იფრინე - სპორტი ექსტრემის მოყვარულებისთვის
ფოტო: ანანო ათაბეგაშვილი/ On.ge
პარაგლაიდინგი ექსტრემალური სპორტის ერთ-ერთი ყველაზე სათავგადასავლო და შთამბეჭდავი სახეობაა, რომელიც ამავდროულად ყველაზე პორტატული საავიაციო საშუალებაცაა მთელს პლანეტაზე - ყველაფერი, რაც საფრენად გჭირდებათ დიდ ზურგჩანთაში თავსდება.
პარაპლანით ფრენა, შეიძლება ითქვას, რომ საპარაშუტო სპორტის გაგრძელებაა - იგი პარაშუტის სამხედრო მიზნებისთვის მრავალჯერადი გაუმჯობესების შედეგია.
სპორტის პოპულარობა შესამჩნევად გაიზარდა 1970-იანი წლების შემდეგ, დღეს კი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სახეობაა ევროპაში, განსაკუთრებით: შვეიცარიაში, გერმანიაში, იტალიასა და საფრანგეთში. დღეს მსოფლიოში 200 ათასზე მეტი პარაგლაიდერი პილოტია.
ორ ათწლეულზე მეტია, მფრინავები საქართველოშიც გამოჩნდნენ. მათ შორის ერთ-ერთი პირველი ჩვენი რესპონდენტი, გიორგი შავერდაშვილი იყო:
„უკვე 20 წელიწადია პარაპლანით დავფრინავ. ფრენა აქ ვისწავლე, რამდენიმე დამწყებთან ერთად, შეიძლება ითქვას, საკუთარ შეცდომებზე და ერთმანეთის დახმარებით. მალე უცხოელი მფრინავების დაინტერესებაც დაიწყო, ჩამოდიოდნენ, ერთმანეთისთვის საკუთარი გამოცდილების, ცოდნის გაზიარებით აქამდე მოვედით. მერე უცებ სწრაფი ტემპით დავიწყეთ ზრდა.“
ცალკეული სპორტსმენების ინტერესი 2010 წლიდან საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის შექმნაში გადაიზარდა, რომელიც დღეს უკვე 40-ზე მეტ პროფესიონალ პილოტს აერთიანებს. მათ საქმიანობაზე, უკან მოტოვებულ გამოწვევებზე და სამომავლო პერსპექტივებზე სწორედ გიორგი გვესაუბრება:
„დასაწყისში სამი მფრინავი ვიყავით. პილოტების სიმცირე და თვითდაფინანსებით გამოწვეული პრობლემები გადალახვადი აღმოჩნდა და დღეს, 7 წლიანი მუშაობის შემდეგ, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ გვყავს კარგი, პროფესიონალი პილოტები, გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება და ცოდნა შემდეგი თაობებისთვის გადასაცემად.“
გიორგის თქმით, საქართველოს აქვს პოტენციალი, კონკურენცია გაუწიოს ევროპის ბევრ ქვეყანას და გახდეს პარაგლაიდინგისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი მსოფლიოში. ამას ისიც მოწმობს, რომ საქართველოს ხშირად სტუმრობს ბევრი გერმანელი, პოლონელი, იაპონელი, ნორვეგიელი პილოტი. ფედერაციას ჰყავს უცხოელი მფრინავები. საუბრისას, გიორგიმ აღნიშნა, რომ სწორედ ახლა მასპინძლობს მსოფლიოს ურთულესი ჩემპიონატის, Red Bull x Alp-ის ერთ-ერთ ათლეტს პოლონეთიდან, რომელმაც უკვე იფრინა გუდაურიდან ყაზბეგში.
ფრენები ძირითადად თბილისის ზღვაზე, ყაზბეგში, საგარეჯოში, სვანეთსა და ქობულეთში ეწყობა. პილოტთან ერთად ფრენა კი ტანდემი-პარაპლანით ნებისმიერ მსურველს შეუძლია: ქვედა ასაკობრივი ზღვარი 12 წელია, წონა კი - 40 კილოგრამი.
როგორც ჩანს, პარაპლანით ფრენა მართლაც მომავლის სპორტია საქართველოსთვის - გიორგის თქმით, უამრავ ახალგაზრდას აქვს პარაგლაიდინგის შესწავლის სურვილი. მოსწავლეების რიცხვი წელს 30-ზე მეტია. პილოტის ლიცენზიის აღება მსურველებს ერთთვიანი სასწავლო კურსის გავლის შემდეგ შეუძლიათ, თუმცა „სრულფასოვან მფრინავად“ მხოლოდ ხანგრძლივი და აქტიური ვარჯიშის შემდეგ ითვლებიან.
ისევე, როგორც, ნებისმიერი სხვა ექსტრემალური სპორტი, პარაგლაიდინგიც გარკვეულ რისკებთან და საფრთხესთან არის დაკავშირებული. გადამწყვეტი მნიშვნელობა პილოტის გადაწყვეტილებებს აქვს და უნარს - სწორად „წაიკითხოს“ ამინდი.
როგორც გიორგიმ გვითხრა, მფრინავები ამბობენ: „ჯობია, იყო მიწაზე და ნატრობდე ჰაერში ყოფნას, ვიდრე იყო ჰაერში და ნატრობდე მიწაზე ყოფნას.“ რაც შეეხება ფრენის ხანგრძლივობას, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: პილოტი, ამინდი, ფრთა - ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. მსოფლიო რეკორდი ამჟამად 564 კილომეტრია.
2013 წელს შშმ პირებმა, ამიერკავკასიის ისტორიაში პირველად, საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის მფრინავებთან ერთად, თბილისის ზღვაზე პარაპლანით იფრინეს: „ინიციატივა, რომელიც, თავდაპირველად, ერთ-ერთ მსურველს ეკუთვნოდა, ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. მომავალშიც, დაინტერესების შემთხვევაში, ნებისმიერი ინიციატივისა და შემოთავაზებისთვის მზად ვართ.“
რა გეგმები აქვთ ქართველ მფრინავებს მომავალში?
გიორგი ასე გვპასუხობს: „გუდაური პარაგლაიდინგით, შეიძლება ითქვას, ყველაზე განვითარებული და პოპულარულია, ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ იქ დაფრინავს. ვცდილობთ ასეთივე გახდეს თუშეთი, სვანეთი, კახეთი.. ასევე, ვგეგმავთ საერთაშორისო ჩემპიონატის ჩატარებას საქართველოში, რომელშიც ბევრი მფრინავი მიიღებს მონაწილეობას, სხვადასხვა ქვეყნიდან.“
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
"მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა "მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა








კომენტარები