აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
აზერბაიჯანში დაპატიმრებულ მედია ადვოკატსა და ტოპლუმ ტვ-ს თანადამფუძნებელს, ალასგარ მამადლის არ აძლევენ საშუალებას, გაიკეთოს წანაზარდის ბიოფსია, რომელიც მას ყელზე აქვს.
მამადლი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მარტში დააკავა, დამოუკიდებელ ონლაინ ტელევიზიაზე, Toplum TV-ზე განხორციელებული რეიდის დროს.
მისმა ადვოკატმა, ზიბეიდა სადიგოვამ, ოთხშაბათს თქვა, რომ მამადლის აქვს ფარისებრი ჯირკვლის ტკივილი, 23 მმ-იანი შეშუპების გამო.
"საჭიროა სასწრაფო ბიოფსია და დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მკურნალობა, მაგრამ რატომღაც, უკვე თვეზე მეტია, ამისთვის არანაირი სერიოზული ზომები არ ყოფილა მიღებული", — წერს სადიგოვა ფეისბუქზე.
მამადლის ძმამ, ნასიმი მამადლიმ თქვა, რომ მისი ძმას ექიმებმა აპრილში უთხრეს, აუცილებლად გაეკეთებინა ბიოფსია, თუ წანაზარდის ზომა 15 მმ-ს გადააჭარბებდა, რათა დაედგინათ, იყო თუ არა ეს სიმსივნური.
ნასიმი მამადლიმ OC Media-ს განუცხადა, რომ ამის შემდეგ მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას გაუარესდა, მას აღენიშნებოდა ხელის კანკალი და ძილის დროს სუნთქვის გაძნელება.
"სახეზე ფერი აქვს დაკარგული. ვშიშობთ, რომ თუ ამ მდგომარეობას ექნება გავლენა მის ორგანოებზე, მომავალში ვერაფრის გაკეთებას ვეღარ შევძლებთ", — თქვა მან.
ნასიმი მამადლის თქმით, მისი ძმა 8 მარტს, კლინიკასთან დააკავეს, სადაც ის ფარისებრი ჯირკვლის ბიოფსიისთვის იყო მისული.
ალასგარ მამედლის ექიმმა, აიდინ ალიევმა OC Media-ს განუცხადა, რომ მამადლის აღენიშნებოდა კისრის ტკივილი და გულისრევა, ასევე, გამოკვლევისას მათ აღმოაჩინეს ნიშნები, რომ შესაძლოა, პანკრეასიც იყოს რისკის ქვეშ, ამილაზას ფერმენტების გადაჭარბებული გამომუშავების შემდეგ.
ალიევმა, ასევე თქვა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების კლინიკაში პატიმარს მხოლოდ ექოსკოპია გაუკეთეს და უთხრეს, რომ ჯანმრთელი იყო. თუმცა, ამ კვლევამაც აჩვენა, რომ მისი ფარისებრი ჯირკვალი მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი.
ნასიმი მამადლიმ OC Media-ს განუცხადა, რომ პროკურორები, რომლებიც იძიებდნენ Toplum TV-ს საქმეს, დაჰპირდნენ, რომ მედია ადვოკატს მისცემდნენ საჭირო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების საშუალებას, მაგრამ ბიოფსია ამ დრომდე არ ჩასტარებია.
აზერბაიჯანის კანონმდებლობით გარანტირებულია პატიმრების უფლება, მიიღონ სამედიცინო დახმარება და გამოკვლევები.
მამადლის ოჯახმა დახმარებისთვის სახალხო დამცველის აპარატს მიმართა, მაგრამ მიიღეს საპასუხო წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ მეტი ინფორმაცია სჭირდებოდათ.
მამადლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაგზავნის შემდეგ, პასუხი აღარ მიუღიათ.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
-
ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
გადახედვა
-
ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ
გადახედვა
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
კომენტარები