საია: გრძელდება "ოცნების" წევრების მიერ, ცილისწამების მოტივით დაწყებული სამართლებრივი დავებით, კრიტიკული მედიის შეზღუდვა
ფოტო: ანა ვახტანგაძე/On.ge
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ტელეკომპანია პირველის წინააღმდეგ, თბილისის მერის, კახა კალაძის სარჩელს ეხმაურება და აცხადებს, რომ გრძელდება მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების და ქართული ოცნების წევრების ცილისწამების მოტივით დაწყებული სამართლებრივი დავებით (SLAPP) კრიტიკული მედიის შეზღუდვა.
საიას მიხედვით, ეს არ არის კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ცილისწამების საფუძველზე დაწყებული სამართალწარმოების პირველი შემთხვევა, არამედ, ბოლო წლებში, სამი წამყვანი კრიტიკული ტელეარხის — მთავარი არხის, ფორმულას და ტვ პირველის წინააღმდეგ, ასეთი 28 სარჩელი შევიდა:
"მომჩივანთა უმეტესობა არიან მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები. მოკლე დროში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სასამართლო პროცესების გაზრდილი რაოდენობა, კრიტიკული მედიის შეზღუდვების სხვა მცდელობებთან ერთად, აშკარად მიუთითებს კოორდინირებულ ტენდენციაზე, რომელიც მიმართულია მედიის საქმიანობის შეზღუდვისა და დაშინებისკენ", — წერს საია.
მათივე თქმით, ამ ტიპის საქმეების ანალიზმა, ასევე, აჩვენა, სასამართლოს შემდგომი პრობლემური მიდგომები:
- სარჩელები არაორდინალურად სწრაფად, შემჭიდროებულ ვადებში განიხილება სასამართლოს მიერ;
- სასამართლო კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ აბრუნებს მტკიცების ტვირთს, და, მას მოპასუხეს აკისრებს;
- სასამართლო ე.წ. ცილისწამების სარჩელის საფუძვლიანობას ფორმალურად უდგება, და არ ამოწმებს, ხომ არ შეიძლება სარჩელს ჰქონდეს ფიქციური მიზანი;
- საიას მიხედვით, პრობლემურია, ასევე, სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობა პირადი ცხოვრებისა და გამოხატვის თავისუფლების კოლიზიისას სამართლიანი ბალანსის დადგენის კუთხით;
- სასამართლო ჯეროვნად არ მსჯელობს დავის შეწყვეტის საფუძვლების არსებობაზე;
- ზოგიერთ შემთხვევაში, გამოვლინდა, რომ ირღვევა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, და, SLAPP დავების მიმდინარეობისას მონაწილე მხარეებს არ ეძლევათ თანაბარი შესაძლებლობები მტკიცებულებების წარმოსადგენად;
- ასევე, სასამართლოები მხედველობაში არ იღებენ განსახილველი საკითხის გაშუქებამდე / გამოქვეყნებამდე ჟურნალისტების მიერ მიღებულ ზომებს და, ხშირ შემთხვევაში, ირიბად ავალდებულებენ მათ გაამჟღავნონ კონფიდენციალური წყარო;
- სასამართლოები არ მსჯელობენ სადავო მასალის მიერ დემოკრატიულ დისკუსიაში შეტანილ წვლილზე, როგორც ამას მოითხოვს ევროპული სასამართლოს სტანდარტი;
- ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით ე.წ. ცილისწამების დავებზე სათანადო მოპასუხე არის მედიის მესაკუთრე, მოსამართლეები ჟურნალისტებსაც აკისრებენ პასუხისმგებლობას და არ მსჯელობენ არასათანადო მოპასუხის საკითხზე;
- მოპასუხეებს დიდი ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება ეკისრებათ.
საიას ინფორმაციით, 2022 წლის 20 ივნისს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, მიმართა საქალაქო სასამართლოს სარჩელით ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
კალაძის ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას ინფორმაციით, 2022 წლის 5 ივნისს ტვ პირველის ეთერში გავიდა მაია მამულაშვილის საავტორო გადაცემა, სადაც ჟურნალისტმა გააკეთა განცხადება, რომ "კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო, რაც არის ოფიციალური ინფორმაცია".
გასაჩივრებიდან 5 თვის შემდეგ, საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დედაქალაქის მერის კახა კალაძის სარჩელი და ტელეკომპანია პირველს და მის ჟურნალისტს, მაია მამულაშვილს მისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 15 000 ლარის გადახდა დააკისრა.
2024 წლის 26 ივლისს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის კი კახა კალაძემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები