"მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს" — არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება
ფოტო: მარიამ მერლანი / On.ge
საქართველოს 23 არასამთავრობო ორგანიზაცია, ერთობლივი განცხადებით, კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს რუსული კანონი, არ აღუდგეს წინ საქართველოს მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობის ნებას, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და შეასრულოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი.
განცხადების მიხედვით, 27 ივნისს გამართულმა ევროპულმა საბჭომ, რომელიც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერს აერთიანებს, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და დემოკრატიულ რეგრესზე "სერიოზული წუხილი გამოხტა".
"ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების შეფასებით, რუსული კანონის მიღება გასულ წელს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემული 9 ნაბიჯის შესრულების პროცესში ცალსახა უკუსვლაა. 9 ნაბიჯის შესრულება ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებასთან ერთად, ევროპულ კავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობას წარმოადგენს", — წერენ არასამთავროები.
მათივე თქმით, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში აღებული კურსის შეცვლის გზით, რაკი ეს საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და "გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას გამოიწვევს":
"ამასთან, ევროპულმა საბჭომ ხელისუფლებას მოუწოდა, 2024 წლის შემოდგომაზე უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და დაასრულოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ წარმოებული ფიზიკური თავდასხმები, დაშინებები და მუქარა".
ხელმომწერი ორგანიზაციების მიხედვით, ევროკომისია შემოდგომაზე წარმოადგენს გაფართოების მორიგ ანგარიშს, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად შეფასებული იქნება საქართველოს მიერ ევროკომისიის მხრიდან განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულება.
"საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვის საფრთხე რეალურია, რასაც ასევე ადასტურებს ევროკავშირისა და მისი წევრი-სახელმწიფოების მაღალი თანამდებობის პირთა მიერ გაკეთებული განცხადებები. აღნიშნულის შემთხვევაში, ევროპული კავშირის ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას", — წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
- აღმოსავლეთევროპული ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
- დემოკრატიის მცველები
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
- თბილისი პრაიდი
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
- მწვანე ალტერნატივა
- სამართლიანი არჩევნები (ISFED)
- სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
- სასამართლოს გუშაგი
- საფარი
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- საქართველოს ევროპული ორბიტა
- საქართველოს მომავლის აკადემია
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
- უფლებები საქართველო
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
- საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
- საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები