სალომე სამადაშვილი

7 Jun. 2024, 11:55

გასული 30 წლის მანძილზე, საქართველოს არ ჰყოლია უფრო მტკიცე მოკავშირე, ვიდრე არის ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და მისი ევროატლანტიკური მომავლის დაცვის და უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ასევე, გასული 30 წლის მანძილზე, რუსეთი, რომელიც ცდილობს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გაუქმებას, ძალიან აქტიურად ცდილობდა ამ სტრატეგიული ურთიერთობების დაზიანებას.

დღეს ჩვენ ვართ იმ ვითარებაში, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პირობებში, პირველად გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც არის სანქცირებული ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის მიერ.

რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან არასასურველი პირები და პარტნიორები შეერთებული შტატებისთვის.

რას ნიშნავს ეს საქართველოს მოქალაქისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან გაუჭირდება ჩვენს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მისცეს ქართველ ხალხს და ჩვენს ქვეყანას ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვიმსახურებთ კიდევაც და რომლის გაცემაც სურს ამერიკის შეერთებულ შტატებს.

რას ნიშნავს სანქცირებული მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ინვესტორი არათუ აღარ შემოვა ჩვენს ქვეყანაში, არამედ, ვინც უკვე შემოსულია იფიქრებს, როგორ სწრაფად დატოვოს ჩვენი სახელმწიფო და ეს ნიშნავს ეკონომიკის განადგურებას და ნიშნავს კიდევ უფრო მეტ სიღარიბეს.

სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სანქცირებული რუსული რეჟიმის შეცვლაზე, ოქტომბრის არჩევნებში გადის ჩვენი ქვეყნის მომავლის ბედი.

თუ ეს არჩევნები დღემდე იყო რეფერენდუმი საქართველოს ევროპულ მომავალსა და რუსეთს შორის, რა არჩევანს აკეთებს ქართველი ხალხი, გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ სანქცირებული ხელისუფლების პირობებში, ეს არჩევნები არის რეფერენდუმი საქართველოს სუვერენიტეტის თაობაზე, ანუ გვინდა თუ არა ჩვენ რომ შევინარჩუნოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო, იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის აშშ-ის გვერდით დგომის გარეშე, საქართველო უბრალოდ ვერ გადარჩება როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ამიტომ, მე მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, კიდევ ერთხელ გააცნობიეროს რა მდგომარეობაში აღმოვჩნდით დღეს და რა არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი უახლოეს საპარლამენტო არჩევნებზე. არჩევანი ქართული სახელმწიფოს მომავლის და მისი არსებობის თაობაზე.

დარწმუნებული ვარ რომ ამას ძალიან კარგად გააცნობიერებს ჩვენი ხალხის დიდი უმრავლესობა და ჩვენ ოქტომბერში დავაბრუნებთ ჩვენს ქვეყანას სწორედ იმ გზაზე, რომელიც ჩვენ მრავალი წლის წინ ავირჩიეთ და ეს გზა არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელიც იქნება ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა და დაცული ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მიერ.

განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა დღეს, 7 ივნისს, ბრიფინგზე.

გუშინ, 6 ივნისს,  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს და ის შეეხება "ქართული ოცნების" და პარლამენტის წევრებს, ასევე, ძალოვანებს და კერძო პირებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…