"ხელისუფლებამ გადადოს ვეტოს განხილვა, ან კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2025 წლის დასაწყისი" — სოსო ფხაკაძე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / მაესტრო
მოკლედ: ბიზნესმენი და Wissol ჯგუფის დამფუძნებელი, სოსო ფხაკაძე, ლინკდინზე წერს, რომ ხელისუფლებამ "ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის განსამუხტად", ვეტოს განხილვა უნდა გადადოს, ან კანონის ამოქმედების ვადად, 2025 წლის დასაწყისი განსაზღვროს.
დეტალები: ფხაკაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ვეტოს განხილვას გადადებს, ეს დრო უნდა გამოიყენოს ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციებისთვის, რომ ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებული საგარეო პოლიტიკური კურსი არ დაზიანდეს.
- ბიზნესმენი წერს, რომ თუ რუსული კანონის ამოქმედების ვადა იქნება 2025 წლის დასაწყისი, მაგალითად 1-ელი იანვარი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები განსაზღვრავს რამდენად მისაღებია ეს კანონი მოსახლეობისთვის.
- "იმედი მაქვს, ჩემი გულწრფელი მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება უფლებამოსილი პირების მიერ, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას", — წერს ფხაკაძე.
2024 წლის 30 აპრილს, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ (TI) გამოაქვეყნა რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია და მონაცემები, თუ რა კავშირი აქვთ მათ ქართულ ოცნებასთან.
TI-ის მიხედვით, ძმები ფხაკაძეების ბიზნესის დიდი ნაწილი ამერიკულ ბრენდებს — ვენდისსა და დანკინს იყენებს, იმის ფონზე, რომ ისინი მხარს უჭერენ რუსულ კანონს, რომელიც ამერიკას მტრად აცხადებს.
- ტენდერები: ძმები ფხაკაძეების კომპანია ვისოლს სახელმწიფო შესყიდვებიდან 100 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული 2013 წლიდან.
- კორუფციული ბრალდებები: 2013 წლამდე კომპანია ვისოლი მომხმარებელს და სახელმწიფოს ატყუებდა, რომ საქართველოში "აპი სუპერის" ბენზინს ყიდდა, მაშინ, როდესაც საბაჟოს ოფიციალური მონაცემებით ეს ბენზინი საერთოდ არ შემოდიოდია ქვეყანაში, — წერს TI.
გაიგე მეტი: რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
კონტექსტი: დღეს, 27 მაისს, პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა რუსულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა.
- საკითხი პლენარულ სხდომაზე განსახილველად, სავარაუდოდ, ხვალ გავა.
- ხვალ პარლამენტთან გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქცია სახელწოდებით — რუსული კანონით არ ვიცხოვრებთ!
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა

კომენტარები