სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, სუს-ის მიერ, სავარაუდო მასობრივი უკანონო მოსმენების საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
ფოტო: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფეისბუქის გვერდი
სოციალურმა სამართლიანობის ცენტრმა (SJC), სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, სავარაუდო მასობრივი უკანონო მოსმენების საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.
SJC სასამართლოს წინაშე წარმოადგენს შვიდ განმცხადებელს, რომლებიც დავობენ კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევაზე როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ვალდებულებების ჭრილში. კერძოდ:
- ხელისუფლებამ მათ მიმართ განახორციელა უკანონო ფარული მიყურადება, ხოლო პროკურატურამ არ ჩაატარა ამ დანაშაული ეფექტიანი გამოძიება.
- განმცხადებლები, ასევე, დავობენ, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა ისინი უკანონო ფარული მიყურადებისგან, მათ შორის, ხარვეზიანი ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩოს გამო.
მოსარჩელეთა შორის არიან სასულიერო პირები — მალხაზ სონღულაშვილი, რუსუდან გოცირიძე, გიორგი მამალაძე, დედა სიდონია და სამოქალაქო საზოგადოების 3 წარმომადგენელი, მათ შორის, SJC-ის თანამშრომლები.
SJC-ის ცნობით, 2021 წლის სექტემბერში, მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია რელიგიური ფიგურებისა და მათთან დაკავშირებული, ან/და რელიგიის საკითხებზე მომუშავე პირების პირადი ცხოვრების დეტალების ამსახველი ათიათასობით ფაილის, ე.წ. კრებსების, გაჟონვის თაობაზე:
"კრებსები, რომლებიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ 2013-2021 წლებში მასობრივი უკანონო ფარული მიყურადების შედეგად მომზადდა, მოიცავდა განმცხადებლების კერძო სატელეფონო კომუნიკაციების შესახებ ინფორმაციასაც".
SJC წერს, რომ განმცხადებლებმა, ისევე როგორც სავარაუდო მოსმენების სხვა არაერთმა ადრესატმა, დაადასტურეს კრებსებში გადმოცემული ინფორმაციის ნამდვილობა. ასევე, როგორც გავრცელებული მასალების შინაარსიდან ჩანს, განმცხადებლების ყოველდღიური კომუნიკაციების მიყურადება და ჩაწერა ხდებოდა, მათ შორის, მათ საქმიანობასა და ბენეფიციარების სამართლებრივ წარმომადგენლობასთან დაკავშირებით.
"ე.წ. კრებსების შინაარსის გათვალისწინებით აღქმადი იყო, რომ სავარაუდოდ სუს-ი განმცხადებლებსა და სხვადასხვა პირებს შორის როგორც საქმიან, აგრეთვე პირად კომუნიკაციას ისმენდა და იწერდა. ფარული მოსმენა სავარაუდოდ ღია სატელეფონო ქსელზე მიმდინარეობდა და მას არ ჰქონია ერთჯერადი ხასიათი. სავარაუდოდ, სუს-ი მოსმენას ყოველდღიურად ახორციელებდა", — აცხადებს SJC.
მათივე თქმით, კრებსებში ასახული კომუნიკაციები არ უკავშირდება დანაშაულის გამოძიების ან/და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მიზნებს, რაც ცხადად მიუთითებს მოსმენების უკანონო და თვითნებურ ხასიათზე:
"ამას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ იძებნება სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული ისეთი ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა ფარული მიყურადების კანონის შესაბამისად წარმოებას. განმცხადებლების წარმომადგენლებმა არაერთი სახელმწიფო უწყებას მიმართეს ფარული მიყურადების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნით, თუმცა, ყველა შემთხვევაში დადასტურდა, რომ განმცხადებლების მიმართ ფარული მიყურადება არ წარმოებდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად".
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, მიუხედავად განმცხადებლების არაერთი მოთხოვნისა, სახელმწიფოს დღემდე არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები საქმეზე სიმართლის დასადგენად.
გარდა ამისა, გაჟონილ კრებსებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება არაეფექტიანად მიმდინარეობს, რაც მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებელი პირების გამოვლენისა და დასჯის ნების არარსებობაზე. კერძოდ,
- მნიშვნელოვანი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარება არსებითად გაჭიანურებულია, სუს-ის იმ თანამშრომლების გამოკითხვა, რომლებიც შესაძლოა პასუხისმგებელნი იყვნენ ფარულ მიყურადებაზე რამდენიმე კვირის დაგვიანებით განხორციელდა, რამაც მათი ჩვენებების შეთანხმებისა და მტკიცებულებების განადგურების რისკი შექმნა.
- ამასთან ერთად, ამ დრომდე არ არიან გამოკითხულები სუს-ის მაღალჩინოსნები და ამ დრომდე არ არის მიღებული გამოძიების ფარგლებში დანიშნული კომპიუტერული ექსპერტიზის შედეგები, რომლებიც, შესაძლოა, გამოძიებისთვის განსაკუთრებით ინფორმაციული იყოს.
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
კომენტარები