"ქართული ოცნების" პრესსამსახური: სიცრუეა ის გარემოება, რომ თითქოს, ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ რუსეთში რაიმე სახის ქონება შეიძინა
ფოტო: Facebook
ქართული ოცნების პრესსამსახური, ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის" (OCCRP) ჟურნალისტურ გამოძიებას ტყუილს უწოდებს და აღნიშნავს, რომ თითქოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ რამდენიმე თვის წინ რუსეთის ფედერაციაში რაიმე სახის ქონება შეიძინა — მტკნარი სიცრუეა.
NEWS.On.ge პრესსამსახურის განცხადებას სრულად გთავაზობთ:
"გვსურს გამოვეხმაუროთ ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის (OCCRP )-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის შესახებ.
პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული სტატია აგებულია ცრუ ინფორმაციაზე, ხოლო ფაქტები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ისედაც ადასტურებს, წარმოჩენილია როგორც "სენსაცია" და "სკანდალური ამბავი". კერძოდ, მტკნარი სიცრუეა ის გარემოება, რომ თითქოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ რამდენიმე თვის წინ რუსეთის ფედერაციაში რაიმე სახის ქონება შეიძინა. მსგავსი ტყუილების გავრცელება ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე არათუ არ ჯდება რაიმე სახის ჟურნალისტურ სტანდარტებში, საერთოდ გაუგებარია, რა მიზანი ამოძრავებთ სტატიის ავტორებს. 1998 წლის შემდეგ, ქართული ოცნების დამფუძნებელს რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენია. უფრო მეტიც, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის არც ერთი წევრი რუსეთის ფედერაციაში 1998 წლის შემდეგ არ გამგზავრებულა.
რაც შეეხება ტყუილებზე აგებული სტატიის კიდევ ერთ, მანიპულაციურ ნაწილს — არავისთვის დასამალი არ არის, რომ წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი სწორედ რუსეთში მოღვაწეობდა და აქტივების დიდი ნაწილი ამ ქვეყანაში დააგროვა. 2013 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ღიად მიუთითებდა, რომ მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე რუსეთის დედაქალაქში ფლობდა საცხოვრებელ სახლს და სამ მიწის ნაკვეთს. შესაბამისად, იმ ინფორმაციის "სკანდალად" წარმოჩინების მცდელობა, რაც 11 წელია ისედაც საჯაროა და ეს ყველაფერი დეკლარაციაშია ასახული, მიანიშნებს ერთადერთ რამეზე — სტატიის ავტორს აქვს დაკვეთა, რომ მოურიდებლად გაავრცელოს არასწორი ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახზე. ეს შეგვიძლია ჩავთვალოთ იმ 13 წლიანი ისტერიის გაგრძელებად, რასაც რიგი უცხოური და ადგილობრივი რადიკალური ოპოზიციის კონტროლირებადი მედია განუწყვეტლად ცდილობს, თუმცა ვერც ერთ შემთხვევაში მათთვის სასურველი ვერანაირი შედეგი ვერ მიიღეს. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ეს ადამიანები ცდილობენ რაიმე სახის მაკომპრომეტირებელი ფაქტის მოპოვებას, მაგრამ სიცრუის და ტყუილების მეტი ვერასოდეს ვერაფერი მოიფიქრეს, რადგან ბუნებაში არ არსებობს ფაქტი, რომელიც მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ შეიძლება არსებობდეს.
ტყუილებით გაჯერებული სტატიის მომზადების პერიოდში მის ავტორს, ვინმე კელი ბლოსს ჰქონდა კომუნიკაცია მმართველი პარტიის პრეს-სამსახურთან, თუმცა მათ მიერ გადმოგზავნილ კითხვებში პირდაპირ იკვეთებოდა, რომ არანაირი აზრი მათთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებას არ ჰქონდა და ჩვენთვის იმთავითვე ნათელი იყო, რომ სტატია განსაზღვრული გახლდათ ივანიშვილისა და მისი ოჯახის შესახებ ცრუ და მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებისათვის.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება — დაშვების დონეზე, ყველაფერი სწორედ ისე რომ იყოს, როგორც სტატიაში წერია, ავტორების მიერ მოყვანილი არც ერთი ტყუილი გარემოება არავითარ კანონდარღვევას არ შეიცავს — არც ქონების შეძენა და არც მისი ფლობა. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ 1998 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი რუსეთის ფედერაციაში აღარ ყოფილა, ასევე 1998 წლის შემდეგ არანაირი ქონება არ შეუძენია. ამ ამბავში ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ტყუილებზე აგებული სტატიის გამავრცელებელ მედიას აფინანსებენ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიც არიან ღია საზოგადოების ფონდი (სოროსის ფონდი), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ამერიკის დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED), შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და სხვა.
მოვუწოდებთ სტატიის ავტორს და მის დამსაქმებელ მედიას, ასევე იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აფინანსებენ სიცრუეზე დაფუძნებულ პროპაგანდას, შემდეგ ჯერზე თავი შეიკავონ აშკარა ტყუილების ტირაჟირებისგან, ასევე დონორებმა გაიზიარონ პასუხისმგებლობა სიცრუის გავრცელებაზე და შემდგომში საფუძვლიანად გადახედონ მსგავსი მედიების დაფინანსების საკითხს", — წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს საერთაშორისო გამჭვირვალობამ გაავრცელა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის ორ პრესტიჟულ რაიონში რეზიდენციებსა და მიწის ნაკვეთებს ფლობს.
ვრცლად ამ თემაზე: აღმოჩენილია ბიძინა ივანიშვილის აქამდე უცნობი ქონება მოსკოვის პრესტიჟულ რაიონში — TI
-
გაიცანით EMO — რობოტი, რომელმაც პირის მოძრაობა YouTube-ზე ვიდეოების ყურებით ისწავლა გაიცანით EMO — რობოტი, რომელმაც პირის მოძრაობა YouTube-ზე ვიდეოების ყურებით ისწავლა
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც წელს Apple TV+ზე გამოვა ყველაფერი, რაც წელს Apple TV+ზე გამოვა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო — გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო — გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ
-
$1 მლნ-ზე მეტი ღირებულების ქონების მოპარვისთვის ნიუ-იორკში 48 წლის ქართველი დააკავეს $1 მლნ-ზე მეტი ღირებულების ქონების მოპარვისთვის ნიუ-იორკში 48 წლის ქართველი დააკავეს
გადახედვა
-
"რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ბრალდებულ ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა "რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ბრალდებულ ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
10+ ქვიზი, რომლებიც იანვარში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა 10+ ქვიზი, რომლებიც იანვარში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
გადახედვა
-
IPN: ეუთო "მოსკოვის მექანიზმით" გათვალისწინებული ექსპერტთა მისიის დაკომპლექტების პროცესშია IPN: ეუთო "მოსკოვის მექანიზმით" გათვალისწინებული ექსპერტთა მისიის დაკომპლექტების პროცესშია
გადახედვა
-
TRIPP-ის პროექტის ფარგლებში აშშ-ის დელეგაცია სომხეთში ჩავიდა TRIPP-ის პროექტის ფარგლებში აშშ-ის დელეგაცია სომხეთში ჩავიდა
გადახედვა
-
საამიროებში პირველი გენეტიკური ბიოსაცავის შექმნას აპირებენ საამიროებში პირველი გენეტიკური ბიოსაცავის შექმნას აპირებენ
გადახედვა
-
არსებობს მდინარე, რომელიც მაღლა "მიედინება" — მეცნიერებმა სავარაუდო მიზეზს მიაკვლიეს არსებობს მდინარე, რომელიც მაღლა "მიედინება" — მეცნიერებმა სავარაუდო მიზეზს მიაკვლიეს
გადახედვა
-
მარიამ რამაზაშვილი კონკურსის “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” ფინალისტია მარიამ რამაზაშვილი კონკურსის “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” ფინალისტია
გადახედვა
-
სტუ PUBLICIST.GE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციას თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით სიყალბეს უწოდებს სტუ PUBLICIST.GE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციას თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით სიყალბეს უწოდებს
გადახედვა
-
ნეიტრალური საქართველო "იმედს" და "რუსთავი 2-ს" მოუწოდებს, ევროინტეგრაციაზე დებატები დაიწყონ ნეიტრალური საქართველო "იმედს" და "რუსთავი 2-ს" მოუწოდებს, ევროინტეგრაციაზე დებატები დაიწყონ
გადახედვა
-
10 მუსიკოსი, რომელსაც გრემის ისტორიაში ყველაზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული 10 მუსიკოსი, რომელსაც გრემის ისტორიაში ყველაზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული
გადახედვა
-
თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდა თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ტედ კრუზი ნეტფლიქსის CEO-ს ბილი აილიშის განცხადებაზე სთხოვს პასუხს ტედ კრუზი ნეტფლიქსის CEO-ს ბილი აილიშის განცხადებაზე სთხოვს პასუხს
გადახედვა
-
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
-
"ოცნების" დეპუტატმა გენო პეტრიაშვილმა ამერიკულ ჭიდაობის ორგანიზაციასთან კონტრაქტი გააფორმა "ოცნების" დეპუტატმა გენო პეტრიაშვილმა ამერიკულ ჭიდაობის ორგანიზაციასთან კონტრაქტი გააფორმა
გადახედვა
-
რატომ ხორციელდება შერჩევითი, დისკრიმინაციული მიდგომა? — "თრიალეთი" შემოსავლების სამსახურს რატომ ხორციელდება შერჩევითი, დისკრიმინაციული მიდგომა? — "თრიალეთი" შემოსავლების სამსახურს
გადახედვა
-
თსუ-ს სენატი: ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი ამ ფორმით უნდა შეწყდეს და გაგრძელდეს მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია თსუ-ს სენატი: ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი ამ ფორმით უნდა შეწყდეს და გაგრძელდეს მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: "მედიკამენტების ფასებთან სახელმწიფოს მართებს იყოს ბევრად უფრო მკაცრიც, ბევრად უფრო, ჩარეულიც მათ შორის რეგულირებაში" მიხეილ სარჯველაძე: "მედიკამენტების ფასებთან სახელმწიფოს მართებს იყოს ბევრად უფრო მკაცრიც, ბევრად უფრო, ჩარეულიც მათ შორის რეგულირებაში"
გადახედვა
კომენტარები