შალვა პაპუაშვილი

23 Apr. 2024, 12:43

როცა ჩვენ გამჭვირვალობის კანონზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე კანონი. ეს შეიძლება არ შედიოდეს სხვების ინტერესებში, განსაკუთრებით მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში შემოდის გაუმჭვირვალედ და სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც საქართველოში არის გაუმჭვირვალე.

ჩვენ ვიცით მაგალითები, მაგალითად ევროპის დემოკრატიის ფონდი, რომელიც საქართველოში საკუთარ დაფინანსებას მალავს, რაც არის სწორედაც, რომ ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო.

სამწუხაროდ, ერთი წლის განმავლობაში, ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურასთან კომუნიკაციით ვცდილობდი, რომ დამერწმუნებინა თავად ევროკავშირის წარმომადგენლები, რომ ევროპული ღირებულებებისგან გადახვევით, საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების ფარულად დაფინანსება არის არასწორი საქციელი. სამწუხაროდ, ვერ შევძელი, ამიტომაც გვიწევს კანონის მიღება.

მე სხვების ნაცვლად ვერ გიპასუხებთ, მაგრამ პრობლემა არის შემდეგში. სინამდვილეში, არის მცდელობა აიკრძალოს დისკუსია, რაც არის ანტიევროპული ქცევა. სინამდვილეში, არის მცდელობა ჩაიხშოს საღი აზრი, რაც არის ანტიევროპული ქცევა. სინამდვილეში, ეს არის მცდელობა, რომ იყოს საუბარი ლოზუნგებით და არა შინაარსით.

ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რასაც ვაკეთებთ, ვთავაზობთ შინაარსს და რადიკალური ოპოზიციის ქცევას ვხედავთ, რას აკეთებს? — ხევს პლაკატებს, სადაც არის კანონპროექტის ლინკი მითითებული. უნდათ საზოგადოება ამყოფონ ამ ინფორმაციის გარეშე... დარწმუნებული ვარ, ჯოზეფ ბორელს არ აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ.

ეს ანტიდასავლური განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს, 23 აპრილს, ჟურნალისტებთან გააკეთა. 

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა არაერთხელ აღნიშნა, რომ რუსული კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს წინსვლაზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და ეს კანონი ევროკავშირის ძირითად ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გეგა გაგნიძე: ერთი დღით ადრე თეატრის დირექტორმა შემომითვალა, თუ სპექტაკლში პოლიტიკური ნარატივი დარჩებოდა, პრემიერა ვერ შედგებოდა
  2. "სკვერში ჩხუბის ვიდეოში არის ჩემი შვილი, ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ჩხუბი იყო" — გიგა ავალიანის მკვლელობისთვის ბრალდებული დ.ჩ.-ს დედა
  3. ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია "იმედი" გაყიდა — ვინაა მყიდველი?
  4. ლევან ხაბეიშვილი: მე, რომელმაც ინგლისური არ იცის, ელიტებს არ წარმოადგენს, ლილოს ბაზრობაზე ყიდულობს ტანსაცმელს, გაღატაკებული ამ ქვეყნის შვილი ვარ
  5. მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის ფიგურანტ 3 ბრალდებულს 9-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ