ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
მოკლედ: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, კომიტეტის სხდომიდან, სადაც რუსულ კანონს მეორე მოსმენით განიხილავენ, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობო სექტორის ორი წარმომადგენელი.
სულ ახლახან, მან მოუწოდა მანდატურის სამსახურს, დარბაზიდან გაეყვანათ თინა ბოკუჩავა და თეონა აქუბარდია.
ამასთან, მან კინოდარბაზიდან, სადაც კანონზე მსჯელობენ, გააძევა
- საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს წარმომადგენელი ლიკა საჯაია;
- რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი.
დეტალები: ოხანაშვილმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს უთხრა, რომ ისინი სხდომაზე დეპუტატებისთვის შეურაცხყოფის მისაყენებლად მივიდნენ.
- "დატოვეთ, დარბაზი. შეურაცხყოფას აყენებთ დეპუტატებს, ამის უფლებას არ მოგცემთ. უზრდელი ხართ, ეს არ არის გასაკვირი, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამას აკეთებთ სხდომათა დარბაზში. თქვენ იმის წარმოდგენა არ გაქვთ, სად ხართ, თქვენ განცდა არ გაქვთ, რომ ეს არის საქართველოს პარლამენტი, ამიტომ გაბრძანდით აქედან და ზრდილობა ისწავლეთ", — მიმართა ანრი ოხანაშვილმა ლიკა საჯაიას.
კონტექსტი: დღეს, 29 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონის მეორე მოსმენა, ხმაურისა და კამათის ფონზე მიმდინარეობს.
- კომიტეტის თავმჯდომარემ დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ვაშაძე, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, ანა წითლიძე, ქეთევან თურაზაშვილი, ხატია დეკანოიძე, დავით ხაჯიშვილი, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი გოდაბრელიძე, ნიკა მაჭუტაძე, თაკო ჩარკვიანი, თინა ბოკუჩავა, თეონა აქუბარდია.
- გარდა ამისა, პროტესტის ნიშნად, სხდომათა დარბაზი დატოვეს ლელოს დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა, გირჩის ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა პაატა მანჯგალაძემ. ისინი მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის სხდომაზე დასწრება ბუტაფორიულია.
ოპოზიციონერი დეპუტატების გაძევებას არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ. მათი განაცხადეს, რომ დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს.
გაიგე მეტი: რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები