აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
საქართველოში უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტის მიღებამ შეშფოთება გამოიწვია აფხაზეთში, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები შიშობენ, რომ კანონპროექტი მიუთითებს პრორუსული პოლიტიკის ცვლილებაზე, რის შედეგადაც, შესაძლოა, რუსეთმა აფხაზეთი მიატოვოს.
მას შემდეგ, რაც აპრილში საქართველოში კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო, აფხაზეთის რამდენიმე ოპოზიციონერმა მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ მანიფესტანტებს და თქვა, რომ კანონის მიღებამ, შესაძლოა, პირდაპირი გავლენა მოახდინოს აფხაზეთზე.
ახრა ბჟანიამ, ყოფილმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა და საზოგადოებრივი მოძრაობა ახიაცას ხელმძღვანელმა ფეისბუქზე გააკრიტიკა საქართველოს უცხოური გავლენის შესახებ კანონი, და რეპრესიულად შეაფასა. ის ამტკიცებს, რომ კანონპროექტი ნიშნავს პრორუსულ საგარეო პოლიტიკას თბილისისთვის, რის შედეგადაც, შესაძლოა, აფხაზეთი საქართველოს შესთავაზონ როგორც "კომპრომისი".
"უცხო ქვეყნის აგენტების კანონი, თუკი მას საქართველოს პარლამენტი მიიღებს, შესაძლოა ძლიერი ფაქტორი გახდეს სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობის მშენებლობაში. რეალობა, რომელშიც რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ეკონომიკური და რეგიონული პარტნიორობა უკანა პლანზე გადაწევს ჩვენი მეზობლის ევროინტეგრაციის იდეას", — წერს ის ფეისბუქზე. "და მერე... ვინ იცის, რა კომპრომისებზე წავა და ვინ გახდება ამ კომპრომისების საგანი. აფხაზეთი?"
"რა პარადოქსულია; თუ ყველაფერი, მეტ-ნაკლებად, სტაბილური იყო საქართველოს "ანტირუსულ" მთავრობასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა სააკაშვილი, ახლა კი ივანიშვილის "პრორუსული" მთავრობის პირობებში და განსაკუთრებით ამ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული კანონით, საქმე გაცილებით გართულდება!"
ჟურნალისტი და პოლიტიკური დამკვირვებელი ინალ ხაშიგი, ასევე, ამტკიცებდა, რომ კანონპროექტი შეიძლება გახდეს "მოსკოვსა და თბილისს შორის ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის დასაწყისი“.
"კანონს უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კრემლისთვის გარკვეულად საკრალური მნიშვნელობა აქვს. ეს ერთგვარი ერთგულების პირობაა. რაღაც მსგავსი კიპლინგის "ჩვენ ერთი სისხლის ვართ, შენ და მე", — წერს ხაშიგი Telegram-ზე.
კანონის მოწინააღმდეგეებს მხარი დაუჭირა აფხაზეთის ომის ვეტერანმა ლაშა ზუხბამაც.
"ჩემი და თანამოაზრეების სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ თბილისელ მომიტინგეებს, ქართულ ოპოზიციას და საქართველოს მთელ სამოქალაქო საზოგადოებას მათ პროტესტში, საგარეო გავლენის შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ“, — განაცხადა მან.
"ჩვენ გვახსოვს თქვენი მხარდაჭერა ბიჭვინთის შეთანხმების წინააღმდეგ ჩვენი პროტესტის მიმართ. იმედი მაქვს, თქვენი ძალისხმევა არ იქნება უშედეგო და კანონს არ მიიღებენ".
"ნებისმიერი ხალხის და კონკრეტულად, ქართველი ხალხის მონდომება დაუმარცხებელია. გისურვებთ სულის სიმტკიცეს და წარმატებებს თქვენი მიზნის მიღწევაში”, — წერს ის.
ზუხბას პოსტს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა; კომენტარებში პოლიტიკურმა აქტივისტმა, თენგიზ აგრბამ დაწერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს გამბედაობას უსურვებს, "შეუძლებელია ქართველების თანაგრძნობა, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებამდე".
ნაწილი ზუხბას დაეთანხმა, ხოლო ჟურნალისტი ელენა ზავოდსკაიამ დაწერა, რომ "რაც დღეს თბილისში ხდება, ხვალ ჩვენთან მოვა“, იგულისხმა უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონი, რომელიც თებერვალში აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტს წარუდგინა.
ზავოდსკაიამ დასძინა, რომ აფხაზეთის ოპოზიციას "სავარაუდოდ, არ ექნება ძალა, წინააღმდეგობა გაუწიოს“ უცხო ქვეყნის აგენტების კანონს.
"ჩემი აზრით, ეს ნიშნავს, რომ ყველა, ვინც არ ეთანხმება ხელისუფლების ქმედებებს, გამოცხადდება მტრად და ჩამოერთმევა სამოქალაქო უფლებები, რადგან კანონის აფხაზური ვერსია ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე ქართული", — დაწერა მან.
"ამიტომ არის ეს მოვლენები ჩვენთვის დღეს მნიშვნელოვანი. ნებისმიერი ადამიანი, ვინც თავისი უფლებებისთვის იბრძვის, მინიმუმ თანაგრძნობას იმსახურებს. ხვალ შეიძლება ყველა ერთ ქვაბში აღმოვჩნდეთ."
აფხაზმა ოპოზიციონერებმა ქართველი მომიტინგეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს იმ ფონზე, რომ აფხაზეთი ემზადება საკუთარი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის მისაღებად.
კანონპროექტის კრიტიკოსები აფხაზეთში შიშობენ, რომ კანონმდებლობა ხელისუფლების კრიტიკის ჩასახშობად იქნება გამოყენებული.
საქართველოს კანონი უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ, ნებისმიერ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, ან მედიასაშუალებას, რომელიც დაფინანსების სულ მცირე 20%-ს იღებს საქართველოს ფარგლებს გარედან, ანიჭებს "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების" იარლიყს. ასეთი ორგანიზაციები იუსტიციის სამინისტროს მიერ ყოველ ექვს თვეში ერთხელ დაექვემდებარებიან შემოწმებას, რაც, სამართლის სპეციალისტების თქმით, შეიძლება მოიცავდეს მათი შიდა კომუნიკაციებისა და კონფიდენციალური წყაროების გადაცემის იძულებასაც.
ორგანიზაციები, რომლებიც არ დაემორჩილებიან კანონს, დაჯარიმდებიან.
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს
გადახედვა
-
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის" სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის"
-
თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
გადახედვა
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები
გადახედვა
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო
გადახედვა
-
რაღა დროს ჩემი ინგლისურია?! მითები და რეალობა ენის სწავლაზე ზრდასრულ ასაკში რაღა დროს ჩემი ინგლისურია?! მითები და რეალობა ენის სწავლაზე ზრდასრულ ასაკში
-
სეს: "ფუდ გალერიდან” აღებული სურსათის ნიმუშებში ოქროსფერი სტაფილოკოკი და კოლიფორმული ბაქტერიები გამოვლინდა" სეს: "ფუდ გალერიდან” აღებული სურსათის ნიმუშებში ოქროსფერი სტაფილოკოკი და კოლიფორმული ბაქტერიები გამოვლინდა"
გადახედვა
-
აღმოაჩინეს შავი ხვრელი, რომელიც თავის გალაქტიკაზე ადრე წარმოიქმნა აღმოაჩინეს შავი ხვრელი, რომელიც თავის გალაქტიკაზე ადრე წარმოიქმნა
გადახედვა
-
ევროკავშირმა Temu არალეგალური პროდუქციის გაყიდვის გამო €200 მილიონით დააჯარიმა ევროკავშირმა Temu არალეგალური პროდუქციის გაყიდვის გამო €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
სტუდიო ლიბერთი, Tbilisi Gastro Week-ის სტრატეგიული პარტნიორია სტუდიო ლიბერთი, Tbilisi Gastro Week-ის სტრატეგიული პარტნიორია
კომენტარები