ახალი კვლევა: მკურნალობის შეწყვეტის მიუხედავად, აივ დადებითი ბავშვი ცხრა წელი ვირუსისგან თავისუფალი იყო
ფოტო: UNKNOWN
მეცნიერები აცხადებენ, რომ სამხრეთ აფრიკელი ცხრა წლის ბავშვი მესამეა მსოფლიოში, რომელიც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ ინფექცია) დაიბადა და მკურნალობის გარეშე, თითქმის 9 წლის განმავლობაში, ორგანიზმიდან ვირუსი გაუქრა.
ახალი კვლევის თანახმად, რომელიც მეცნიერებმა შიდსის საზოგადოების მეცხრე საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოადგინეს, სამხრეთ აფრიკელი ბავშვის შემთხვევა იძლევა იმედს აივ/შიდსისგან საბოლოოდ განკურნების გზაზე.
TIME-ის ინფორმაციით, 2007 წელს სამხრეთ აფრიკაში დაბადებულ ბავშვს აივ ინფექცია სისხლში დაბადებიდან 32-ე დღეს აღმოუჩინეს და ვირუსის მკურნალობაც დაუყონებლივ დაიწყეს. აგრესიული მკურნალობიდან 40 კვირის შემდეგ ბავშვის ორგანიზმში ვირუსის მაჩვენებელი ნულამდე, ე.წ. შეუმჩნეველ ზღვრამდე დაეცა. მკურნალობის შეწყვეტის მიუხედავად, ბავშვის ორგანიზმში აივ ინფექცია თითქმის 9 წლის განმავლობაში არ გამოჩენილა.
სამხრეთ აფრიკელი ბავშვი ერთ-ერთია იმ 143 ბავშვს შორის, რომლებიც აივ ინფექციით დაიბადნენ და აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობდნენ. მათ თავიდანვე მკურნალობის ინტენსიური კურსი ჩაუტარდათ, რომელიც 40-დან 96 კვირამდე გაგრძელდა. რამდენიმე წლის შემდეგაც კი, ბავშვის ორგანიზმის იმუნურ უჯრედებში აივ ინფექცია აღმოჩენილია მცირე, თითქმის შეუმჩნეველი დოზით.
მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ინფექციის შეჭრისთანავე აგრესიული მკურნალობის დაწყებამ, შესაძლოა, აივ ინფექციის გრძელვადიან რემისიას (დაქვეითება) შეუწყოს ხელი, რომელიც, თუ გაგრძელდა, ვირუსისგან საბოლოო გათავისუფლებით დასრულდება. ჯერჯერობით, აღნიშნული შემთხვევა გამონაკლისს თუმცა, ექიმებისთვის იმედისმომცემ შემთხვევას წარმოადგენს.
მეცნიერთა თქმით, ბავშვს გენური მუტაცია არ აქვს, რომელიც ბუნებრივ რეზისტენტულობას სძენს აივ/შიდსის მიმართ, ამიტომ ხანგრძლივი რემისია, დიდი ალბათობით, ადრეული მკურნალობის გამო მოხდა.
ექსპერტები ამბობენ, რომ შემთხვევა უკიდურესად იშვიათია და არ წარმოადგენს მარტივ გზას შიდსი განკურნებისაკენ, რომელმაც დაახლოებით 1,1 მილიონი ადამიანი დახოცა მსოფლიოს მასშტაბით 2015 წელს.
მიუხედავად სტატისტიკისა, აივ/შიდსი უკვე წლებია არ ნიშნავს სასიკვდილო დიაგნოზს. მართალია, ჯერჯერობით არ არსებობს ამ ვირუსისგან ორგანიზმის საბოლოოდ განდევნის მეთოდი, თუმცა, შესაძლებელია ვირუსის გამრავლებისა და იმუნიტეტის დასუსტების პროცესის შეჩერება. მკურნალობის უახლესი მეთოდების შედეგად, აივ ინფექცია გადაიქცა მართვად, ქრონიკულ მდგომარეობად, ვირუსი ორგანიზმში რჩება, მაგრამ ის არ აზიანებს მას. მკურნალობის შედეგად, ადამიანები სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ ათწლეულების განმავლობაში, რა თქმა უნდა, თუ მათი სიკვდილის მიზეზი რომელიმე სხვა დაავადება, ან უბედური შემთხვევა არ გახდა. რაც შეეხება აივ/შიდსით გამოწვეულ სიკვდილიანობას, ეს გამოწვეულია გვიანი დიაგნოზით, მკურნალობის შეწყვეტით, ან საერთოდ, მკურნალობის არდაწყებით. თუ აივ/დადებითი პირი წყვეტს მკურნალობას, ვირუსი სისხლში დაუყონებლივ იწყებს გამრავლებას და მედიკამენტების მიმართ რეზისტენტული ხდება, რაც საბოლოოდ, შეიძლება, ფატალური შედეგით დასრულდეს.
სამხრეთ აფრიკელი ბავშვის შემთხვევა კი სწორედ იმიტომაა უნიკალური, რომ მკურნალობის შეწყვეტის მიუხედავად, ვირუსის მაჩვენებელი მის ორგანიზმში წლების განმავლობაში არ შეცვლილა.
ამ დრომდე, მსგავსი შედეგი ორ სხვა ბავშვის შემთხვევაშიც დაფიქსირდა: ერთ ამერიკელია და მეორე - ფრანგი.
აივ/შიდსით დაბადებული ფრანგი გოგოს ორგანიზმში, რომელიც ახლა 20 წლისაა, აივ ინფექცია თითქმის შეუმჩნეველ ზღვარზეა მიუხედავად იმისა, რომ მედიკამენტების მიღება 6 წლის ასაკში შეწყვიტა.
მისისიპიში დაბადებული ბავშვის სხეულში კი, მკურნალობის შეწყვეტის მიუხედავად, ვირუსი თითქმის 27 თვის განმავლობაში იყო შეუმჩნეველ ზღვარზე, ამის შემდეგ კი ინფექცია მის სისხლში კვლავ გამოჩნდა. თუმცა, მკურნალობის გაგრძელების შემდეგ კვლავ დაუბრუნდა ე.წ. შეუმჩნეველ ზღვარს.
უფრო მეტი აივ/შიდსის შესახებ წაიკითხეთ აქ.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა

კომენტარები