მოსწავლეები დაბა ქედიდან საქართველოს ბანკის იდეათეკის შესახებ
ფოტო: საქართველოს ბანკი
მოსწავლეებისთვის განათლების თანამედროვე რესურსებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, საქართველოს ბანკმა მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე — იდეათეკა შექმნა.
პროექტი 2019 წლიდან ხორციელდება. ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკის იდეათეკები 10 რეგიონის 23 სკოლაში უკვე ფუნქციონირებს და 14 000-ზე მეტი ბავშვისთვის შემეცნებისა და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობას ქმნის.
სულ ცოტა ხნის წინ ახალი იდეათეკა ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლაში, დეველოპერული და სამშენებლო კომპანია გუმბათი ჯგუფთან პარტნიორობით გაიხსნა, რომელიც 500 მოსწავლეს განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე რესურსებზე: მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, კომპიუტერებზე, პროექტორსა და STEM კუთხეზე აძლევს წვდომას.
საქართველოს ბანკის იდეათეკაში მიღებულ შთაბეჭდილებებს კი ამავე სკოლის მოსწავლეები გვიზიარებენ:
"მოზარდისთვის წიგნის კითხვა აუცილებელია, რადგან კითხვა თავდაჯერებულობას ავითარებს და აზროვნებას გვიყალიბებს. ეს არის კარგი შესაძლებლობა ქედის სკოლის მოსწავლეებისთვის, ყოველდღიურად მოვიდნენ, წაიკითხონ და გაეცნონ იმ ლიტერატურას, რომელიც მათთვის საინტერესოა", — ამბობს ქეთევან კომახიძე, მე-11 კლასის მოსწავლე.
მე-6 კლასელ კესარია ბერიძეს უხარია, რომ წიგნების წაკითხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია და, ამასთან, ფიქრობს, რომ იდეათეკა ახალი მეგობრების გაჩენაშიც დაეხმარება:
"იდეათეკა ძალიან ბევრ რამეში შეგვიძლია გამოვიყენოთ. შეგვიძლია, წამოვიწყოთ პროექტები და შევიძინოთ ბევრი მეგობარი. არიან ადამიანები, ვისაც წიგნების ყიდვა არ შეუძლიათ. იდეათეკაში უფასოდ წაიკითხავენ და მიიღებენ განათლებას", — გვიყვება კესარია.
წიგნებისა და კომპიუტერების გარდა, იდეათეკაში STEM კუთხეცაა მოწყობილი, სადაც მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ მოსწავლეებს მომავალი პროფესიის საფუძვლების გაცნობა შეუძლიათ. STEM კუთხე ქედის სკოლის მოსწავლეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია, სადაც ყოველდღიურად ახალ-ახალ ფაქტებს იგებენ და ერთმანეთს საკუთარ იდეებს უზიარებენ.
"ჩვენ სკოლაში ძალიან დიდია დაინტერესება ფიზიკის და ზოგადად STEM-ის მეცნიერების მიმართ. გვაქვს ფიზიკის კლუბიც. იდეათეკაში STEM კუთხის არსებობა კი გვაძლევს შესაძლებლობას, ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი შევიმეცნოთ და ყოველდღე გავიგოთ რაღაც ახალი", — ამბობს მე-10 კლასელი დათუნა ბერიძე, რომელიც მეგობრებთან ერთად STEM სივრცის ხშირი სტუმარია.
იდეათეკა ქედის სკოლის მოსწავლეებისთვის პიროვნული და პროფესიული განვითარების, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისა და მეგობრების შეძენის საშუალებაა. იდეათეკის სტუმრები არ ჩერდებიან და უკეთესი მომავლის შესაქმნელად საჭირო უნარებსაც ყოველდღიურად ივითარებენ:
"პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ახალი ბიბლიოთეკა ჩვენთვის არის ძალიან ბევრი შესაძლებლობის მომცემი. აქ შეგვიძლია, ახალი ტექნოლოგიები გამოვიყენოთ ყოველდღიურად რაღაც ახლის შესამეცნებლად, წავიკითხოთ წიგნები, ვიმუშაოთ ინდივიდუალურ თუ ერთობლივ პროექტებზე, ვუყუროთ შემეცნებით ფილმებს და სხვა. რაც საგანმანათლებლო პროცესის საინტერესოდ წარმართვაში დაგვეხმარება. ამასთან, იდეათეკა, თავისი იდეით - არ გაჩერდე, ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლის პიროვნული და გონივრული განვითარებისთვის", — ამბობს მე-11 კლასელი ელენე ბერიძე, რომელსაც იმედი აქვს, რომ იდეათეკას სტუმრების რაოდენობა სულ უფრო და უფრო მეტად გაიზრდება.
საქართველოს ბანკის იდეათეკების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
-
ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა
გადახედვა
-
იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ
გადახედვა
-
თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები" ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები"
გადახედვა
-
მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა
გადახედვა
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები