ხელისუფლება რა მიმართულებით მიდის. მე არ მეშლება, როცა ხაზგასმით ვამბობ სიტყვა "ღალატს", იმიტომ, რომ არსებობს საკითხები, რომელიც დგას ყველა პოლიტიკურ ინტერესს მიღმა და ყველა პოლიტიკურ ინტერესს ზემოთ. გუშინწინ, 13 აგვისტოს, ქართულმა ოცნებამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საუბრობდა ომთან დაკავშირებით, მე სიზუსტისთვის ციტატას წავიკითხავ: "ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი, თუმცა ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები, არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო. საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე".
თუ რამეს არ სჭირდება დადგენა, იმასთან დაკავშირებით, ვინ ჩაიდინა ღალატი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, არის ქართული ოცნება. ბევრი მაგალითი არსებობს ამისი, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად მკაფიო მაგალითი ამისი და დაწერილია შავით თეთრზე ამ პარტიის მიერ, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არის საქართველოს ხელისუფლებაში. "საქართველომ დაიწყო ომი" — ეს არის ბრალდება, რომელიც უტოლდება ქვეყნის ღალატს, მით უფრო, რომ ეს უბრალოდ ფაქტობრივი და სამართლებრივი ტყუილია. არავის მსოფლიოში და არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, არც ერთ საერთაშორისო სამართლებრივ ფორუმს არ დაუდანაშაულებია საქართველო ომის დაწყებაში. ერთადერთი გამონაკლისი, პარადოქსულად, მაგრამ ბოლო პერიოდი ცხადყოფს, რომ სრულიად გასაგებად, არის საქართველოს ხელისუფლება და ქართული ოცნება — საქართველოს მმართველი პარტია, რომელიც ჯერ კიდევ, სამწუხაროდ, არის საქართველოს ხელისუფლებაში.
ეს არის ქვეყნის ინტერესების ღალატი, ეს არის საქართველოს დადანაშაულება იმაში, რაც არ ჩაუდენია ამ ქვეყანას არასდროს, ჩვენს სამშობლოს არ ჩაუდენია არასდროს და ეს არის მცდელობა, ჩამორეცხონ რუსეთს უმძიმესი საერთაშორისო სამართლებრივი და ჰუმანიტარული დანაშაული. ამით ჩვენ ვაძლევთ იურიდიულ წინაპირობას რუსეთს, რომ ეს გამოიყენოს საერთაშორისო ფორუმებზე, მათ შორის, სამართლებრივ არგუმენტს ვძლევთ ამისა. ეს აზიანებს როგორც ჩვენს იმიჯს მსოფლიოში, ასევე აფერხებს და ხელს უშლის არაღიარების პოლიტიკას.
რაც შეეხება სააკაშვილის აქ მოხსენიებას, თუ რამეზე შეიძლება უყოყმანოდ შეთანხმდეს საქართველოს მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ეს არის ის, რომ არაღიარების პოლიტიკის მთავარი წარმატება ამ ქვეყნის, არის სწორედ მიხეილ სააკაშვილის სახელთან დაკავშირებული, რომელსაც ომი არ დაუწყია. მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულება ომის დაწყებაში არ არის მხოლოდ პოლიტიკური ინტერესი, ჩრდილი მიაყენოს პოლიტიკურ კონკურენტს, ეს არის ქვეყნის დადანაშაულება ომის დაწყებაში. შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვთ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაიწყოს საჯარო სასამართლო ქართული ოცნების მოღალატეობრივი პოლიტიკის შესასწავლად, ახლა თუ არა, მომავალში ეს აუცილებლად მოხდება!" — განაცხადა გვარამიამ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები