"ოცნების" პასუხი პრეზიდენტის გამოწვევას
ფოტო: ანა ჯოჯიშვილი / On.ge
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია. — ამის შესახებ მან განცხადება, გუშინ ორბელიანების სასახლის ეზოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ბიძინა ივანიშვილმა უნდა განუმარტოს საზოგადოებას, რატომ მიიღო ეს ყოვლად არასაჭირო კანონი [აგენტების შესახებ], რატომ შეუცვალა ქვეყანას საგარეო კურსი — მე, მას დებატში ვიწვევ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში" — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის ამ გამოწვევას უკვე მოჰყვა გამოხმაურება, როგორც "ქართულ ოცნებაში" ისე ოპოზიციაში.
ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ — პრეზიდენტის გამოწვევას არასერიოზული უწოდა და თქვა, რომ მას ფაქტობრივად ამის შანსი არ აქვს.
"ინიციატივა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარესთან და დამფუძნებელთან დებატის გამართვასთან დაკავშირებით, ცოტა არასერიოზულად გამოიყურება იმიტომ, რომ რეალურად არც შანსი გააჩნია რაიმე დებატის და მგონია, რომ კალიბრის გათვალისწინებით, სერიოზულად აღსაქმელი ეს განცხადება არ უნდა იყოს." — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
სალომე ზურაბიშვილის გამოწვევას, "ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარიაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ზედაბალი წონის პოლიტიკოსი გავლენიანს ვერ გამოიწვევს.
"ზედაბალი რეიტინგისა და წონის მქონე პოლიტიკოსი ვერასოდეს ვერც გამოიწვევს და არც შედგება ასეთი ტიპის დებატები ისეთ გავლენიან, ავტორიტეტულ პოლიტიკოსთან და საზოგადო მოღვაწესთან, როგორიც ბიძინა ივანიშვილია." — აღნიშნა ოდიშარიამ.
მოგვიანებით, პრეზიდენტის გამოწვევას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე — შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა და პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
"რასაც აკეთებს სალომე ზურაბიშვილი, ეს არის კვლავ კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა - ის ჩართულია პირდაპირ წინასაარჩევნო აგიტაციაში, რაც არის კონსტიტუციის დარღვევა და ეს მისთვის უჩვეულო ნაბიჯი არ არის, ვინაიდან ჩვენ შეჩვეულები ვართ იმას, რომ ის, ზოგადად, უდიერად ეპყრობა საქართველოს კონსტიტუციას. მან გუშინ კვლავ განაცხადა, რომ ის აღიარებს სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობას, სიტყვა სიტყვით ეს თქვა მან და მათ შორის, ისაუბრა სხვადასხვა ინსტიტუტზე. ეს პირდაპირ აჩვენებს, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, ამ პოზიციაზე გვყავს ადამიანი, რომელიც არ აღიარებს ჩვენს სახელმწიფოს." — აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
"რასაკვირველია, სალომე ზურაბიშვილის წინადადების მიღება არ შეიძლება — ეს პოლიტიკურ სივრცეს დააზიანებს!" — ასეთია პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დებატებში ბიძინა ივანიშვილის გამოწვევაზე.
"მიზანია, როგორმე რაღაცით ტონი აიმაღლონ, იქნება ბიძინა ივანიშვილი თუ პრემიერ-მინისტრი, შევიდნენ მათთან დებატებში. სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით არის პოსტზე, სადაც მან ყველა ვალდებულება დაარღვია" — თქვა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, ორბელიანების სასახლის ეზოში მედიასთან შეხვედრა გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. პრეზიდენტმა, საზოგადოებას არჩევნებში მაქსიმალურად ჩართვისკენ მოუწოდა.
-
CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე: "თუ მშობელი არ ჩააცმევს ბავშვს სკოლის ფორმას, განისაზღვრება როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები" გივი მიქანაძე: "თუ მშობელი არ ჩააცმევს ბავშვს სკოლის ფორმას, განისაზღვრება როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები"
გადახედვა
-
ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ
გადახედვა
-
თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო
-
ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები" ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები"
გადახედვა
-
მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
გადახედვა
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები