ლაშა ფარულავა

21 May. 2024, 13:00

პირველ რიგში, მეგობრები მხარს უჭერენ მეგობრებს, საქართველოს მოქალაქეებს, მათ ვინც იცავს ქვეყნის საგარეო კურსს, ტრაექტორიას.

ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ ძალადობას ხელისუფლების მხრიდან, რუსული პარტიის მხრიდან და ეს არის კიდევ ერთი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომ ის არის ქართველ ხალხთან და საქართველო აუცილებლად იქნება დემოკრატიული ქვეყანა.

ამიტომ, ერთადერთი გზა, ერთადერთი გამოსავალი, რაც აქვს ივანიშვილის პარტიას — უკან წაიღოს რუსული კანონი, ჩაატაროს ნორმალური, დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნები და ქართველი ხალხი გადაწყვეტს ვინ უნდა იყოს მთავრობაში.

რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები წლების განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და არ აპირებს მიატოვოს მეგობრები.

საქართველოს არ მიატოვებს შეერთებული შტატები და ცხადია მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან, საქართველოს მთავრობისგან კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას.

რუსული კანონი ცვლის საგარეო კურსს, ტრაექტორიას, არის საფრთხე და ამიტომ გზავნილი პირველ რიგში შეიცავს იმას, რომ ივანიშვილის პარტია უნდა მორჩეს სახელმწიფოს რყევას, დაზიანებას და ჩაატაროს ნორმალური არჩევნები, რადგან ეს სჭირდება საქართველოს სახელმწიფოს.

რაც შეეხება სანქციებს, დემოკრატიული უკუსვლა, მათ შორის საგარეო კურსის ცვლილება ეს არის უკვე წითელი ხაზი და ვინც გადაკვეთს წითელ ხაზს, ყველას დაეკისრება პასუხისმგებლობა, მათ შორის საერთაშორისო სანქციები, ფინანსური, სავიზო სანქციები არის მოსალოდნელი და პირველ რიგში, ეს დამოკლეს მახვილი ახლა ჰკიდია იმ დეპუტატების თავზე, რომლებიც მზად არიან მხარი დაუჭირონ ივანიშვილის პარტიის რეინიციირებულ რუსულ კანონს და კრემლის ინსტრუქციას.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ Politico-ს მიერ გავრცელებული კანონპროექტის შესახებ, რომლის მიხედვით, ვაშინგტონი ხელს მოაწერს საქართველოს ეკონომიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტს, თუ საქართველოს მთავრობა შეაჩერებს მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკას. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. $1 მლნ-ზე მეტი ღირებულების ქონების მოპარვისთვის ნიუ-იორკში 48 წლის ქართველი დააკავეს
  2. "რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ბრალდებულ ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა
  3. ტექნიკური უნივერსიტეტი, "რუსთავი 2"-თან და "იმედთან" ერთად, POSTV-საც სთხოვს ბოდიშის მოხდას
  4. ირაკლი კობახიძე: ჩამოყალიბდება ტექნიკურ მიმართულების ცალკე სკოლად, რომელსაც ექნება ავტონომიის მაღალი ხარისხი
  5. სამთავრობო ტელეკომპანია “იმედის” ეთერში პოლიტიკურ დებატებს მაგდა ანიკაშვილი გაუძღვება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

იუპიტერი იმაზე "პატარაა", ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა — როგორია ახალი მონაცემები

NASA-ს ზონდ "ჯუნოს" მონაცემების მიხედვით, იუპიტერი იმაზე ოდნავ მცირე ზომისაა, ვიდრე ათწლეულების განმავლობაში მიიჩნეოდა.…