ნონა ქურდოვანიძე

18 May. 2024, 13:29

ქართული ოცნების ზოგიერთი დეპუტატი ამტკიცებს, რომ რუსულ კანონში ჩუმად შემოპარებული ახალი მუხლები ფიზიკურ პირებს არ ეხებათ.

ეხება და თან ისე ეხება, რომ უსამართლოდ დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრების შემთხვევაშიც კი, სასამართლო სანამ საჩივარს განიხილავს, პირმა ჯარიმა მაინც უნდა გადაიხადოს.

დამატებული მუხლის ფორმულირება ასეთია:

"ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია.” ამ ინფორმაციის წარუდგენლობა კი იწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

კანონის ენა იცნობს ფიზიკური და იურიდიული პირების ცნებებს. როდესაც კანონში არ არის დაკონკრეტებული, რომ კონკრეტული ჩანაწერი ეხება იურიდიულ პირს ან ფიზიკურ პირს, და ზოგადად წერია, რომ "ყველა პირი", "ნებისმიერი პირი“ "პირი“ — მასში მოიაზრება როგორც ფიზიკური პირი, ასევე, იურიდიული პირი. ჩამატებულ მუხლში სწორედ ასეთი ზოგადი ფორმულირებაა — წერია "ყველა ის პირი", რომელსაც ინფორმაციის წარდგენას მოსთხოვენ. შესაბამისად, არ არსებობს არავითარი სივრცე იმის გამოსარიცხად, რომ ეს კანონი ფიზიკურ პირებს არ ეხება.

უფრო მეტიც, თუ აქამდე მხოლოდ მედია ორგანიზაციები და არასამთავრობო ორგანიზაციები იყო მოხსენიებული, ახლა ჩანაწერით ეს წრე გაფართოვდა და მოიცვა ნებისმიერი შპს, სააქციო საზოგადოება, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა.

დამატებული მუხლებით, იუსტიციის სამინისტროს მიეცა უფლებამოსილება, მიაკითხოს ნებისმიერ ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირს, ასევე, ნებისმიერ დაწესებულებას, უნივერსიტეტს, სკოლას, ბანკს, აბსოლუტურად ყველას, და მოითხოვოს ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური და გარკვეული კატეგორიის საიდუმლო ინფორმაციაც.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო
  2. "ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა
  3. დავით თარხან-მოურავი: საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, რუსეთი დამარცხდა ანუ ამერიკა ამარცხებს მას
  4. სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?
  5. "სიმღერის აკადემია" აცხადებს, რომ სცენის განათების და ხმამაღალი მუსიკის გამო გულწასული არასრულწლოვანი ვერ შენიშნეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება…