10 დასამახსოვრებელი მომენტი ევროპის ჩემპიონატებიდან
ევროპის ჩემპიონატები ყოველთვის სავსეა საოცარი მომენტებით, რომლებიც ფეხბურთის გულშემატკივარს არასდროს ავიწყდება. წელს მსგავსი მომენტები საქართველოს ნაკრების ბიჭებმაც უხვად გვაჩუქეს. ისტორიულ ბრძოლაში, ნაკრების მთავარი მხარდამჭერი და სპონსორი საქართველოს ბანკია.
ამ სტატიაში შევეცდებით გავიხსენოთ 10 საოცარი მომენტი, რომელთა გახსენებაც კვლავ უდიდეს ემოციებს აღძრავს ჩვენში.
ფოტო: x.com
პირველად იყო გოლი
1960 წელს პირველი ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. გახსნით მატჩში ერთმანეთს საფრანგეთისა და იუგოსლავიის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ. სადებიუტო შეხვედრა ძალიან სანახაობრივი გამოდგა, ჯამში 9 გოლით. მატჩში ფრანგები 4-5 დამარცხდნენ.
ფოტო: Tribuna.com
თინეიჯერების ბრძოლა
2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე ერთმანეთს ახალგაზრდა უეინ რუნი და კრიშტიანუ რონალდუ დაუპირისპირდნენ. რუნის მიერ თამაშის წესების დარღვევის შემდეგ, მსაჯთან საუბარი კრიშტიანუ რონალდუმ დაიწყო, რა დროსაც ვეინ რუნიმ ხელი კრა. ფეხბურთელებმა ერთმანეთში იკამათეს. საბოლოოდ რუნი მოედნიდან გააძევეს. აღსანიშნავია, რომ მატჩიდან 1 თვეში რუნი მანჩესტერში გადავიდა და რონალდუსთან ერთად წლების განმავლობაში ძალიან საშიშ შემტევ დუეტს აყალიბებდა.
ჰაეროვანი შეხება
1988 წელი, მიუნხენი, ევროპის ჩემპიონატის ფინალი. ნიდერლანდები საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. 54-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში, შორეულ მარჯვენა კუთხეში ჩაწოდებული ბურთი. ბურთს ჰაერშივე, ვან ბასტენი ურტყამს და არა მხოლოდ ევროპის ჩემპიონატების, არამედ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გააქვს. ფინალი ნიდერლანდების გამარჯვებით 2-0 დასრულდა.
პანენკას პანენკა
1976 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ჩეხოსლოვაკია და დასავლეთ გერმანია დაუპირისპირდნენ. მატჩი 2-2 დასრულდა და გამარჯვებულის ბედი პენალტებს უნდა გადაეწყვიტა. თერთმეტმეტრიანების სერიაში ანგარიში 4-3 იყო, ჩეხოსლოვაკიის ნაკრებიდან გადამწყვეტ პენალტს კი ანტონინ პანენკა ურტყამდა. პანენკა დაარტყა და 5-3 ჩეოხსლოვაკიამ მოიგო. პანენკას შესრულების მანერა კი ისტორიაში დარჩა და ამ სტილის პენალტებს დღემდე ხშირად ურტყამენ.
ფოტო: Rte.ie
ევროპული ლაშქრობა
2008 წლის თურქეთის ნაკრები ნამდვილი აღმოჩენა იყო. თურქებმა პირველი მატჩი პორტუგალიის წინააღმდეგ წააგეს, თუმცა მას შემდეგ შვეიცარიაცა და ჩეხეთი დაამარცხეს. თურქეთის ნაკრები მეოთხედფინალში ჩეხეთს დაუპირისპირდა. ძირითადი დრო 0-0 დასრულდა. 119-წუთზე ხორვატიამ ანგარიში გახსნა, 120+2-ე წუთზე კი თურქეთმა ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ კი თურქებმა ხორვატია პენალტების სერიაში დაამარცხეს.
ფოტო: The guardian
სტუმართმოყვარე პორტუგალია
2004 წელი, ევროპის ჩემპიონატს პორტუგალია მასპინძლობს. მასპინძელი ჯგუფში ძალიან საინტერესო ნაკრებთან - საბერძნეთთან მოხვდა. ბერძნებმა მეორე ადგილი დაიკავეს და ფლეი ოფში გავიდნენ. მათ მეოთხედფინალში საფრანგეთი, ნახევრაფინალში კი ჩეხეთი დაამარცხეს. საბერძნეთმა ფინალში გასვლა მოახერხა, სადაც კვლავ მასპინძელი პორტუგალია ელოდა. ხარისტეასის გოლით ბერძნებმა პორტუგალია დაამარცხეს და ისტორიულ ტიტულს დაეუფლნენ.
ფოტო: CTV News
2016 წლის ვიკინგები
2016 წელს ისლანდიის ნაკრები ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. არაფრით გამორჩეულმა, არასაფეხბურთო ქვეყანამ ეს არ იკმარა და ჯგუფში, რომელშიც ტურნირის მასპინძელი პორტუგალია ასპარეზობდა, მეორე ადგილი დაიკავა (პორტუგალია მესამეზე გავიდა). ისლანდიამ არც ეს იკმარა და მერვედფინალში ინგლისის ნაკრები დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. სამწუხაროდ, მათი ზღაპარი მეოთხედფინალში, საფრანგეთთან დასრულდა.
ფოტო: The Times
გაუვალი მამარდა
წელს საქართველოს ეროვნული ნაკრები, ისტორიაში პირველად ასპარეზობდა ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენმა ბიჭებმა საოცარი თამაშით არაერთ უცხოელ ფეხბურთის გულშემატკივარს შეაყვარეს თავი. 22 ივნისს საქართველო ჩეხეთს დაუპირისპირდა. ჩვენი გუნდის მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ინდივიდუალური მატჩი ჩაატარა. მამარდამ 11 საოცარი ბურთი მოიგერია, რაც ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატების ჯგუფური ეტაპის, მეორე საუკეთესო შედეგია.
ფოტო: Editorial.uefa
სევდიანი ზღაპარი
1992 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი, დისკვალიფიცირებული იუგოსლავია და ტურნირზე საოცრად გასული დანიის ნაკრები. გუნდს ჯგუფურ ეტაპზე უჭირდა. ჩემპიონატის პარალელურად ნაკრების მოთამაშის, კიმ ვილფორტის, ქალიშვილი ლეიკემიას ებრძოდა და ფეხბურთელიც დიდ მწუხარებას მოეცვა. დანიის ნაკრებმა საბოლოოდ ფინალში გასვლა მოახერხა, თუმცა ფინალამდე კიმ ვილფორტის ქალიშვილი გარდაიცვალა. ფინალი ზღაპრული გამოვიდა, დანიელები მთავარ ფავორიტს გერმანიის ნაკრებს უპირისპირდებოდნენ, გადამწყვეტი გოლი კი სწორედ კიმ ვილფორტმა გაიტანა და საკუთარ გუნდს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა.
ფოტო: ეროვნული ნაკრები
ზღაპრის ბოლო კეთილია
26 ივნისი სამუდამოდ ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ჩვენს ნაკრებს პორტუგალიის უძლიერეს ნაკრებთან მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროებოდა. ხვიჩამ გოლი მატჩის სტარტზევე, მეორე წუთზე გაიტანა. კრიშტიანუ რონალდუთი დაგვირგვინებულ შეტევას ჩვენი დაცვის ხაზი უშეცდომოდ დაუდგა. მეორე ტაიმში ჩვენ სასარგებლოდ პენალტიც დაინიშნა, რომელიც ჟორჟ მიქაუტაძემ გაიტანა და ანგარიში 2-0 გახდა. საბოლოოდ, საოცრად მწყობრი და გამართული თამაშით ჩვენმა გუნდმს პორტუგალია დაამარცხა და ისტორია დაწერა, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დაძლია!
საქართველოს ეროვნული ნაკრები თავის პირველსავე ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალედ ასპარეზობს. ჩვემი ბიჭები ინდივიდუალურადაც საოცრად გამოიყურებიან. მაგალითად, ჟორჟ მიქაუტაძე ერთპიროვნული ბომბარდირია. გუნდის კარის დარაჯს — გიორგი მამარდაშვილს კი ყველაზე მეტი ბურთი აქვს მოგერიებული. ჩვენი ლეგენდარული კაპიტანი, გურამ კაშია, კი საოცარ ფორმაშია, საჯარიმოდან 21 მოგერიებული ბურთით მეორე ადგილზეა და უსწრებს ისეთ ფეხბურთელს, როგორიც ვირჯილ ვან დაიკია. კვარა თავის ბრწყინვალე დრიბლინგებით მესამე ადგილზეა. დაბოლოს, გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც საკუთარი თამაში სრულიად გადაატრანსფორმირა და დღეს, ვარდნების რაოდენობით ევროპის ჩემპიონატის ლიდერია.
-
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
გადახედვა
-
მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს
გადახედვა
-
ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ
გადახედვა
-
როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს
-
ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება
გადახედვა
-
თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით
გადახედვა
-
ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა
გადახედვა
-
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია? როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?
გადახედვა
-
სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში
გადახედვა
-
"ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა "ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა
-
ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე
გადახედვა
-
JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა
გადახედვა
-
ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ
გადახედვა
-
Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES
გადახედვა
-
ჯოან როულინგი HBO-ს ჰარი პოტერის პირველ ტრეილერს გამოეხმაურა ჯოან როულინგი HBO-ს ჰარი პოტერის პირველ ტრეილერს გამოეხმაურა
გადახედვა
-
ნახეთ — როგორ გამოიყურებიან ჰანა მონტანას მსახიობები 20 წლის შემდეგ ნახეთ — როგორ გამოიყურებიან ჰანა მონტანას მსახიობები 20 წლის შემდეგ
გადახედვა

კომენტარები