ირაკლი კუპრაძე

30 Jul. 2024, 16:48

საერთაშორისო არბიტრაჟმა გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არ დააკმაყოფილა ანაკლიის კონსორციუმის სარჩელი, მაგრამ ასევე არ დააკმაყოფილა ქართული ოცნების მხრიდან შეტანილი შესაგებელი.

ანაკლიის პორტი ჩააგდო რუსეთმა. რუსეთმა, ვის დავალებასაც ასრულებდა ბიძინა ივანიშვილი და ეს არის მოცემულობა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებს დააკარგვინა განვითარების და სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა.

ანაკლიის პროექტის ჩავარდნის მთავარი კონტექსტი იყო სწორედ პოლიტიკური დევნა, რომელიც თითიდან გამოწოვილი მიზეზით დაიწყო ანაკლიის კონსორციუმის თანადამფუძნებლების წინააღმდეგ.

საერთაშორისო არბიტრაჟმა იმსჯელა, სამწუხაროდ, მხოლოდ სამართლებრივ კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებზე და არ იმსჯელა იმ პოლიტიკურ ფაქტორებზე და პოლიტიკურ კონტექსტზე, რამაც ხელი შეუშალა ანაკლიის პორტის მშენებლობას.

ერთადერთი ხარჯი, რომელიც არსებობს ამ გადაწყვეტილებიდან, არის არბიტრაჟის მომსახურების ხარჯი, რომელიც ეკუთვნის ასევე ანაკლიის კონსორციუმს და სავარაუდოდ, ეს ხარჯი დაეკისრებოდა მათ შორის ქართული ოცნების წარმომადგენლობასაც.

განაცხადა ირაკლი კუპრაძემ, პარტია ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა.

პარტია ლელოს ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ანაკლიის პორტის საქმეზე დაწყებული დავა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში, წააგეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება?
  2. სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?
  3. რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს
  4. ჭრელ აბანოში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს
  5. რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები

ტექნოლოგიები დღეს პროგრესის მთავარი მამოძრავებელი ძალაა და სწორედ განათლება ქმნის შესაძლებლობას თავად გახდე ამ…