უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
რა ხდება: ბრიუსელში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებას ივნისიდან ითხოვენ.
- ამის შესახებ პოლიტიკო საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
დეტალები: დიპლომატები ევროკავშირიდან და კიევიდან ინტენსიურად მუშაობენ, რათა დაარწმუნონ უნგრეთის მთავრობა, დათანხმდეს უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.
- ხუთმა დიპლომატმა, რომელიც გამოცემას ანონიმურობის პირობით ესაუბრა, თქვა, რომ მიზანია, ოფიციალური მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყოს.
- მოლაპარაკებების გახსნა გაამხნევებს უკრაინას, რომელიც ორ წელზე მეტია ებრძვის რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას და დიდი ხანია ისწრაფვის დასავლურ ბლოკში გაწევრიანებისკენ.
ევროკავშირის ლიდერებმა გასული წლის დეკემბერში უთხრეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ მათ სურდათ, უკრაინა და მოლდოვა შეერთებოდნენ მათ ერთობას. მაგრამ გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების ოფიციალური სამართლებრივი პროცედურა უნგრეთმა შეაჩერა.
- დიპლომატების თქმით, ბრიუსელიც და კიევიც ბუდაპეშტთან ინტენსიურ ორმხრივ დიპლომატიაშია ჩართული, უკრაინაში უნგრული უმცირესობების შესახებ შეშფოთების მოსაგვარებლად.
- აპრილში უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელს ანდრეი ერმაკსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პეტერ სიიარტოს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, "მხარეებმა აღნიშნეს დიალოგის პოზიტიური დინამიკა", აღნიშნულია უკრაინის დასკვნაში.
ერთმა დიპლომატმა ივარაუდა, რომ უნგრეთს, შესაძლოა, სურდეს უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების თავიდან აცილება მანამ, სანამ ივლისში ევროკავშირის საბჭოს 6-თვიან როტაციულ თავმჯდომარეობას აიღებს.
- მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, გაწევრიანების პროცესში შემდეგი ნაბიჯი არის ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყება უკრაინასთან, სამთავრობათაშორისო კონფერენციის მეშვეობით. ეს ნიშნავს წევრობის მოლაპარაკებების გახსნას.
- იმისათვის, რომ ეს მოხდეს, ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა შეთანხმდნენ ე.წ. მოლაპარაკებების ჩარჩოზე.
- 27 ქვეყნის დედაქალაქი ამ დოკუმენტზე მარტიდან — დოკუმენტის მიღების შემდეგ მსჯელობს.
- ორი დიპლომატის თქმით, ტექნიკურ დონეზე მოლაპარაკებები, ჯერჯერობით, წარმატებით მიმდინარეობს.
- ისინი ელიან, რომ უახლოეს კვირებში ევროკავშირის ელჩებს გაეგზავნებათ ახალი პროექტი, რათა მათ შეძლონ ყველაზე მწვავე საკითხების გადაჭრა.
უკრაინა და მისი მხარდამჭერები ევროკავშირში, ითხოვენ ბრიუსელსა და კიევს შორის მთავრობათაშორისი კონფერენცია ჩატარდეს მანამდე, ვიდრე უნგრეთი დაიკავებს ევროკავშირის საბჭოს როტაციულ თავმჯდომარეობას. ეს კი 1 ივლისს მოხდება.
- უკრაინა-ევროკავშირის ურთიერთობებში ყველაზე დიდი დაბრკოლება, ბოლო წლების განმავლობაში, არის უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. ის რამდენჯერმე დაემუქრა კიევს, ევროკავშირის დაფინანსებების შესახებ გადაწყვეტილებების და გაწევრიანების მოლაპარაკებების დაბლოკვით.
- სანამ მოლაპარაკებების ჩარჩოზე დათანხმდება, ბუდაპეშტს მეტი გარანტია სურს უკრაინაში უმცირესობების სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესების შესახებ.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები