შალვა პაპუაშვილი

5 Jun. 2024, 13:35

ჩინეთთან ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. არაერთხელ ვუფიქსირებთ ერთმანეთს ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობას და მის მნიშვნელობას. ამ მხრივ ძალიან მჭიდრო, შეთანხმებული პოზიციები გვაქვს.

რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებში პოზიციას, ორივე ქვეყანა საკუთარი დღის წესრიგიდან გამომდინარე, აყალიბებს თავის პოზიციებს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, როგორც ჩინეთი, ისე საქართველო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი ინარჩუნებს იმ პოზიციას, რომელიც მას წლების განმავლობაში ჰქონდა-ის თავს იკავებს ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც რამდენიმე სხვა მრავალწლიანი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა თავს იკავებს, ეს ამ ვითარებაში ჩვენთვის მხარდაჭერის ტოლფასია.

წლიდან წლამდე იზრდება ამ რეზოლუციის მხარდამჭერების რაოდენობა სწორედ იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც ჩვენ ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ვაწარმოებთ. წელსაც დაემატა ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ.

განაცხადა შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

4 ივნისს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოსა და სხვა 63 ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია მიიღო, "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთი ოსეთი, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ".

რეზოლუციას მხარდაჭერა არ გამოუცხადა საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა, ჩინეთმა — მან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, ისევე, როგორც ირანმა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო
  2. როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება?
  3. სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?
  4. "ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა
  5. დავით თარხან-მოურავი: საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, რუსეთი დამარცხდა ანუ ამერიკა ამარცხებს მას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ