ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წყვეტს საკრებულოში საქმიანობას და ბოიკოტის რეჟიმში გადადის
მოკლედ: ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, დავით მჟავანაძის განცხადებით, საკრებულოში საქმიანობას წყვეტენ და ბოიკოტის რეჟიმში გადადიან.
- ფრაქციამ გადაწყვეტილება პროტესტის ნიშნად მიიღო, რომელიც უკავშირდება გუშინ, 28 მაისს, პარლამენტში, რუსულ კანონზე, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.
დეტალები: მჟავანაძის თქმით, დღეს, 29 მაისს, ბოიკოტში გადასვლის გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე უნდა გაეცხადებინათ, მაგრამ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, სხდომაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციამ რუსული კანონის დაკანონება გააპროტესტა.
ოცნების დეპუტატი სხდომაზე რუსული რუბლებით მივიდა: "84 კაცის ჭკუაზე როგორ ატარებთ ქვეყანას. ნუ მიყვებით მათ პოლიტიკურ სამარეში", — უთხრეს ოპოზიციის წევრებმა ოცნების დეპუტატებს.
- "კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებმა არ მოგვცეს იმის შესაძლებლობა, რომ ეს გვეთქვა და ჩვენი კონსტიტუციით განსაზღვრული ფორმა გამოგვეხატა და სიმბოლური იყო ის, რომ ისინი გამოცხადდნენ რუსული რუბლებით.
- მე მათ მოვუწოდებ, რომ რუსული რუბლები შეინახონ, რადგან მათ დასჭირდებათ, ვეღარ იფრენენ დასავლეთის ქვეყნებში და როდესაც მოუწევთ წითელ მოედანზე წასვლა, აუცილებლად დასჭირდებათ იქ ეს რუსული რუბლები", — თქვა მჟავანაძემ.
კონტექსტი: ოპოზიციურმა პარტიებმა და დეპუტატებმა პარლამენტს და საკრებულოებს ბოიკოტი მას შემდეგ გამოუცხადეს, რაც პარლამენტში, ქართულმა ოცნებამ, რუსული კანონი, მესამე მოსმენით მიიღო.
- ბოიკოტის რეჟიმში არიან და აღარ მიიღებენ მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში პარტია ლელო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მოქალაქეები და დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე სამადაშვილი.
- ასევე, 15 მაისს, ბოიკოტს შეუერთდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები, ხოლო 16 მაისს, აჭარის მუნიციპალიტეტში საკრებულოს წევრები ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.
- გარდა ამისა, 24 მაისს, პარტია ლელომ და გირჩი — მეტი თავისუფლებამ, თბილისის საკრებულოს სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადეს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები