პროკურატურა: სტრასბურგმა დაადგინა, რომ მართლმსაჯულება სააკაშვილის მიმართ, გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის საქმეებზე, იყო სამართლიანი
რა ხდება: 2024 წლის 23 მაისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" დაადგინა, რომ მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მართლმსაჯულება სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებისა და პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის სისხლის სამართლის საქმეებზე, იყო სამართლიანი, მტკიცებულებებით გამყარებული და არ ისახავდა მიზნად მისი პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორებას.
- ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს პროკურატურა, რომელიც ორივე საქმეზე გამოძიებას აწარმოებდა.
დეტალები: პროკურატურა წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები არაერთგზის მიუთითებდნენ, რომ საქართველოს პროკურატურის მხრიდან, ბრალდებულის მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას.
სააკაშვილი ევროპული სასამართლოს წინაშე დავობდა, რომ მისი მსჯავრდადების ზემოაღნიშნულ ორ სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებული მართლმსაჯულება არ იყო სამართლიანი, კერძოდ
- მის მიმართ 2018 წელს გამოტანილი სასამართლოს განაჩენები ეფუძნებოდა მხოლოდ მისი ორი პოლიტიკური ოპონენტის არასანდო და გადაუმოწმებელ ირიბ ჩვენებებს.
- მომჩივანი დამატებით დაობდა, რომ მოსამართლე, რომელმაც მის მიმართ განაჩენი გამოიტანა ე.წ სანდრო გირგვლიანის საქმეზე, არ იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. (კონვენციის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევა).
- ამ უკანასკნელ საქმეში, მომჩივანი ასევე მიუთითებდა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე) სავარაუდო დარღვევაზე, რადგან მას არ შეეძლო განეჭვრიტა, რომ კონსტიტუციით მინიჭებული შეწყალების უფლების გამოყენება გამოიწვევდა მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
- სააკაშვილი ასევე ამტკიცებდა, რომ მისი მსჯავრდადების სისხლის სამართლის საქმეების ფარულ მოტივს — მისი პოლიტიკური დევნა წარმოადგენდა (კონვენციის მე-18 მუხლის სავარაუდო დარღვევა).
პროკურატურის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ
- სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე, სააკაშვილის საქმის მოსამართლე იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი.
- სააკაშვილის მიმართ შიდა სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენები ეფუძნება საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას, მათ შორის ძირითად მოწმეთა პირდაპირ ჩვენებებს:
- "სასამართლომ არ გაიზიარა მომჩივნის პოზიცია, რომ თითქოსდა მისი მსჯავრდადების სისხლის სამართლის საქმეებში, ძირითადმა მოწმეებმა მისცეს არასანდო და ირიბი ჩვენებები".
ევროპული სასამართლო სრულად დაეთანხმა შიდა სასამართლოებს, რომ
- ძირითად მოწმეთა ჩვენებები იყო დამაჯერებელი და სარწმუნო.
- სააკაშვილმა წინასწარ გასცა დაპირება სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმის ბრალდებულების შეწყალებაზე, რომლის მიზანიც ამ საქმეზე არასრული გამოძიების წარმოებისა და ზოგადად მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა იყო.
სტრასბურგის სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მომჩივნის პოზიცია მისი პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე, თითქოსდა მის მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება მის გაჩუმებასა და პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორებას ისახავდა მიზნად.
კონტექსტი: პროკურატურის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი სამივე ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილზე თავდასხმისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეებზე.
- სააკაშვილს საბოლოო სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.
- მსჯავრდადებული დაკისრებულ სასჯელს ფაქტობრივი დაკავების დღიდან — 2021 წლის 1 ოქტომბრიდან იხდის.
მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 3 სისხლის სამართლის საქმეზე — საზღვრის უკანონო კვეთის, ტელეიმედი-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების.
- აგრეთვე, სააკაშვილი ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 მილიონ ლარამდე პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე, რომლებზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმე: სასამართლო განაჩენით დადგენილია, რომ 2005 წლის 14 ივლისს, იმჟამინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი სტატიის გამო, მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის და ერეკლე კოდუას ორგანიზებით, "სოდი"-ს სპეცრაზმის თანამშრომლები, შურისძიების მიზნით, თავს დაესხნენ პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილს და ცეცხლსასროლი იარაღის კონდახების გამოყენებით სასტიკად სცემეს, ასევე გასტაცეს ცეცხლსასროლი იარაღი, თანხა და ძვირფასი ნივთი.
- თავდასხმის შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო ცხვირის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, რამაც სახის წარუშლელი დამახინჯება გამოიწვია და რაც სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებად შეფასდა.
სანდრო გირგვლიანის საქმე: ამ საქმეზე, ასევე, სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ 2006 წლის 27 იანვარს, ქ. თბილისში, კაფე შარდენ ბარში შინაგან საქმეთა სამინისტროს იმჟამინდელ მაღალი თანამდებობის პირებს, ამავე ბარში მყოფ სანდრო გირგვლიანთან და მის მეგობარ ლევან ბუხაიძესთან მოუხდათ ურთიერთშელაპარაკება.
- წარმოქმნილი კონფლიქტის საფუძველზე, შურისძიების მიზნით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის — დავით ახალაიას დავალებით, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე ძალის გამოყენებით გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე და მიღებული დავალების შესაბამისად, უმოწყალოდ სცემეს და აწამეს.
- კუდ-ის თანამშრომლებმა დამცირების მიზნით, გაუსაძლის სიცივესა და ყინვაში გააშიშვლეს ლევან ბუხაიძე, ხოლო სანდრო გირგვლიანის გაშიშვლება შეძლეს წელზემოთ და მჩხვლეტავი ბასრი საგნის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს მრავლობითი ჭრილობები, მათ შორის — 12 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა კისრის არეში.
- გარდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობებისა, სანდრო გირგვლიანს მიაყენეს ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა ზედა კიდურის არეში. მას სხეულზე ასევე აღინიშნებოდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რის შედეგად იგი გარდაიცვალა.
პროკურატურა წერს, რომ გირგვლიანი საქმეზე, 2006 წელს გასამართლდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 4 თანამშრომელი:
- "ხსენებულ პირებს, იმის სანაცვლოდ რომ არ ეთანამშრომლათ შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობაზე ჩადენილ უმძიმეს დანაშაულში, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებდა იმჟამინდელი მმართველი პარტიის რეპუტაციას, წინასწარ შეთანხმებულად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამყოფებდნენ კომფორტულ და პრივილეგირებულ მდგომარეობაში.
- ასევე, მათ წინასწარ მიიღეს დაპირება, რომ დაკავებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ პრეზიდენტი შეიწყალებდა, რაც 2008 წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილის შესაბამისი გადაწყვეტილებით სისრულეში იქნა მოყვანილი".
მიხეილ სააკაშვილის მიერ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მონაწილე პირების შეწყალების ფაქტზე, სტრასბურგის სასამართლომ ჯერ კიდევ 2011 წლის აპრილის გადაწყვეტილებაში (საქმე "ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ") იმსჯელა, სადაც მითითებულია, რომ:
- "სასამართლო გაოცებულია სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებების — შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების თავდაპირველი წარუმატებლობიდან გამომდინარე, ადგილობრივი სასამართლოების მიერ პროცესების არასწორად წარმართვითა და მსჯავრდადებულების ადრე გამოშვებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მსჯავრდადებულების მიმართ გაუმართლებელი სირბილის გამოჩენით – შეთანხმებულად მოქმედებით, რაც ამ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების ხელის შეშლისკენ იყო მიმართული".
-
რა არის ფუნქციური დეპრესია რა არის ფუნქციური დეპრესია
-
სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ
-
1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან 1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან
-
ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა
გადახედვა
-
26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები 26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის" სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის"
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები
გადახედვა
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
კომენტარები