რატომ არის აუცილებელი ზაფხულში ავტომობილის შემოწმება — თეგეტა მოტორსის რჩევები
ფოტო: თეგეტა
ზაფხულის სეზონი ყველასთვის დასვენებასა და მოგზაურობასთან ასოცირდება. სტატისტიკურად, ზაფხულში ავტომობილების გადაადგილება ყველაზე მაღალია სხვა სეზონებთან შედარებით. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, თითოეულმა მძღოლმა იცოდეს, როგორ მოამზადოს ავტომობილი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის, რათა უსაფრთხოდ და კომფორტულად იმგზავროს.
თეგეტა მოტორსი ზრუნავს მძღოლების უსაფრთხოებაზე და მათ აძლევს შესაძლებლობას, უფასოდ შეამოწმონ საკუთარი ავტომობილები ზაფხულის მოგზაურობის დაწყებამდე. შეთავაზებაში შედის როგორც სავალი ნაწილისა და აკუმულატორის რესურსის ისე, - ანტიფრიზის, სამუხრუჭე სითხის დონისა და საბურავის შემოწმება.
აღნიშნული სერვისების აუცილებლობას ის ფაქტორიც განაპირობებს, რომ ზაფხულში მოგზაურობისას სხვადასხვა გარემოში და განსხვავებული რელიეფის მქონე გზებზე გვიწევს გადაადგილება. ამიტომ ავტომობილი შემოწმებული და მომზადებული უნდა გვყავდეს ყველა გამოწვევისთვის.
ამისთვის საჭიროა, განვიხილოთ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ავტომობილის სხვადასხვა ნაწილის შემოწმება ზაფხულის ცხელი დღეებისთვის.
საბურავი
ავტომობილის აგებულებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია საბურავი, რომელიც სავალი ნაწილის ზედაპირს ეხება, და ის სეზონურია. საბურავის სეზონურობა საკმაოდ საყურადღებო ფაქტორია. დაუშვებელია ზაფხულში ზამთრის სეზონის საბურავებით გადაადგილება, რადგან მაღალი ტემპერატურის პირობებში მხოლოდ ზაფხულის სეზონისთვის განკუთვნილი საბურავებია მაქსიმალურად ეფექტური. მისი ქიმიური შემადგენლობა და დამზადების ტექნოლოგია განაპირობებს იმას, რომ მაღალ ტემპერატურაზე აქვს კარგი მოჭიდება, შესაბამისად, მცირდება სამუხრუჭე მანძილი და გადაადგილებაც უფრო უსაფრთხო და კომფორტულია. თეგეტა მოტორსში შეამოწმებენ საბურავის პროტექტორის ზომას, საბურავის ასაკსა და სეზონთან შესაბამისობას.
აკუმულატორი
სეზონური ცვლილებისას უნდა შემოწმდეს აკუმულატორიც, რომელიც ტემპერატურის მიმართ განსაკუთრებული სენსიტიურობით გამოირჩევა. მასში მიმდინარე ქიმიურ პროცესებზე, რაც განაპირობებს ენერგიის წარმოქმნას და აკუმულირებას, ძალიან დიდ გავლენას ახდენს გარემო ტემპერატურა, რადგან ზამთარში ავტომობილს დაბალი ტემპერატურის გამო დიდი ენერგია სჭირდება დასაქოქად. აკუმულატორში მიმდინარე ქიმიური რეაქციაც შედარებით ნელდება დაბალი ტემპერატურის გამო და საკმაოდ დიდ რესურსს მოიხმარს. შესაბამისად, ზამთრის დასრულების შემდეგ, აუცილებელია, რომ შევამოწმოთ აკუმულატორის რესურსი და საჭიროების შემთხვევაში შევცვალოთ, რადგან თავიდან ავირიდოთ მოულოდნელად მისი მწყობრიდან გამოსვლა.
სამუხრუჭე სითხე
ავტომობილით შორ გზაზე წასვლამდე სითხეების შემოწმებაც არ უნდა დაგვავიწყდეს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია სამუხრუჭე სითხე. თუკი მას ექსპლუატაციის დიდი პერიოდის გამო დაკარგული აქვს თვისებები, ან მისი დონე არ არის დამაკმაყოფილებელი, ავტომობილით გადაადგილება საკმაოდ დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.
ანტიფრიზი
დიდი როლი აქვს ანტიფრიზს ძრავის გამართულად მუშაობისათვის. ის იცავს ძრავის გაგრილების სისტემის ნაწილებს კოროზიისგან, ცვეთისა და გადახურებისაგან. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ ანტიფრიზის დონე იყოს დამაკმაყოფილებელი. ამით ავტომობილის მოულოდნელი დაზიანებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან დავიცავთ თავს.
სავალი ნაწილი
მოგზაურობის დაწყებამდე სავალი ნაწილის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ახალი დეტალებით ჩანაცვლება უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების წინაპირობაა.
ყველა მძღოლი, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება როგორც საკუთარ, ისე საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების უსაფრთხოებას, აუცილებლად ამოწმებს და ცვლის ყველა საჭირო დეტალს, რათა თითოეული მგზავრობა ავტომობილით მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული იყოს.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
"თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან
გადახედვა
-
სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა
გადახედვა
-
თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ
გადახედვა
-
რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები
-
მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს
-
თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ
გადახედვა
-
"საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება "საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება
გადახედვა
-
სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
გადახედვა
-
ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება
გადახედვა
კომენტარები