რა არის ცნობილი 20 წლის კაცზე, რომელიც დონალდ ტრამპს თავს დაესხა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოკვლა შაბათს 20 წლის კაცმა სცადა — იმ დროს, როდესაც რესპუბლიკელების სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატი მხარდამჭერებს ხვდებოდა.
თავდასხმამდე აქციის რამდენიმე მონაწილემ პოლიციას შეატყობინა, რომ ახალგაზრდა კაცი საეჭვოდ იქცეოდა და მაგნიტომეტრებთან ახლოს მოძრაობდა. ამის შესახებ თქვა სამართალდამცავი უწყების მაღალჩინოსანმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
მისი თქმით, პოლიციამ მისი პოვნა თავდასხმამდე ვერ შეძლო.
სროლის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი. მას შემდეგ გამომძიებლები ცდილობენ, მოიპოვონ მტკიცებულებები, რაც ნათელს გახდის, თუ რამ აიძულა პენსილვანიელი თომას მეთიუ კრუქსი, ასეთი თავდასხმა განეხორციელებინა.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) განაცხადა, რომ მომხდარს იძიებენ როგორც შიდა ტერორიზმის პოტენციურ აქტს, თუმცა იმის გამო, რომ საიდუმლო სამსახურის მიერ მოკლული კაცის მკაფიო იდეოლოგიური მოტივის შესახებ ცნობილი არაფერია, ბევრი შეთქმულების თეორია გაჩნდა.
"ყველას მოვუწოდებ, გთხოვთ, ნუ გააკეთებთ დასკვნებს მისი მოტივების, ან აფილაციების შესახებ", — თქვა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კვირას. "მიეცით საშუალება FBI-ს, გააკეთოს თავისი საქმე. მე მივეცი მითითება, რომ ეს გამოძიება იყოს საფუძვლიანი და სწრაფი".
FBI მიიჩნევს, რომ კრუქსი, რომლის მანქანაში ბომბის დასამზადებლად საჭირო მასალები აღმოაჩინეს, მარტო მოქმედებდა. გამომძიებლებმა ვერ იპოვეს მუქარის შემცველი კომენტარები სოციალური მედიის ანგარიშებზე, ან — იდეოლოგიურ პოზიციებზე, რაც დაეხმარებოდა აეხსნათ, თუ რამ აიძულა მიზანში ტრამპის ამოღება.
ტრამპმა სოციალურ მედიაში თქვა, რომ სროლის შედეგად მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი დაუზიანდა. მოგვიანებით, მისმა მრჩევლებმა განმარტეს, რომ ყოფილი პრეზიდენტი თავს მხნედ გრძნობდა, მილუოკში რესპუბლიკელთა კონფერენციის წინ.
Crooks-ის ახლობლები მედიასთან საუბრისგან თავს იკავებენ. მისმა მამამ, მეთიუ კრუქსმა შაბათს გვიან განუცხადა CNN-ს, რომ ის ცდილობდა გაერკვია, რა ხდებოდა, თუმცა შვილზე არ ისაუბრებდა მანამ, ვიდრე სამართალდამცავებს არ გაესაუბრებოდა.
FBI-ის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კრუქსის ოჯახი გამომძიებლებთან თანამშრომლობს.
ამასთან, ბიუროს ოფიციალურმა პირებმა კვირას თქვეს, რომ ისინი სწავლობენ თავდამსხმელის წარსულს და მის აქტივობას სოციალურ მედიაში, ასევე, მუშაობენ, რომ მოიპოვონ წვდომა მის ტელეფონზე.
კრუქსმა ბეთელ პარკის საშუალო სკოლა 2022 წელს დაამთავრა. სკოლის გამოსაშვები ცერემონიის ვიდეოზე, რომელიც ინტერნეტში გამოჩნდა, ჩანს, როგორ კვეთს სცენას დიპლომის მისაღებად. სკოლის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ისინი სრულად ითანამშრომლებენ გამომძიებლებთან. Tribune-Review-ს მასალის თანახმად, კრუქსი იყო იმ რამდენიმე სტუდენტს შორის, რომელსაც მიენიჭა ჯილდო მათემატიკისა და მეცნიერებისთვის.
კრუქსმა, ასევე, სცადა ყოფილიყო სკოლის მსროლელთა გუნდში, თუმცა დაიწუნეს, რადგან ის ცუდი მსროლელი იყო.
ჯეისონ კოლერი, რომელიც იმავე სკოლაში სწავლობდა, იხსენებს, რომ კრუქსს ხშირად ჩაგრავდნენ, დასცინოდნენ სამოსის გამოც, რომელიც, ხშირად, სანადირო ფორმა იყო.
კრუქსი მოხუცებულთა თავშესაფარში მუშაობდა, კვების საკითხში დამხმარედ, მისი ძირითადი საქმიანობა საკვების მომზადება იყო. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სამსახურში მის აყვანამდე ახალგაზრდა კაცის წარსული შეამოწმეს და საეჭვო ვერაფერი ნახეს.
თავდასხმის შემდეგ, ქუჩა, სადაც კრუქსი ცხოვრობდა, პოლიციას ჰქონდა ბლოკირებული. ადგილი, სადაც მან ტრამპს ესროლა, სახლიდან 1 საათის სავალზეა.
კრუქსმა გამოიყენა იარაღი, რომელიც, პოლიციის ინფორმაციით, მისმა მამამ შეიძინა. სამართალდამცველებმა გუშინ არ იცოდნენ, ჰქონდა თუ არა შვილს მამისგან მის აღებაზე ნებართვა მიღებული.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს კრუქსი, რომელსაც აცვია ნაცრისფერი მაისური, ამერიკული დროშით მარჯვენა მკლავზე. ის გაუნძრევლად წევს ქარხნის სახურავზე, მოედნის ჩრდილოეთით, სადაც ამომრჩეველთან ტრამპის შეხვედრა მიმდინარეობდა. მას ყოფილ პრეზიდენტამდე 150 მეტრი აშორებდა.
AP წერს, რომ მაისური, რომელიც თავდამსხმელს ეცვა, ცნობილი იუთუბ არხისაა, Demolition Ranch, რომელიც აქვეყნებს ხოლმე ვიდეოებს, როგორ ისვრიან ცეცხლსასროლი იარაღიდან სხვადასხვა ობიექტის მიმართულებით, მათ შორის — სამიზნეებად ადამიანის ფორმის მანეკენებსაც იყენებენ.
თავდასხმის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გამოსვლის ტექსტი მთლიანად შეცვალა და მასში, კონკურენტის, ჯო ბაიდენის კრიტიკის ნაცვლად, მთლიანად ერთობის აუცილებლობაზე ისაუბრებს.
"გულწრფელად, ახლა სულ სხვა გამოსვლა იქნება. ეს არის ქვეყნის გაერთიანების შანსი. მე მომეცა ეს შანსი", — თქვა ტრამპმა.
ყოფილი პრეზიდენტი მილუოკიში რამდენიმე საათის წინ ჩავიდა, სადაც დაესწრება რესპუბლიკელების ყრილობას და ოფიციალურად იქნება წარდგენილი პარტიის კანდიდატად.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა

კომენტარები